აკადემია ბათუმის II საერთაშორისო
სამედიცინო გამოფენაზე
ბათუმის სამედიცინო აკადემია მიწვეული იყო ბათუმში გამართულ II საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე „მედიცინა და ტურიზმი“. ღონისძიება მიმდინარეობდა სამ დღეს (10-12 მაისი). შთამბეჭდავად გამოირჩეოდა ლამაზად მოწყობილი აკადმიის პავილიონი. ამშვენებდა სასწავლებლის ბანერი, სურათების სტენდი „გამოფენიდან-გამოფენამდე“, სტუდენტ ქეთი კუჭავას მხტვრული ტილოები,ლექსები, სარეკლამო მასალები და რაც მთავარია ამშვენებდნენ თეთრ ხალათებში გამოწყობილი სტუდენტები. მოწყობილ კუთხეში პრაქტიკოსი ექთნის სტუდენტები მსურველთ უსინჯავდნენ წნევას, უღებდნენ შაქრის ანალიზს. გამოფენის გახსნის პროცესში სტუდენტებმა ხალხმრავალი დელეგაციის წინაშე გაითამაშეს გულწასვლის სიმულაცია. „გულწასულ“ მეგობარს სტუდენტებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“. აკადემიის პავილიონის გვერდით გახსნილი იყო ეროვნულ ფორმაში გამოწყობილი პოლონეთის დელეგაციის, ზემო აჭარის რაიონების პავილიონები, ისმოდა მუსიკა....11 მაისს საერთაშორისო გამოფენის ეგიდით მოეწყო კონფერენციები. სტუმართათვის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის და ტურისტული მიმართულებების გასაცნობად მოხსენებები წარმოადგინეს აკადემიის სტუდენტებმა: გალია ასამბაძემ „საქართველოს მინერალური წყლები“, ნათელა აზნაურიშვილმა „ზაფხული. ზღვა და რუჯი“, ქეთევან ირემაძემ „დაბინძურება და მისი გავლენა ბუნებაზე“, ლინდა ფენჩიძემ „მწვანე ჩაი და მედიცინა“, თათია გოგუაძემ „ტურისტული ბიზნესი და მისი განვითარება საქართველოში - მტირალას მთა“. მარიამ მოწყობილმა „ზეთის ხილის სამედიცინო გამოყენება“... ღონისძიება მიყავდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერ მზია ბაკურიძეს. კონფერენციას ესწრებოდნენ გამოფენის მონაწილეები, გამოფენის გენერალური დირექტორი ოსმან მჟავანაძე.12 მაისს მოეწყო გამოფენის საზეიმო დახურვა. საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის აკადემიას გადაეცა მონაწილის სერთიფიკატი. II საერთაშორისო სამედიცინო გამოფენის ჩართულობაში ბათუმის სამედიცინო აკადემიისადმი ხელისშეწყობისათვის გამოფენის გენერალურ დირექტორ ოსმან მჟავანაძეს მიენიჭა „საპატიო აკადემიელის წოდება“. საპატიო აკადემიელის დიპლომი ბატონ ოსმანს გადასცა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. გაიჭრა საზეიმო ტორტი.
