ბათუმის სამედიცინო აკადემია.ფარმაცევტის თანაშემწეს მეორე სასწავლო წლის სტუდენტებმა ჩაატარეს მინი კონფერენცია თემაზე: ,,მოვლისა და ჰიგიენის საგნები". წარმოდგენილი იყო თემები:1.,,სამედიცინო ბანკები: სარგებელი ან ზიანი''.-ლინა გიგინეიშვილი; 2.,,დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი"-მაია დავითაძე; 3.,,მყარი თუ თხევადი საპონი''-მარინა მოწყობილი; 4. ,,ავადმყოფის მოვლა''-ანნა კონცელიძე; 5.,,ზურგის ქამრები და სქოლიოზი''-დიანა ამაღლობელი; 6.,,სამედიცინო ბამბა"-ნარგიზი თავართქილაძე; 7.,,რეზინის სამედიცინო ნაწარმის შენახვის თავისებურებანი"-მარიამ დიასამიძე,ლიკა მდინარაძე; 8.,, კანის, ხელების, ფჩხილებისა და ფეხების მოვლა"-ნინო თურმანიძე; 9.,,პირის ღრუს მოვლის საშუალებები"-დიანა ვაშაყმაძე. დამთავრებისას გაიმართა დისკუსია-დებატები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე, ექიმი სტომატოლოგი შორენა უზუნაძე, პროფესიული მასწავლებელი, პროვიზორი მარინა კვირიკაძე და ბიბლიოთეკარი ეთერი გოგიტიძე. ჯგუფს ხელმძღვანელობდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროვიზორი მზია ბაკურიძე.
სწავლების მსურველთათვის და აპლიკანტებისთვის პროფორიენტაციის გაწევის მიზნით ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე და ფარმაცევტის თანაშემწის სტუდენტები: დიანა ამაღლობელი და ანა კონცელიძე სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაისუბნის საჯარო სკოლაში. დისკუსია დებატების შემდეგ ჩატარდა გამიკითხვა.
2019.01.2019. ბათუმის სამედიცინო აკადმია. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,პრაქტიკოსი ექთანი" მესამე სასწავლო წელი. მოდული: ,,მუშაობის სპეციფიკა სამედიცინო ლაბორატორიებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრებში".სწავლის შედეგი - 3. ლაბორატორიული კვლევის პრეანალიზური ფაზის აღწერა. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებელი ნანა ანანიძე.
მორიგი ტრენინგ-სემინარი აკადემიაში
ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთათვის 25 იანვარს ჩატარდა მორიგი ტრენინგ-სემინარი თემაზე: „მოდული და მისი სტრუქტურა“. ტრენინგ-სემინარი ჩაატარა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ექსპერტმა მზია ბაკურიძემ. მან მრავალფეროვანი თვასაჩინოებითი მასალების მოშველიებით აუხსნა მსმენელთ მოდულის სტრუქტურის არსი, მისი კომპონენტები. ესაუბრა შედეგის მისაღწევად გასათვალისწინებელ მოთხოვნებზე. იყო შეკითხვები, მოდულის განმახორციელებელთა ჩართულობა. მსმენელთ მიეცათ სამუშაო დავალება. პროფესიულმა მასწავლებელმა ინგა ვრდიძემ გააკეთა პრეზენტაცია შეფასების ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, - მოდული „ფარმაკოლოგიის საფუძვლები საექთნო საქმეში“
შეხვედრა შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან
21 იანვარს გაიმართა შეხვედრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან, მონიტორინგის მუშაობაში ჩართულ მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. შეხვედრას ესწრებოდა მედცენტრის კლინიკური დირექტორი დეა ქაჯაია. შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. აღინიშნა, რომ შიდა მონიტორინგის ჯგუფის ეფექტური მუშაობისათვის მოხდა ჯგუფის წევრებზე ფუნქციების განაწილება. განისაზღვრა ოთხი ძირითადი სამუშაო მიმართულება: სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი (ხელმძღვანელი შორენა უზუნაძე), მიღწევების შეფასების და მათი დოკუმენტირების მონიტორინგი (ხელმძღვანელი ინგა ვარდიძე); სასწავლო წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი (ხელმძღვანელი ინგა შალამბერიძე); სტუდენტებთან მუშაობის მონიტორინგი (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე). შიდა მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის კოორდინატორია მზია ბაკურიძე (აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). მონიტორინგის სამუშაოს ჯგუფები დაკომპლექტდა სასწავლებლის პედაგოგიური პერსონლით, დამსაქმებლებით, სტუდენტებით. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მუშაობაში ჩაერთო მედცენტრის კლინიკური დირექტორი, ქ-ნ. დეა ქაჯაია. ითქვა, რომ აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს სასწავლებლის საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების ხარისხის ამაღლებას. მით უფრო, სასწავლებელი ემზადება ავტორიზაციისათვის. დაიგეგმა, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა ერთი კვრის ვადაში წარმოადგინონ საკურატორი მიმართულებათა გეგმა-გრაფიკი.
შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან
საქართველოს და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 24 დეკემბერს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა შეხვედრა აჭარის რეგიონის პროფესიულ- საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან, დამსაქმებლებთან. შეხვედრა მიეძღვნა საქართვერლოში პროფესიული განათლების დუალური მოდელის გაცნობას, მისი დანერგვის მიმდინარეობას. იყო საუბარი პროფესიულ განათლებაში არსებულ ჩიხებსა და მათი გამოსწორების გზებზე. მოეწყო პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის პრეზენტაცია. რომელიც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეკვეთით, მოამზადა ჯგუფმა „ჯეპრა“-მ. პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, სსიპ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ. ზოგიერთი მიდგომების შესახებ შეხვედრაზე თავისი პოზიცია გამოხატეს ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მაოდგილე), მზია ბაკურიძემ (აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი).
დაისვა კითხვები. შეხვედრა მიმდინარეობდა აზრთა გაზიარების რეჟიმში.
წინა საახალწლოდ 26 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დიდი ჟრიამული იყო. სასწავლებლის სტუდენტთა გაერთიანების ინიციატივით მოეწყო საახალწლო კარნავალი. ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობას იღებდა ფარმაცევტისა და პრაქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისაგან შემდგარი ოთხი გუნდი: „მერცხლები“, „თალმუსი“, „მედიკოსები“, „სელებრითი“. კონკურს თვალყურს ადევნებდა და შეფასებებს აძლევდა ჟიური. ვიქტორინა შედგებოდა საინტერესო მრავალფეროვანი „თავსატეხი“ კითხვებისაგან. ღონისძიების დამდგმელი და წამყვანი იყო მზია ბაკურიძე (აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). სტუდენტებმა - ნანა ცეცხლაძემ, ქეთი კუჭავამ წაიკითხეს საკუთარი ლექსები, „ჩანაწერები დღიურიდან“. ჟიურის შეფასებით პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა „მერცხალმა“. გუნდის წევრები, - მაია დავითაძე (კაპიტანი), მარინა მოწყობილი, დიანა ამაღლობელი, ანა კონცელიძე, დიანა ვაშაყმაძე, მარიამ დიასამიძე, ნანა ცეცხლაძე, ნინო თურმანიძე. მეორე, მესამე საპრიზო ადგილები ერგოთ გუნდებს „თალმუსი“ და „მედიკოსებს“ აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს „რითაც წინასაახალწლოდ სტუდენტებმაც იხალისეს და ჩვენც კარგად გავერთეთ“ აღნიშნა მან. წარმატებული გუნდები დაჯილდოვდნენ აკადემიის ქების სიგელებით.სტუდენტებს აქტიურობა შეუქეს და მიულოცეს მედცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დეა ქაჯაიამ, უფროსმა ექთანმა ქეთევან დიასამიძემ, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. დარბაზში დიდხანს გრძელდებოდა თეთრხალათიან გოგონების ჟრიამული.
პროფესიულ მასწავლებელთა ტრენინგ-სემინარი აკადემიაში
მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პროფესიულ მასწავლებელთა კომპეტენციის ასამაღლებლად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დაიგეგმა ტრენინგ-სემინარების ციკლი. რომელიც ხორციელდება სასწავლებლის კომპეტენტური სპეციალისტების მეშვეობით. შემუშავებულია მუშაობის გეგმა-გრაფიკი. აკადემიის დირექტორ რევაზ უზუნაძის განცხადებით, - ტრენინგ-კურსების წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. პირველი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა თემაზე „შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება“ რომელიც წარმოადგინა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის სპეციალისტმა მზია ბაკურიძემ. შესაბამისი მასალების გამოყენებით განიხილა შეფასების ინსტრუმენტის ყველა კომპონენტი. ცალკეულ საკითხებზე განმატრებებს აკეთებდა სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, სემინარული მუშაობა მიმდინარეობდა გამახორციელებელთა აქტიური ჩართულობით. სემინარის მონაწილეებს შესასრულებლად მიეცათ დავალება, შემდეგ შეხვედრაზე განსახილველად.