• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2020
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

10.09.2019

აკადემიას მიენიჭა ავტორიზაცია

            2019 წლის 9 სექტემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიამ წარმატებით გაიარა გეგმიური ავტორიზაცია. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკადემიას მიენიჭა ავტორიზებული საზოგადოებრივი სასწავლებლის სტატუსი. რაც სასწავლებლის 27 წლიანი მუხლჩაუხრელი მუშაობის   დიდი აღიარებაა, ავტორიზაციის საფუძველზე აკადემიას დაემატა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები: ფარმაცია (სააფთიაქო) (V საფეხური) და საექთნო განათლება (V საფეხური). 2020 წლის მარტიდან კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ასოცირებული ფარმაცევტის და ასოცირებული ექთნის კვალიფიკაცია. საბჭოს სხდომაზე ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან წარმოდგენილი იყვნენ, - რევაზ უზუნაძე (აკადემიის დირექტორი), შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი). სხდომაზე აკადემიის საკითხი გაიტანეს ექსპერტებმა, ნათია ქაჯაიამ, (ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე), ინგა ბაქრაძემ, დალი კალაძემ (მონაწილეობდა სატელეფონო ჩართულობით). მათ კარგად წარმოაჩინეს სასწავლებლის მიერ ავტორიზაციისათვის მზადებასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობა. სასწავლებლის წარმომადგენლებმა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს. აღნიშნული წარმატება მიღწეული იქნა აკადემიის პერსონალი გუნდური გულმოდგინე მუშაობით, პარტნიორი ორგანიზაციების, დამსაქმებელთა სასწავლებელთან კეთილმოსურნეობითი, საქმიანი თანამშრომლობით, საქართვერლოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და სხვა მრავალ გულშემატკივართა თანადგომით.

06.09.2019

აკადემიას შეემატა  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში შპს. „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“  მიერ ბათუმში განხორციელდა ტრენინგ  - კურსები შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის  მოსამზადებლად. იგი დაიგეგმა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით. ბათუმის სამედიცინო აკადემიამ ტრენინგ-კურსებზე მიავლინა შორენა უზუნაძე (აკადემიის დირექტორის მოადგილე). მან წარმატებით გაიარა  ერთთვიანი  ტრენინგ-კურსი. პროგრამული კურსის  გავლის  საფუძველზე   შორენა უზუნაძეს მიენიჭა  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის  სტატუსი და გადაეცა სერთიფიკატი. შესაბამისად  შ.უზუნაძეს გაეზარდა უფლაება-მოვალეობა და დაემატა  კომპეტენცია  შრომის უსაფრთხოების დარგში.ქალბატონ შორენას ვულოცავთ ამ ახალ სტატუსს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

                     155 156 157

24.08.2019

ტრენინგი  ემისში

23 აგვისტოს,  განათლებისმართვისსაინფორმაციოსისტემა- ემისში ჩაატარდატრენინგი კერძოკოლეჯებისთვისელექტრონული მართვის შემდეგსაკითხებზე: რეესტრისწარმოება,  აპლიკანტთამიღების გამოცხადება,  რეგისტრაცია, დაფინანსებისანკეტა-კითხვარებისშევსებადა და სხვა. ტრენინგი ჩაატარა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ჩეკურიშვილმა.  ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან  ტრენინგს ესწრებოდა სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე. ქალბატონმა მარიამმა  გააცნო ტრენინგის მონაწილეებს  პროფესიული ტესტირების დებულების შესაბამისად რეესტრის წარმოების წესები, პრაქტიკულად წარმოაჩინა საჭირო  ქმედებები, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.   ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ,   საქმიან ვითარებაში. 

 149 150 151 152 153

23.08.2019

სამუშაო შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისადა სპორტისსამინისტროში

            23 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა შეხვედრა  კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრ  სასწავლებელების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა.ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან  შეხვედრას ესწრებოდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი  ინგა შალამბერიძე.შეხვედრას უძღვებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, რომელმაც ისაუბრა  პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაზე, მათ პრიორიტეტებსა და  მნიშვნელობაზე.  პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაში ჩართული კერძოპროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა, პროგრამის გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე ინფორმაცია მიაწოდეს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაკიძეს.   შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ უპასუხა დასმულ შეკითხვებს. 

145 146 147 148

03.08.2019

კურსდამთავრებულებზე დიპლომების გადაცემა

9 აგვისტოს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოეწყო   2018-19 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისათვის დილომების გადაცემა. 2019 წელს სასწავლებელი დაამთავრა საექთნო და ფარმაცევტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების   სამოცდახუთმა სტუდენტმა, რომელთაგან შვიდი წარჩინებული კურსდამთავრებულია. კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი თავიანთი სპეციალობით უკვე დასაქმებულია. კურსდამთავრებულთ დიპლომების მიღება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ინგა შალამბერიძემ, პროფესიულმა მასწავლებლებმა და ჯგუფების კურატორებმა ნინო უზუნაძემ და ნარგიზ ბუცხრიკიძემ.   გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

     138 139 140 141142

                    143 144

24.07.2019

სამუშაო შეხვედრა სკკა-ში

            საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა აწევრა ავლებელთა შეხვედრაში ბათუმის სამედიცინო აკადემიდან მონაწილეობას ღებულობდა სასწავლებლის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე. ღონისძიებას მასპინძლობდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია. შეხვედრაზე განხილული იქნა ავტორიზაციის ახალი დებულება, სტანდარების და სხვა პროფესიულ განათლების, კერძო პროფესიულ სასწავლებელთა სადღეისო აქტუალური საკითხები.