2019 წლის, 12 მაისს, ექთანთა საერთაშორისო დღეს, სასტუმრო „შერატონ პალასის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის პერსონალი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები და სხვა დაინტერესებულ პირები. ღონისძიებას ამშვენებდა სტენდი წარწერით „ერთი სიცოცხლის გადარჩენა გმირის საქმეა, ათასის კი - ექთნის“ და გულის ფორმის საჰაერო ბუშტები. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და აქტუალური თემები. ექთნების საერთაშორისო დღე სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ინგა შალამბერიძემ. ისაუბრეს ექთანთა საერთაშორისო დღის დაარსების ისტორიის შესახებ, აღინიშნა რომ, ერთ–ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის, ექთნების საერთაშორისო დღე (International Nurses Day) ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება. ეს თარიღი უკავშირდება ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი ინგლისელის – ფლორენს ნაითინგეილის (Florence Nightingale) დაბადების დღეს, რომელმაც ყირიმის ომის დროს (1853–1856 წლები) მსოფლიოში პირველი მოწყალების დების სამსახური ჩამოაყალიბა. გადაწყვეტილება მედიცინის დის საერთაშორისო დღის ოფიციალური აღნიშვნის შესახებ 1974 წლის იანვარში მიიღეს. ექთნები მუშაობენ უშუალოდ პაციენტებთან მთელი მკურნალობის განმავლობაში. სამედიცინო მომსახურების დიდ ნაწილს სწორედ მედდის პერსონალი ახორციელებს.სიტყვით გამომსვლელებმა მომავალ და მოქმედ ექთნებს უსურვეს მაღალი პროფესიონალიზმით, საქმის სიყვარულით შეესრულებინოთ თავიანთი პროფესიული მოვალეობა. სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები: ნათია აზნაურიშვილი, ქეთევან ირემაძე, მარიამ ასამბაძე, ქეთევან კუჭავა, მაია დავითაძე. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა გამოფენა „EXPOMED BATUMI- 2019“ დირექტორი ბატონი ოსმან მჟავანაძე.ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა დაარიგეს ამ დღისთვის სპესიალურად შექმნილი ფლაეები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
XXIVკონფერენცია აკადემიაში
სტუდენტური დღეების ფარგლებში 2-8 მაისს საინტერესო ღონისძიება გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. ჩატარდა სტუდენტთა XXIV სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. მომზადდა კონფერენციისადმი მიძღვნილი პროგრამა. სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს შინაარსობრივად მრავალფეროვანი და აქტუალური 25-მდე მოხსენება.წარმოდგენილ მოხსენებეს შეფასებას აძლევდა კომპეტენტური ჟიური (ინგა შალამბერიძე - ჟიურის თავჯდომარე, შორენა უზუნაძე - დირექტორის მოადგილე, ნანა ანანიძე, მარინა კვირიკაძე - პროფესიული მასწავლებლები, გალინა - მარიამ ასამბაძე - სტუდენტთა გაერთიანების ლიდერი). კონფერენციას ესწრებოდნენ ბათუმის უნივერსიტეტის პროფესიული საგნმანათლებლო პროგრამების და ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის სტუდენტები.წარმოდგენილი მოხსენებებიდან საპრიზო ადგილები მიეკუთვნათ: საუკეთესო ნაშრომებისათვის პირველი საპრიზო ადგილები დაიმსახურეს სტუდენტებმა მაია პაიჭაძემ (ხელმძღვანელი - პროფესიული მასწავლებელი ზინაიდა ფირცხალაიშვილი) და ნინო გელაძე (ხელმძღვანელი - მზია ბაკურიძე, პროფესიული მასწავლებელი); მეორე საპრიზო ადგილები მიეკუთვნათ სტუდენტებს - თამარ გოგუაძეს, ნანი ქამაშიძეს.მესამე და წამახალისებელი საპრიზო ადგილები დაიკავეს სტუდენტებმა - ნათია აზნაურიშვილმა, ქეთევან უზუნაძემ, ქეთევან ირემაძემ, ლიკა მდინარაძემ, მარინა მოწყობილმა, ნინო თურმანიძემ, ლინდა ფენჩიძემ. პრიზი ,ჟიურის სიმპატია“ მიეკუთვნათ სტუდენტებს, ქეთევან კუჭავას, მაია დავითაძეს. შესაბამისად სტუდენტები, მათი ხელმძღვანელი პედაგოგები დაჯილდოვდნენ აკადემიის ქებისა და საპატიო სიგელებით, დასაჩუქდნენ წიგნებით. კონფერენციის მომზადება-ჩატარებაში განსდაკუთრებით აქტიური ჩართულობისათვის დირექტორის ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ პროფესიულ მასწავლებლებს, მზია ბაკურიძეს (ასევე დაჯილდოვდა ფულადი პრემიით), ნანა ანანიძეს (გადაეცა მადლობის ბარათი). კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები მიულოცეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი), სოფიო ბრუნჯაძემ (სტუდენტური გაერთიანების მეცნიერ- კონსულტანტი, პროფესიული მასწავლებელი), გალინა ასამბაძემ (სტუდენტური გაერთიანების ხელმძღვანელი), სააფთიაქო ქსელ ,,გლუკოზას“ მენეჯერმა გურამ სურმანიძემ, პროფესიულმა მასწავლებლებმა მარინა კვირიკაძემ, მარინა ცეცხლაძემ, ინგა ვარდიძემ. ასევე მოეწყო აკადემიის სტუდენტთა და პედაგოგთა მონაწილეობით ექსკურსია გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალში. გადაიღეს სამახსოვრო სურათები. სტუდენტები დაბრუნდნენ დიდი შთაბეჭდილებებით. სტუდენტური დღეები გრძელდება.
