• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2020
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

7.05.2015

ღია კარის დღე

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში

(11 მაისი, 14 საათი)

23 წლის განმავლობაში ფარხმალი არასოდეს დაუყრია. მიუხედავად იმისა რომ 2007 წელს სრულიად უკანონოდ ორსართულიანი შენობა დაუნგრიეს, არ გატყდა, არასათანადო გარემოში სიცოცხლის გაგრძელების არნახული ენერგია გამოამჟღავნა, რაც 2014 წელს სასწავლებლისათვის „ავტორიზაციით“ და „სამედიცინო აკადემიის“ სახელის მინიჭებით დასრულდა.

ამჟამად ბათუმის სამედიცინო აკადემიის ცხოვრებაში განახლების, ახალი პროგრამების ათვისების, გაფართოების, სწავლების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის, სტუდენტური თვითმმართველობის განმტკიცების და საერთოდ, ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის ცხოვრებაში მისი აქტიური ჩართულობის პერიოდია....

ეს პერიოდი ხასიათდება დინამიურობით, სრულყოფილებისაკენ სწრაფვით, იდეების მრავალფეროვნებით; გვსურს ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების ნორმად ვაქციოთ თითოეული მოქალაქისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ცოდნა, საოჯახო მომსახურების ცენტრის სრული ამოქმედებით „შინმოვლის“ თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება, სადაც შემთხვევით არჩევანს ჩაანაცვლებს საიმედო გადაწყვეტილებები...

და მაინც, ჩვენი უმთავრესი საზრუნავია ის, ვინც ჩვენს საერთო მომავალს ქმნის, ჩვენს და თქვენს საერთო პერსპექტივას. ჩვენი სტუდენტი,  ჩვენი თვალით დანახულს, გულით შეგრძნობილს და გონებით გაანალიზებულს ითვისებს. სამაგიეროდ,  ჩვენ მათგან ვიძენთ სიცოცხლის ახალ სტიმულს, ვსწავლობთ ხალას ურთიერთობებს, გულწრფელობას, თავისუფლებას...

როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი?

 -  დადგა დრო, როცა ჩვენგან დასაქმებისთანავე ითხოვენ მაღალ პროფესიონალიზმს.

-  დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ვირჩევდეთ პროფესიას, რომელიც დაგვასაქმებს.

-  უნდა ავირჩიოთ პროფესია, რომელიც ჩვენგან მოითხოვს გულმოდგინებას და არ ტანჯვას.

-  უნდა ავირჩიოთ პროფესია, რომელშიც ვხედავთ ჩვენს უახლოეს პერსპექტივას და არ უნდა მივეცეთ ილუზიებს.

როცა საკითხს ასე ვსვამთ, კარგად ვხედავთ როგორც დღევანდელ რეალობას, ისე მომავლის პერსპექტივას. ჩვენი არჩევანი არ არის მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის „უმაღლესის დიპლომის“ ჯიბეში ჩადება და მერე იქ დაობება. ჩვენი არჩევანია პროფესიები, რომლებიც ჩვენს კურსდამთავრებულებს დასაქმების და საკუთარი თავის რეალიზაციის  მეტ შანსს მისცემს.

გამოიყენეთ ეს შანსი! მოდით ჩვენთან! ისწავლეთ, შეიძინეთ მეგობრები, გაიარეთ პრაქტიკა, დასაქმდით და იცხოვრეთ ბედნიერად!

                                                            პატივისცემით:  ევგენი თავდგირიძე

                                                                                          ბათუმის სამედიცინო აკადემიის

                                                                                          დირექტორის მოადგილე

1.05.2015

30.04.2015

30 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის აკადემიის ერთობლივი ტრენინგ–სემინარი თემაზე: „ადამიანი და კანონი“. ტრენინგ–სემინარს უძღვებოდა პოლიციის აკადემიის მე–4 კურსის სტუდენტი ნიკოლოზ აბუაშვილი. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, დაისვა მრავალი შეკითხვა და გაიმართა მწვავე დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ აკადემიის პედაგოგები, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი. ღონისძიების დასასრულს გაჟღერდა რომ აკადემიის დირექტორის, პროფესორ რევაზ უზუნაძის გადაწყვეტილებით ნიკა აბუაშვილს მიენიჭა „აკადემიის მეგობრის“ სტატუსი, ღონისძიების ეფექტური წარმართვის, აუდიტორიასთან საქმიანი, კეთილგანწყობილი და გულითადი ურთიერთობის დამყარებისათვის.

                                                                                                                                                                                                

27.04.2015

აჭარის  პროფესიულ სასწავლებელთა  წარმომადგენლობის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 

2015 წლის სტუდენტურ დღეებთანდაკავშირებით აჭარის პროფესიულ სასწავლებელთა  წარმომადგენლობა ატარებს სხვადასხვა ნომინაციაში სტუდენტთა შემოქმედებით-სპორტულ კონკურსს.

გთხოვთ წარმომადგენლობის წევრ სასწავლებლებს - 4 მაისამდე ელ ფოსტით  დაგვიდასტუროთ სტუდენტურ კონკურსში თქვენი მონაწილეობის შესახებ. 11 მაისამდე სასწავლებლებმა უნდა წარმოადგინოთ შემოქმედებით-სპორტულ ნომინაციებში მონაწილე სტუდენტთა დამოწმებული სიები.