     132 133134 136

19.06.2019

მადლობის ბარათი სამედიცინო აკადემიას

                 წლების მანძილზე ბათუმის სამედიცინო აკადემია წარმატებით დაამთავრა მრავალმა ახალგაზრდამ მათ შორისაა 2019 წლის წარჩინებული კურსდამთავრებული ანა პაიჭაძე (ფარმაცევტული პრაპარატების წარმოების სპეციალისტის“ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი). იგი აქტიურად იყო ჩართული აკადემიის სტუდენტთა ცხოვრებაში. დელეგატის სტატუსით, საქართველოს ახალგაზრდა დელეგატთა ჯგუფთან ერთად, აპრილის დამდეგს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგსა და ბრიუსელში. სტუდენტურ-ახალგაზრდულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის ანა პაიჭაძეს მიენიჭა „საამაყო აკადემიელის“ წოდება და დასაჩუქრდა აკადემიის დირექტორის პროფესორ რევაზ უზუნაძის წიგნით „ბათუმი (ისტორია და თანამედროვეობა)“. ანა პაიჭაძის დედამ, ქალბატონმა ნინო ღონღაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნებული წერილით გამოხატა   მადლიერება აკადემიის მიმართ „სამედიცინო აკადემია სასწავლო   დაეწესებულებაა, სადაც შეუმჩნეველი არ რჩებათ სტუდენტის აქტივობები, ინტერესები და მისწრაფებები. ყველა ხერხს მიმართავენ მათთვის მოტივაციის ასამაღლებლად. თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ღირსეული პროფესიონალები აღზარდონ. აკადემიის დირექტორს რევაზ უზუნაძეს განსაკუთრებული მადლობა ანა პაიჭაძის წარმატებასა და და წახალისებაში ასეთი ჩართულობისათვის“.  ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა აკადემიის მიმართ გამოხატული მადლიერებისთვის, ანას ვუსურვებთ შემდგომში დიდი წარმატებებს.

128- 129- 130- 131-

01.06.2019

სკკა-ს პრეზიდენტის ვიზიტი აკადემიაში

      1 ივნისს ბათუმის სამედიცინო აკადემიას ეწვივნენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი ია ერაძე, ექსპრეზიდენტი გიორგი ბერაია და ასოციაციის  პ/მგ.მდივანი  ნათია ხინჩაგაშვილი. სტუმრები გაეცნენ აკადემიის საქმიანობას, დათვალიერეს სასწავლებლის იმფრასტრუქტურა. იყო საუბარი პროფესიულ სასწავლებელთა ახალ გამოწვევებზე, პროფესიულ განათლებაში ჯერ კიდევ არსებულ ჩიხებზე და ამ მიმართულებით ასოციაციის პრეზიდენტის, გამგეობის აქტიურ მუშაობაზე. შეხვერდაში მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, შორენა უზუნაძე (მოადგილე), მზია ბაკურიძე (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძე  (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი). შეხვედრამ ჩაიარა საქმიან, გულთბილ ვითარებაში.

              122 123 124 

              125 126 127

31.05.2019

აკადემია დასაქმების ფორუმზე

        საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით 31 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმი“-ის საკონფერენციაო დარბაზში გაიმართა დასაქმების ფორუმი. სადაც ერთმანეთს შეხვდნენ დასაქმების მაძიებელი სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტები და დამსაქმებლები. მასში ჩართულია ბათუმის სამედიცინო აკადემია. რომელიც რამდენიმე წელია მონაწილეობას იღებს სამუშაოს მაძიებეთა მომზადება-გადმაზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიან პროგრამაში. ახორციელებს   „ექთნის თანაშემწის“ „პრაქტიკოსი ექთნის“ და „ფარმაცევტის თანაშემწის“ გადმზადების  სასეთიფიკატო პროგრამებს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო პროგრამით აკადემიის კურსდამთავრებული მოსარგებლეები, დამამთავრებელი კურსების სტუდენტები. შედგა შეხვედრა დამსაქმებლებთან. მოხდა დასაქმების მსურველთა დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში. ასეთი შეხვედრა უწყობს ხელს სასწავლებლების (რომლებიც ამზადებენ კადრებს) და დამსაქმებელთა (რომელიბიც საჭიროებენ კვალიფიციურ კადრებს). დაახლოებას, ურთიერთშორის საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

 117 118 119 120 121

24.05.2019

ტრენინგების მორიგი ციკლი აკადემიაში

     ახალი საგანმანათლებლო პროგრამების „საექთნო განათლება“, „ფარმაცია (სააფთიაქო)“ დასანერგად მზადებასთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებლთათვის მაისის თვეში ჩატარდა ტრენინგების ციკლი „მოდულები, შეფასების მიმართულებები და მტკიცებულებები“. ტრენინგები ჩაატარა აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ექსპერტმა მზია ბაკურიძემ. ტრენინგი მიმდინარეობდა პროფესიულ მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მაღალი შეფასება მისცა სასწავლებელში დანერგილ სიახლეს, - საკუთარი ძალებით ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით, „რაც საჭიროების მიხედვით გვაძლევს შესაძლებლობას ვიმუშაოთ პროფესიულ მასწავლებლებთან“ ტრენინგ გავლილ მასწავლებელთ გადაეცათ სერთიფიკატები.

     112 113 114 115 116

«StartPrev234567891011NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top