თანამშრომლობის მემორანდუმი სააფთიაქო ქსელ
„გლუკოზასთან“
ბათუმის სამედიცინო აკადემია აფართოებს სამედიცინო და ფარმაცევტული მიმართულებით, მომავალ კურსდამთავრებულთათვის, დამსაქმებლებთან თანამშრომლობის ქსელს. 2019 წლის 15 აპრილს, აკადემიაში სტუდენტების, პერსონალის, „გლუკოზას“ წარმომადგენლების თანდასწრებით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სამედიცინო აკადემიასა და სააფთიაქო ქსელ „გლუკოზას“ შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააფთიაქო ქსელ „გლუკოზას“ მენეჯერმა გიორგი სურმანიძემ და სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. დასასრულს გ.სურმანიძემ გაკეთა სააფთიაქო ქსელ „გლუკოზას“ საქმიანობის, მისი სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. თანამშრომლობის მემორანდუმი აკადემიის „ფარმაცევტის თანაშემწის“ (IV საფეხური) და ფარმაცია (სააფთიაქო) საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს აძლევს საშუალებას „გლუკოზას“ ბაზაზე გაიარონ პრაქტიკული სწავლების კურსი, სტაჟირება . წარმატებული სტუდენტები კი, მაღალი ანაზღაურებით დასაქმდებიან „გლუკოზას“ ქსელში.
სიყვარულისა და დედაენის დღე აკადემიაში
2019 წლის 15 აპრილს ამაღლებული განწყობა იყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. სააქტო დარბაზს ამშვენებდა ყვავილები, ფერად-ფერადი ბუშტები, ლამაზად გაფორმებული სტენდი „ჩვენ გვიყვარს პოეზია“. აკადემიის ტუდენტთა ინიციატივით მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან. დამსწრეთ ლამაზი დღე მიულოცა აკადემიის დირექორმა რევაზ უზუნაძემ. უსურვა სიყვარულით ეკეთებინოთ თავიანთი საქმე-საკეთებელი. გაიხსენა დედაენის დასაცავად 1978 წლის 15 აპრილს აბობოქრებული ვნებათა ღელვა საქართველოში. საღამო მიყავდა აკდემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენჯერს მზია ბაკურიძეს. მან დამსწრეთ მიულოცა 15 აპრილის დღესასწაული და ტრიბუნა დაუთმო სტუდენტებს. სიყვარულზე, დედა ენაზე მიძღვნილი საკუთარი ლექსები „ჩანაწერები უბის წიგნაკიდან“ წაიკითხეს აკადემიის სტუდენტებმა ნანა ცეცხლაძემ, ქეთევან კუჭავამ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სტუდენტმა ნინო მახარაძემ, აკადემიის კურსდამთავრებულმა შოთა ლომინაძემ წაიკითხა სიყვარულისადმი მიძღვნილი ლექსები. პოეტ ზურაბ გორგილაძის ლექსი „სიტყვა“ ბატონო წაიკითხა ქალბატონმა მზია ბაკურიძემ. აკადემიის ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის სტუდენტმა ანა პაიჭაძემ, ვიდეო მასალის ჩვენებით დამსწრეთ მოუთხრო აპრილის დამდეგს, დელეგატის სტატუსიტ, საქართველოს ახალგაზრდა დელეგატებთან ერთად, ევროსაბჭოში ვიზიტის შესახებ.მოეწყო პრაქტიკოსი ექთნის პირველი ს/წლის სტუდენტ ნიჭიერი მხატვრის ქეთი კუჭავას ნახატების პერსონალური გამოფენა.სტუდენტ-ახალგაზრდობას მიესალმენ და წარმატებები უსურვეს სააფთიაქო ქსელ „გლუკოზას“ დირექტორი გიორგი სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ნატა ხინკილაძე. აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, პროფესიული მასწავლებლები - მარინე კვირიკაძე, ინგა ვარდიძე, ნანა ანანიძე. სიტყვებით გამოვიდნენ სტუდენტები ნატა ღოღობერიძე, დიანა გობაძე.დასარულს სტუდენტურ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეებისათვის აკადემიის სიგელებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: მაი დავითაძე, დიანა ამაღლობელი, ანა კონცელიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნანა ცეხლაძე, ანა პაიჭაძე, ქეთი კუჭავა, დიანა გობაძე, თათია გოგუაძე, ლიკა გოგაძე, ნინო გელაძე, თამარ ჯაიანი, იანა წულუკიძე, წარჩინებული სწავლისა და ახალგაზრდა დელეგატის სტატუსით ევროსაბჭოში წარმატებული ვიზიტისათვის სტუდენტ ანა პაიჭაძეს გადაეცა ასევე აკადემიის დირექტორის, პროფესორ რევაზ უზუნაძის წიგნი „ბათუმი“ (ისტორია და თანამედროვეობა)“. აკადემიის დირეტორმა დიდი მადლობა გადაუხადა ქალბატომ მზია ბაკურიძეს მისი ორგანიზებით მომზადებული შთამბეჭდავი ღონისძიებისათვის.
