• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2020
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

14,03,2016

13 მარტს, სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ გამართა შეხვედრა წევრ კოლეჯებთან. მოეწყო ბრენდირებაში გამარჯვებული სასწავლებლების დაჯილდოება სერთიფიკატებით.  ბრენდირებით გათვალისწინებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე ბათუმის სამედიცინო აკადემიამ მიიღო უმაღლესი შეფასება და მიენიჭა ხუთი ვარსკვლავი. შეხვედრაზე,  საზეიმო ვითარებაში,  ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო გომელაურმა აკადემიის დირექტორს  რევაზ უზუნაძეს  გადასცა სასწავლებლისათვის ბრენდირების ხუთი ვარსკვლავის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატი.  ეს ბათუმის სამედიცინო აკადემიის ახალი დიდი წარმატებაა.  

                          

 

19.02.2016

2016 წლის 18 თებერვალი. ბათუმის სამედიცინო აკადემიის კიდევ ერთი ლამაზი დღე. გაიმართა შეხვედრა- ,,სტუმრის დღე“ . .ამჯერად ჩვენი სტუმარი იყო დამოუკიდებელი ლიტერატორი გოდერძი სუქნიძე, რომელმაც მოაწყო კლასიკური პოეზიის საღამო.წაკითხული იქნა გალაქტიონ ტაბიძის, გოდერძი ჩოხელის,ვაჟა ფშაველას,ნიკოლოზ ბარათაშვილის ,ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან ლექსები. სტუმარმა თავიანთ შემოქმედებაში ახალგაზრდებს წინსვლა, წარმატება უსურვა და მადლობა გადაუხადა გულთბილი შეხვედრისათვის სამედიცინო აკადემიის დირექტორს ბატ-ნ რევაზ უზუნაძეს.შეხვედრას ესწრებოდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-ინგა შალამბერიძე; სტრატეგიული განვითარებისა და ხარიხსხის უზრუნველყოფის მენეჯერი -მზია ბაკურიძე; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი -ინგა ვარდიძე და პრაქტიკოსი ექთნისა და ფარმაცევტის თანაშემწის სტუდენტები.შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა.   

24.12.2015

მადლობის სიგელი

ბათუმის სამედიცინო აკადემიას

            23 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ღონისძიებას მასპინძლობდნენ საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების სამინისტრო და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.  მოეწყო -  პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 2015 წლის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია.

ზოგიერთ  საგანამანათლებლო დაწესებულებასთან ერთად  ბათუმის სამედიცინო აკადემია დაჯილდოვდა  სიგელით „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების  დანერგვის პროცესში ჩართულობისა და პროფესიულ კვალიფიკაციათა  განვითარების ხელშეწყობის პროგრამასთან აქტიური თანამშრომლობის გზით პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერისათვის“. საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა  სამედიცინო აკადემიის სიგელი გადასცა სასწავლებლის დირექტორს რევაზ უზუნაძეს. ეს  ბათუმის სამედიცინო აკადემიის წარმატების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

 

   

23.12.2015

სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან

ტრადიციულად ბათუმის სამედიცინო აკადემიის  პერსონალმა და სტუდენტებმა ჩაატარეს  მორიგი საქველმოქმედო აქცია. მრავალნაირი საჩუქრებით-სათამაშოებით, ტკბილეულობით ხელდამშვენებულები 22 დეკემბერს ეწვიენ ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჯგუფის ბავშვებს (ხელმძღვანელი ხათუნა ვარდიძე). წინა საახალწლო სტუმრობამ დიდად გაახარა ბავშვები. გაიმართა საახალწლო ზეიმი. ერთმანეთს ცვლიდა ბავშვების სიმღერები, ლექსები, ცეკვა. მათთან ერთად აქტიურობდნენ სტუდენტები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  აკადემიის პედაგოგები - ინგა ვარდიძე, მზია ბაკურიძე, მარინე კვირიკაძე,  სოფიო  ბრუნჯაძე, ეთერი გოგიტიძე. სტუდენტები -  ანა ღურწკაია, ქეთი ჯორბენაძე, ნათია ქამაშიძე, ნათია ზოიძე, თეო ჯაბნიძე, დიანა დიასამიძე, ლელა მახარაძე, მელანო ქათამაძე, თეა კალატოზი, ინეზა კონცელიძე, მაია ჯამბერიძე,  ნანა დიდიძე, ელზა უზუნაძე, მაგდა ახალაძე, სოფიო არძენაძე, ლიკა კოსტავა, დარეჯან კომახიძე, რუსუდან ჯაფარიძე.  „ჩვენი სტუმრობით გამოწვეული ბავშვების დიდი სიხარული, სითბო და სიყვარული მთელი სიცოცხლე გაგვყვება თითოეულ ჩვენთაგანს“, - ამბობს აკდემიის სტუდენტთა  გაერთიანების ხელმძღვანელი, პროფესიული  მასწავლებელი სოფიო ბრუნჯაძე.

