სტუდენტთა თემების პრეზენტაცია
31 ოქტომბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა განახორციელეს საინტერესო პრეზენტაცია. „სააფთიაქო ფარმაციის“ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სასწავლო წლის სტუდენტებმა (ჯგუფი ა) წარმოადგინეს თემები ადამიანის ანატომიასთან დაკავშირებულ საკითხებზე: თავის ტვინი, გული, კანი, საინტერესო ფაქტები ადამიანის და მისი ორგანიზმის შესახებ. პრეზენტაციის ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე (პროფესიული მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორანტი). პრეზენტაციაზე გამოვიდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები: ფიქრია მახარაძე, მაია აბულაძე, ანა დუმბაძე, ლიკა ხაჯიშვილი, თეონა ბერიძე, თამრიკო ბერიძე, მარიკა ხინკილაძე, მანანა თადუმაძე, სალომე ადეიშვილი, მაგდალინა ასანიძე, მეგი დუმბაძე, ლინდა გოგიტიძე, ქრისტინა გოგიტიძე, ლანა ბაბუხადია, ნინო მამაულაძე, მარიამ ბაჯელიძე, თინა გოგიტიძე, მარიამ დავითაძე.პრეზენტაცია შეაფასეს და სტუდენტებს მომავალი წარმატებები უსურვეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ბიბლიოთეკის გამგე ეთერი გოგიტიძე, პროფესიული მასწავლებლები ინგა ვარდიძე, ნიგარი შაინიძე.
ექსკურსია სიყვარულის კუთხეში.
25-26 ოქტომბერს მოეწყო ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალის ექსკურსია რაჭაში. მწვანეში ჩაფლული საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე განსაკუთრებით მიმზიდველია შემოდგომაზე. ბუნების მშვენიერება, სუფთა ჰაერი, მისი სანახაობრივი მხარე და სალოცავები ხიბლავს რაჭაში ჩამსვლელთ. ექსკურსიაზე მყოფებმა ორ დღეში მოინახულეს და მოილოცეს ბარაკონის ღვთისმშობლის, მრავალძალის წმ. გიორგის, ნიკორწმინდის წმ.ნიკოლოზის ტაძრები, გოგნის წმ.გიორგის სალოცავი (კარუგდებელი). მრავალძალის წმ.გიორგის ტაძარი მდებარეობს მრავალძალის ცაში აზიდულ მთაზე (ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ.). აგებულია ХI საუკუნეში. მას საუკუნეების მანძილზე ემსახურებიან სხირტლაძეების გვარიშვილები (წარმოშობით ყოფილან აჭარიდან). მთიდან „ხელისგაწვდენაზე“ მოჩანს ჭოლევის კლდე. გადმოცემით ამ კლდეზე გადაიჩეხენ რაჭის ასაოხრებლად მომავალი ჯალალედინის მხედრები. მნახველს ატყვევებს თეთრი ქვის პერანგში გახვეული „ნიკორწმინდას“. წმ. ნიკოლოზის ტაძარი (აგებულია Х საუკუნეში). მოინახულეს შოვი, მღვიმე „საყინულე“ (ამბროლაური), მრავალძალის მთაში მდებარე საოცრად ლამაზი ტბა. „სიყვარულის ჩანჩქერის“ წყლით (ამბროლაური) გაიწუწენ გასთხოვრები, ტოლს არც გათხოვილები უდებდნენ. „ექსკურსანტებმა ღამე გავათიეთ დიდებული რაჭველის გოიკო ლობჯანიძის ოჯახში. გახურებულ ბუხართან გაიშალა ძვირფასი ვახშამი. ითქვა მრავალი მოსაფერებელი სადღეგრძელო, მხიარულება გვიან ღამემდე გრძელდებოდა“ (ამონაწერი დღიურიდან). მეორე დღის შთაბეჭდილებებით დახუნძლულები გაეშურენ იმერეთის ლამაზ სოფელ ზედა სიმონეთისაკენ. აქ აკადემიელი ექსკურსანტები შეჩერდნენ ბუცხრიკიძეთა ძვირფას ოჯახში. მათ დიდებული მასწპინძლობა გაუწია სტუმარ-მასპინძლობით განთქმულმა გელა ბუცხრიკიძემ. ითქვა სიყვარულის, სიცოცხლის, სამშობლოს, უფლის სადიდებელი სადღეგრძელოები. ლამაზად მოლხენის შემდგომ მიკროავტობუსმა კურსი აიღო ბათუმისაკენ (მძღოლი მერაბ ზოიძე). „ავტორიზაციის მზადებასთან დაკავშირებით 2019 წ. ზაფხულში დიდი შრომის შემდეგ მოგზაურობა რაჭაში პერსონალისათვის იყო ლამაზად გატარებული დასვენების დღეები“ (რევაზ უზუნაძე, - აკადემიის დირექტორი).