აკადემიის სტუდენტის ვიზიტი ევროსაბჭოში
ბათუმის სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის წარჩინებული სტუდენტი ანა პაიჭაძე, დელეგატის სტატუსით, საქართველოს ახალგაზრდა დელეგატთა ჯგუფთან ერთად, 2019 წლის აპრილის დამდეგს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგსა და ბრიუსელში. ახალგაზრდა დელეგატები დაესწრნენ ევროსაბჭოში გამართულ სესიებს. მოისმინეს ლექციები ევროსაბჭოს პოლიტიკური როლის შესახებ. შეხვდნენ ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობას. გაეცნენ ევროპული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. როგორც ანა გვიამბობს: ახალგაზრდა დელეგატები შეხვდნენ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. გაუზიარეს შთაბეჭდილებები ვიზიტთან დაკავშირებით. უყვებოდნენ საქართველოს შესახებ. დაათვალიერეს ღირსშესანიშნავი ადგილები. წარუშლელია სტუდენტ ანა პაიჭაძის შთაბეჭდილებები ნანახითა და განცდილით. ანას ვუსურვებ ახალ წარმატებებს, მომავალ შესანიშნავ სპეციალისტს. არჩევანის შემთხვევაში ანა პაიჭაძის სახით საქართველოს ეზრდება მომავალი ნიჭიერი პოლიტიკოსი, დიპლომატი.
უფალი გფარავდეს
აკადემიის წამომადგენლები ბიზნეს ფორუმზე
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა ქალ-მეწარმეთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი. ტრენინგი რეგიონებიდან მოწვეულ 250 ქალს ჩაუტარდა. ფინანსების მოზიდვა, ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება, პროდუქტის ბრენდირება და შეფუთვა - მეწარმეებმა სხვადასხვა საკითხებზე მიიღეს საჭირო ინფორმაცია სპეციალისტებისგან. ქალ-მეწარმეთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმზე პირველად წარმოდგენილი იყო ცნობადობის ამღლების მიზნით აჭარის რეგიონის პროფესიული სასწავლებლები. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალები აქტიურად უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაშიც. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, ხარისის უზრუნველყოფის მენეჯერმა, აფთიაქ „ბაკურიძე და კომპანიის“ ხელმძღვანელმა მზია ბაკურიძემ და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ინგა შალამბერიძემ. საზეიმო გახსნის შემდეგ აკადემიის წარმომადგენლები დასწრნენ ტრენინგს „ბრენდირება“ ტრენერი შოთა ჩინჩალაძე. ტრენინგი წარიმართ ძალიან საინტერესოდ. ტრენინგის დამთავრების შემდეგ მოხდა წარმატებულ ქალ მეწარმეთა დაჯილდოვება. ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
დასკვნითი ტრენინგი აკადემიაში
ციკლით „კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება და შეფასების პრონციპები პროფესიულ განათლებაში“ ბათუმის სამედიცინო აკადემიის მოდულების განმახორციელებელ პროფესიულ მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი თემაზე „კალენდარული გეგმის შედგენა“ ტრენინგი ჩაატრა აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზურუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ექსპერტმა მზია ბაკურიძემ. მან შესაბამისი მასალების მოშველიებით განმახორციელებელთ დაწვრილებით ესაუბრა მოდულურ პროგრმასთან დაკავშირებით კალენდარული გეგმის შედგენაზე: მოხდა განვლილი კურსის შეჯამება. ტრენინგი მიმდინარეობდა განმახორციელბელთა აქტიური ჩართულობით. პედაგოგებს რომლებმაც გაიარეს ტრენინგის კურსი აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ და ტრენერმა მზია ბაკურიძემ გადასცეს სერთიფიკატები. ტრენინგის წარმატებით ჩატარებისათვის მზია ბაკურიძეს გამოეცხადა მადლობა და გადაეცა მადლობის ბარათი. დასასრულ აკადემიის დირექტორმა დამსწრეთ მიულოცა სასწავლო ციკლის წარმატებით დამთავრება, დედისა და ქალთა დღე, გაიჭრა საზეიმო ტორტი .