ვაქვეყნებთ სპორტულ-შემოქმედებით კონკურსის გეგმა-გრაფიკს

ცნობისათვის: საქართველოს კერძო  კოლეჯების ასოციაციის  აჭარის პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლობა დაფუძნდა 2014 წლის 2 დეკემბერს. წარმომადგენლობაში გაერთიანებული არიან  ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია, ბათუმის სამედიცინო აკადემია, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბათუმის  უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ”ანრი”, პროფესიული სასწავლებლები - ”ბლექსი”, ”ახალი ტალღა”, ”ეკვადორი”.

ჩვენი მისამრთია- ქ.ბათუმი პუშკინის ქ. №118, IV სართული (ბათუმის სამედიცინო აკადემია). ტელ. 27-89-01. ელ ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

პატივისცემით

რევაზ უზუნაძე

სამედიცინო აკადემიის დირექტორი

წარმომადგენლობის კოორდინატორი

1.04.2015

პირის ღრუს ჰიგიენის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 1 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიის კბილის ტექნიკოსის პროგრამული კურსის სტუდენტების, მასწავლებელთა ინიციატივით გაიმართა დისკუსია. მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა- ირაკლი ბოლქვაძემ, თემურ ტარიელაძემ, ვარდან ნერსესიანმა, არჩილ როდინაძემ. დისკუსიაში მომნაწილეობდნენ პროფესიული მასწავლებლები- შ. უზუნაძე, ნ. ნიგარიძე, თ. კვიტატიანი, ი. შალამბერიძე. დისკუსია უძღვებოდა პროგრამის ხელმძღვანელი შ. უზუნაძე.

             

 

2.04.2015

დისკუსია თემაზე: აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.

მომხსენებელი: სალომე ბალაძე

ბათუმის სამედიცინო აკადემიის ჯანდაცვის სკოლამ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების 

მსოფლიო დღესთან დაკავშირები ჩაატარა დისკუსია თემაზე:,,ერთად ერთმანეთის უკეთესი მომავლისათვის".

ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის სტუდენტმა  სალომე ბალაძემ წარმოადგინა თემა:,„„ჩვენ  ერთად  ყველაფერს შევძლებთ!“

,დისკუსიაში მონაწილება მიიღოა კადემიის დირექტორმა -პროფესორმა ბატ. რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილემ ბატ. ევგენი თავდგირიძემ და პროფ. მასწავლებლებმა:  ზაირა ჯაფარიძემ, ნატალია ჭიჭილეიშვილმა.ინგა ვარდიძემ,სოფიო ბრუნჯაძემ და მზია ბაკურიძემ. მათ ისაუბრეს აუტიზმის სიმპტომებზე,   სირთულეებზე სხვა  ადამიანებთან კომუნიკაციაში აუტიზმის გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკაზე და აუტიზმის მკურნალობაზე.

    

31.03.2015

ბათუმის სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის 1 კირსზე ჩატარდა ღია ლექცია წამლის ფორმათა ტექნოლოგიაში თემაზე "ფხვნილების დახასიათება, კლასიფიკაცია და მომზადების ტექნოლოგია". პედაგოგი მზია ბაკურძემ.

     

 

24.03.2015

24 მარტი- ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოეწყო დისკუსია თემაზე: "ტუბერკულოზი განკურნებადია"! ტუბერკულოზის გამომწვევ მიზეზებზე , სიმპტომებზე და მკურნალობაზე ისაუბრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის წამყვანმა სპეციალისტმა - ექიმ-ფთიაზიატრმა ბატონმა გივი გოგუაძემ, აკადემიის პროფესიულმა მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებას უძღვებოდა აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერი მზია ბაკურიძე.

            

21.03.2015

21 მარტი-2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდიათ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით იმართება მრავალი ღონისძიებები. ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია თემაზე: დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე!  მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის პროფესორ მასწავლებლებმა : მზია ბაკურიძემ, ნონა ქათამაძემ, ინგა შალამბერიძემ, ინგა ვარდიძემ და შორენა უზუნაძემ. აკადემიის პროფ. მასწავლებლებმა ექიმ-ალერგოლოგმა ქ-მა ნონა ქათამაძემ და ბილოგმა ინგა შალამბერიძემ ისაუბრეს რომ

  • დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
  • დაუნის სინდრომის დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
  • დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
  • დაუნი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამაკნინებელ სიტყვად-დაუნი არის მეცნიერი რომელმაც პირველად აღწერა ეს სინდრომი.

     

 

 

18.03.2015

18 მარტი- ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალი, სტუდენტები უერთდება ჯაანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას "ერთად დავამარცხოთ C -ჰეპატიტი". 

ამ დღის აღსანიშნავად ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოეწყო საქველმოქმედო აქცია - "STOP " c  ჰეპატიტის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე, დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე ისაუბრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულმა მასწავლებლებმა- მზია ბაკურიძემ და ინგა ვარდიძემ.

  

«StartPrev17181920212223242526NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top