ერთობლივი ღონისძიება ძუძუს კიბოს პრევენციის თაობაზე
ძუძუს კიბოს დასაძლევად საერთაშორისო მოძრაობის ფარგლებში 28 ოქტომბერს გაიმართა „ბათუმის სამედიცინო აკადემიისა“ და „მაღალტექნოლოგიურ ჰოსპტალ „მედცენტრის“ ერთობლივი ღონისძიება. იგი მიეძღვნა გაეროს მიერ ოქტომბრის „ვარდისფერ თვედ“ ანუ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვედ გამოცხადებას. რაც ყველა კეთილი ნების ადამიანს შეახსენებს ამ დაავადებას და თუ რა პროფილაქტიკური ზომები უნდა გატარდეს მისი თავიდან აცილების, მკურნალობის მიმართულებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის სტუდენტები, თეთრ ხალათებზე გაკეთებული ვარდისფერი ბაბთებით, პერსონალი, „მედ ცენტრის“ წარმომადგენლები. ძუძუს კიბოს შესახებ საინტერსო საჯარო ლექციით გამოვიდა წამყვანი ექიმ-ონკოლოგი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი მზია ხალვაში. დაავადების პრევენციებზე ისაუბრეს „მედცენტრის“ დირექტორმა მედეა ქაჯაიამ საავადმყოფოს უფროსმა ექთანმა ქეთევან დიასამიძემ, პიარ მენეჯერმა მაიკო ცინცაძემ, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ (ღონისძიების ორგანიზატორი). იყო შეკითხვები სტუდენტთა მხრივ. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აკადემიის პროფესიული მასწავლებლები, - სოფიო ბრუნჯაძე (ბიოლოგიის დოქტორანტი), ნანა ანანიძე, აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით მოსახლეობის განათლების ამაღლების აუცილებლობაზე. მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, „მედცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვედრის მომზადებასა და მასში აქტიური ჩართულობისთვის.
18.10.2019. ბათუმის სამედიცინო აკადემია.
საგანმანათლებლო პროგრამა ,,საექთნო განათლება" პირველი სასწავლო წელი. მოდული: ,,საექთნო პრაქტიკის პრინციპები სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში''. სწავლის შედეგი 2 - ,,სამედიცინო დაწესებულების მოწყობის და სტრუქტურის აღწერა ". მოდულის განმახორციელებელი ,პროფესიული განათლების მასწავლებელი, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის ონკოლოგიური განყოფილების მენეჯერი გულიკო აბაშიძე
17.10.19. ბათუმის სამედიცინი აკადემია.
საგანმანათლებლო პროგრამა ,,ფარმაცევტის თანაშემწე" მეორე სასწავლო წელი. მოდული: ,, მომხმარებლისთვის ბავშვთა კვების, მოვლისა და ჰიგიენის საგნების შერჩევა" -პრაქტიკული მეცადინეობა. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებელი,პროვიზორი მარინე კვირიკაძე
ტრენინგი მომზადება-გადამზადების პროგრამაზე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 17 ოქტომბერს გაიმართა ტრენინგი, რომელიც მიეძღვან პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხს. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა შორენა უზუნაძე (დირეტორის მოადგილე). ტრნინგზე განხილული იქნა საკითხები: ა). პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დამატებითი უფლებების მოპოვების გარეშე განხორციელების წესი და პირობა; ბ). პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების წინაპირობები და პროცედურა“. ტრენინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში. სამედიცინო აკადემია ემზადება აქტიურად ჩაერთოს, ჯანდაცვის მიმართულებით მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებაში.