სტუმრები დალოცა გიმნაზიის დირექტორმა  დეკანოზმა  - იაკობმა (ბენიძე)  

13.12.2015

10-12  დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  ვიზიტით იმყოფებოდნენ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან  მოვლინებული გარე მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტები ირმა გრძელიძე, გოჩა გოგიტიძე, ისინი გაეცნენ განვლილი ხუთი კვირის მანძილზე აკადემიაში მოდულური პროგრამების დანერგვის მიმდინარეობას,  შიდა მხარდამჭერი ჯგუფის მიერ გაწეულ მუშაობას. დაესწრნენ მოდულების განმახორციელებელ პედაგოგთა  - ინგა ვარდიძის,  გულნარა აბაშიძე-გაბაიძის, მარინე კვირიკაძის, მზია ბაკურიძის, ირმა ნოზაძის, მეცადინეობებს. რომლებიც მოიცავდნენ თეორიულ, პრაქტიკულ მეცადინეობებს, განმსაზღვრელ შეფასებებს. გაესაუბრნენ სტუდენტბს. დაათვალიერეს  აკადემიის სასწავლო ბაზა. გაეცნენ სტუდენტთა და მოდულების განმახორციელებელ პედაგოგთა კითხვარების პასუხებს და მათ ანალიზს. 12 დეკემბერს გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა  გარე მხარდამჭერი  ჯგუფის სპეციალისტებსა და აკადემიის  პერსონალს შორის. ექსპერტებმა გოჩა გოგიტიძემ, ირმა გრძელიძემ აღნიშნეს, რომ არის შესაბამისი პირობები და სასწავლებლის პერსონალის მზაობა მოდულური პროგრამების წარმატებით დასანერგად. ასევე ითქვა, მოდულების სხვადასხვა კომპონენტის სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭიროა მუშაობა მასწავლებელთა კომპეტენციის  ასამაღლებლად. აკადემიის დირექტორმა  რევაზ უზუნაძემ დადებითად შეაფასა გარე მხადამჭერი ჯგუფის  ვიზიტი. ასევე ითქვა, რომ მოდულური პროგრამის ცალკეული კომპონენტები საჭიროებენ სრულყოფას რაც  აღნიშნულია ადმინისტრაციის კომენტარებში. მოდულური პროგრამების  დანერგვის პროცესთან დაკავშირებით  ისაუბრეს  ი.შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), მ.ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), პედაგოგებმა ი.ვარდიძემ, დ.სვანიძემ, ი.ნოზაძე, ვ.ტაკიძემ, გ.აბაშიძე-გაბაიძემ, ნ.სტამბოლიშვილმა.

       

01.12.2015

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პერსონალისათვის გაიმართა შიდა მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრა-ტრენინგი.
აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მიმოიხილა შიდა და გარე მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები. სასწავლებელში მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესი.
შიდა მონიტორინგის მიმდინარეობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამსწრეთ ესაუბრა მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, შიდა მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორი). მან განიხილა შიდა შემოწმების ცხრილი შეფასების ინსტრუმენტის წინასწარი კონტროლის შესახებ, კითხვარი მასწავლებელთათვის.
გარე მონიტორინგის მოთხოვნების შესახებ თავის გამოსვაში გაამახვილა ყურადრება ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი, პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი). ასევე ისაუბრა შეფასების შემმოწმებლის ჩანაწერებზე შერჩევით შემოწმებისა და უკუკავშირის შესახებ.
სემინარი წარიმართა პროფესიულ მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით.

     

5.12.2015

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა კიდევ ერთი საინტერესო ღინისძიება. კბილის ტექნიკოსის პროგრამის ხელმძღვანელ შორენა უზუნაძის ორგანიზატორობით, კბილის ტექნიკოსის დამამთავრებელი კურსის სტდენტებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული გაზეთის „ჯამრთელი ღიმილი“ ახალი ნომერი. გაზეთი დამსწრეთ გააცნო რედაქტორმა თემურ ტარიელაძემ. იგი კარგადაა გაფორმებული. მასში გამოქვეყნებულია საინტერესო მასალები. გაზეთის ახალი ნომრის გამოსვლა სტუდენტებს მიულოცა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. კარგი სწავლისა და სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: თემურ ტარიელაძე, რობერტ თევზაძე, კობა სურმანიძე, თემურ კამკამიძე, ვარდან ნერსესიანი, ირაკლი მარგიშვილი, არჩილ როდინაძე, ემზარ შაინიძე. სტუდენტებს შემდგომი წარმატებები უსურვეს აკადემიის წარმომადგენლებმა ინგა ვარდიძემ, სოფიო ბრუნჯაძემ, მზია ბაკურიძემ, ინგა შალამბერიძემ.

     

 

4.12.2015

მოდულური პროგრამის განმახორციელებელი ფარმაცევტის თანაშემწის სტუდენტები სასწავლო ექსკურსიაზე-გაცნობითი პრაქტიკა-პრაქტიკის ობიექტი შპს "გვირილა-2"

 

 

  

18.11.2015

მოდულური პროგრამების დანერგვის

მონიტორინგისა და  ხელშეწყობის

სპეციალისტები აკადემიაში

მოდულური პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლების ხარისხის  განვითარების  ეროვნული ცენტრის  პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში, დანერგვის კომპონენტებთან დაკავშირებით მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევის მიზნით აკადემიაში ცენტრის მიერ მივლინებული იქნენ მოდულური პროგრამების დანერგვის მონიტორინგისა და ხელშეწყობის სპეციალისტები მაია თოიძე, ეკა ფოჩხუა. შეხვდნენ სასწავლებლის ადმინისტრაციულ პერსონალს. იყო კონსულტაციები, აზრთა გაცვლა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე მონიტორინგის პროცედურებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით.

                              

11.09.2015

ბათუმის სამედიცინო აკადემიის კიდევ ერთი წარმატება 

 

«StartPrev16171819202122232425NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top