შეხვედრა აკადემიის პერსონალთან
ავტორიზაციისათვის მზადების ფორმატში მოეწყო შეხვედრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციულ და პროფესიულ მასწავლებელთა პერსონალთან. ავტორიზაციისათვის მზადებასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია ჯგუფების მუშაობით. მათ გულდადებით, რუდუნებით იშრომეს, შეისწავლეს, გაანალიზეს და ავტორიზაციის სტანდარტებთან შეაჯერეს ყველა მომზადებული მასალა. დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სტანდარტების შესაბამისობის დამდგენმა ჯგუფებმა იმგვარი შედეგები წარმოადგინეს, რომლებიც სავსებით შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს და იმ კრიტერიუმებს, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. დირექტორმა მადლობა გადაუხადა ჯგუფებს კეთილსინდისიერი, მუხლჩაუხრელი და ნაყოფიერი მუშაობისათვის. დასანერგი საგანმანათლბლო პროგრამების, შემუშავებული დოკუმენტაციის შესახებ დაწვრილებითი ისაუბრეს სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ. მზია ბაკურიძემ აღნიშნა, რომ დასანერგი პროგრამების შემუშავებას წინ უძღოდა შრომის ბაზრის კვლევა. შედეგმა გვიკარნახა დასანერგად მოგვემზადებინა ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები „საექთნო განათლება“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“, ასოცირებული ექთნის და ასოცირებული ფარმაცევტის კვალიფიკაციით. პროგრამაზე მუშაობის პროცესში კავშირი გვქონდა პარტნიორ სამედიცინო და სააფთიაქო დაწესებულებებთან. მათთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები, ხელშეკრულებები. მან განაცხადა, რომ პროგრამებზე მუშაობას წინ უძღოდა კონსულტაციები, ტრენინგებში ჩართულობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასთან. დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ შეკრების მონაწილეთ წარუდგინეს რედაქტირებული საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი დებულება, სტრატეგიული განვითარების 6 წლიანი და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, შინაგანაწესი და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები. მონაწილეებს გააცნეს აკადემიის ახალი მისია, ხედვა და ღირებულებები. აღინიშნა, რომ აკადემიის წარმატებული მუშაობისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისია, ხედვა და ღირებულებები ყოფილიყო კარგად მოფიქრებული და ლოგიკურად ფორმულირებული. ხოლო სტრატეგიული განვითარების გეგმები მისიის, ხედვასა და ღირებულებებიდან გამომდინარე მრავლის მომცველი, თანმიმდევრული, რეალიზებადი და განვითარებაზე ორიენტირებული. სწორედ ამ პოზიცეიბისა და მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავდა სამრთლებრივი აქტები. სიტყვით გამოვიდნენ აკადემიის პროფესიული მასწავლებელები: ზაირა ჯაფარიძე, მარინე კვირიკაძე, ქეთევან ნოზაძე, გულიკო აბაშიძე, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპტალის უფროსი ექთანი და აკადემიის კურსდამთავრებული მარინა დევაძე, ამავე ჰოსპიტალის მედდა ლამარა გვალია-ვერძაძე, სააფთიაქო ფარმაციაში აკადემიის განმახორციელებლები ნათია დიასამიძე, ქეთევან სიხარულიძე. შეკრების მონაწილეებმა მოიწონეს ავტორიზაციისათვის მზადებასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობა.
2019 სის 20 თებერვალს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სტუდენტთა გაერთიანების მორიგი სხდომა. განიხილეს სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენციაზე წარსადგენი თემები.
1. ღორის გრიპი HN1 გავრცელება საქართველოში. პრაქტიკოსი ექთანი V საფეხური. დიანა გობაძე. ხელმძღვანე ლი : ნიგარი შაინიძე
2. დანაგვიანება და დღევანდელი ჩვენი გარემო. ქეთი ირემაძე. პრაქტიკოსი ექთანი V საფეხური. ხელმძღვანე ლი : სოფიო ბრუნჯაძე