ტრენინგები პროფესიულ მასწავლებელთათვის
პროფესიულ მასწავლებელთათვის ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა ტერენინგების ციკლი. მისი მიზანია პროფესიული განათლების სტანდარტების ახალი მოთხოვნების შესაბამისად ავამაღლოთ მასწავლებელთა კომპეტენცია. სასწავლო წლის დაწყებამდე 18 და 25 სექტემბერს აკადემიაში ჩატარდა ტრენინგები. პირველი ტრენინგი დაეთმო კალენდარულ გეგმაზე მუშაობას. მომდევნო ტრენინგი მიეძღვნა სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებას. ტრენინგებს უძღვებოდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, განათლების ექსპერტი მზია ბაკურიძე. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალიდან აკადემიის საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული მედიკები. ტრენინგები მიმდინარეობდა პროფრსიულ მასწავლებელთა მხრივ კითხვა-პასუხის, დისკუსიის რეჟიმში. ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდნენ: რევაზ უზუნაძე (აკადემიის დირექტორი), შორენა უზუნაძე (დირექტოირს მოადგილე), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), პროფესიული მასწავლებლები, - ნიგარი შაინიძე, ნაირა სტამბოლიშვილი, ნონა ქათამაძე, ვახტანგ ტაკიძე, გულიკო აბაშიძე, ინგა ვარდიძე, სოფიო ბრუნჯაძე, გურანდა ჩხეიძე, ნინო უზუნაძე, ნინო ცინცაძე, მარინე კვრიკაძე, ზაირა ჯაფარიძე, ნანა ანანიძე, ნათია დიასამიძე, ლაურა ცენტერაძე, ქეთევან კაკაბაძე, თამილა ქართველიშვილი, ხათუნა ორმოცაძე,
აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთა სხდომა
2019 წლის 18 სექტემბერს გაიმართა სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთა სხდომა. რომელზეც შეჯამდა გასული ს/წლის შედეგები და დაიგეგმა 2019-2020 ს/წლისათვის გასაკეთებელი სამუშაოები. დღის წესრიგის საკითხზე ვრცელი ინფორმაციით გამოვიდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. აკადემიის დირექტორმა (რ.უზუნაძე) დამსწრეთ მიულოცა სასწავლებლის მიერ ავტორიზაციის მოპოვება: მიუთითა წარმატება მიღწეულია ერთსულოვანი მუშაობით. ასევე აღინიშნა, რომ აკადემიამ დაიმატა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები „ფარმაცია (საათიაქო), „საექთნო განათლება“. ჩვენს ბაზაზე ისინი განხორციელდება პილოტირების წესით. „რაც გვაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას“. ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა შრომითი და საშემსრულებლო დიციპლინის განმტკიცებაზე: სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის შემოღებული იქნა რეგულაციები. დამტკიცდა სასწავლო პროცესის აღრიცხვის ახალი ფორმის ჟურნალი და სტუდენტთა აკადემიური მოსწრების წიგნაკი. ყურადღება დაეთმო პროფესიულ მასწავლებელთა, სტუდენტების წახალისების ახალი ფორმების დანერგას. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ი.შალამბერიძემ დამსწრეთ მიულოცა აკადემიის მიერ ავტორიზაციის წარმატებით გავლა. ყურადღება გაამახვილა ახალი ს/წლის კალენდარულ გეგმებზე, მეცადინეობის ჩატარების გრაფიკზე. სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენჯერმა მ.ბაკურიძემ ვრცლად ისაუბრა ავტორიზაციისათვის მზადების, სასწავლებლის წარმატებული შედეგის მიღწევის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული განვითარების ხარისხის უზრუნელყოფის სამსახურის ახალ გამოწვევებზე 2019-2020 ს/წლისათვის. სიტყვებით გამოვიდნენ ი.ვარდიძე (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი), პროფესიული მასწვლებლები - ნ.ქათამაძე, გ.აბაშიძე, ზ.ჯაფარიძე...
დ.უგულავა იუბილარია
საქმის წარმოების და ადამიანური რესურსების მენეჯერი დარეჯან უგულავა ორ ათეულ წელზე მეტია მუშაობს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. წარმატებით უძღვება თავის საქმეს. არის კარგი, საიმედო მუშაკი. 22 წლიანი ნაყოფიერი მუშაობისათვის დარეჯან უგულავას მიენიჭა საპატიო აკადემიელის წოდება. 12 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ გადასცა ქალბატონ დარეჯანს საპატიო აკადემიელის დიპლომი და ფასიანი საჩუქარი. ისაუბრა მის ღვაწლზე აკადემიის წარმატებაში. დ.უგულავას მიულოცეს საპატიო აკადემიელის წოდება და უსურვეს წარმატებები მეგობრებმა, კოლეგებმა შორენა უზუნაძემ, მზია ბაკურიძემ, ინგა შალამბერიძემ, ნარგიზ ბუცხრიკიძემ, ინგა ვარდიძემ, ეთერი გოგიტიძემ, ნინო უზუნაძემ, ნანა მატუამ, ლიანა ქამადაძემ, ხათუნა ადეიშვილმა... იუბილარმა მადლობა გადაიხადა მისი ღვაწლის დაფასებისათვის. გაიჭრა საიუბილეო ტორტი.