ბათუმის სამედიცინო აკადემია
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დამკვიდრებულია საინტერესო ტრადიცია, - კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ დიპლომები. 2016 წლის გამოშვების კბილის ტექნიკოსის პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ გადასცა დიპლომები და უსურვა წარმატებები.
კურსდამთავრებულებს დიპლომის გადაცემა მიულოცეს: აკადემიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა შალამბერიძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა შორენა უზუნაძემ. კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, რომ აკადემიაში მიიღეს კვალიფიციური ცოდნა-გამოცდილებები. შედეგად მნიშვნელოვანი ნაწილი დასქმდა პროფესიის შესაბამისად.
აკადემიის მონაწილეობა პროფესიული განათლების ფესტივალში
2016 წლის 9 ივნის ქუთაისში გაიმართა პროფესიული განათლების ფესტივალი, რომელიც ჩატარდა საქართველოს კერძო კოეჯების ასოციაციის ორგანიზებით. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ბათუმის სამედიცინო აკადემიამ. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. სამედიცინო აკადემიიდან კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები: მზია ბაკურიძე (ხარისხის მართვის მენეჯერი), ი.შალამბერიძე (სასწავლო პროცესისი მართვის მენეჯერი), „ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება პროფესიულ განათლებაში - ჯგუფური მუშაობა“;
ელიზავეტა კალანდაძე, (პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტი), „ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“, (ხელმძღვანელი -ქეთევან ნოზაძე, აჭარის ა. რ. მედცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი, პროფესიული მასწავლებელი); ელზა უზუნაძე, (ფარმაცევტის თანაშემწის მე-5 დონის სტუდენტი), „ვაზის კულტურა და მისი გამოყენება მედიცინაში “, (ხელმძღვანელი - მზია ბაკურიძე, პროფესიული მასწავლებელი). კონფერენციის მონაწილეთა შეფასებით წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით, აქტუალობით. მომხსენებლები დაჯილდოვდნენ ფესტივალის სერთიფიკატებით. ასევე, მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომების კრებულში.
სამედიცინო აკადემიის საგამოფენო კუთხე დამშვენებული იყო ბანერით (რომლის სლოგანია „ისწავლე და დასაქმდი“), საინფორმაციო ბუკლეტებით.
დასასრულს, აკადემიიდან კონფერენციაში მონაწილეებმა მოინახულეს მოწამეთა, გელათი. ამაღლების დღეს უფალს შეავედრეს შემდგომი წარმატებები.
„საქართველოს კარიტასი“-ს ტრენინგკურსები აკადემიაში
16-20 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდნენ „საქართველოს კარიტასი“-ს სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქაძე დ ცენტრის ტრენერი ნინო ფერაძე. მათ, შინმოვლის პროგრამით აკდემიის სტუდენტებს ჩაუტარეს ტრენინგკურსები. სწავლის პროცესში გამოყენებული იყო ფუნქციონალური მანიკენები, მოვლის დამხმარე საშუალებები და სხვა თვალსაჩინოებანი. მეცადინეობა მიმდინარეობდა სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ისინი გაეცნენ ხანდაზმული, უნარშეზღუდული, ოპერაციის შემდგომი პაციენტების მოვლის მეთოდებს ბინის პირობებში.
გამოცდის შედეგების საფუძველზე კურსანტებს გადაეცათ სასწავლო კურსის დამთავრების სერთიფიკატები.
სტუდენტთა XXI სამეცნიერო კონფერენცია აკადემიაში
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სტუდენტთა XXI სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. რომელიც ორი დღე მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იქნა თხუთმეტამდე თემა. ისინი გამოქვეყნდა კონფერენციისადმი მიძღვნილ პროგრამაში. სტუდენტური ნაშრომები გამოირჩეოდა აქტუალობით, ორიგინალურობით. კომპეტენტურმა ჟიურიმ (თავმჯდომარე ი.შალამბერიძე) შეაფასა სტუდენტთა გამოსვლები და გამოავლინა პრიზიორ მომხსენებლები. პირველი პრემია მიენიჭათ - პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტ ელიზავეტა კალანდაძეს (ხელმძღვანელი ქეთევან ნოზაძე) და ფარმაცევტის თანაშემწის IV დონის სტუდენტ ელზა უზუნაძეს (ხელმძღვანელი მზია ბაკურიძე); მეორე პრემია - პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტ ცირა ცეცხლაძეს (ხელმძღვანელი გულნარა აბაშიძე-გაბაიძე); და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის III საფეხურის სტუდენტ მარიამ გუმბარიეს (ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე); მესამე პრემია - ფარმაცევტის თანაშემწის IV დონის სტუდენტ მაგდა ახალაძეს და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის III საფეხურის სტუდენტ ნინო ნიორაძეს (ხელმძთღვანელი სოფიო ბრუნჯაძე). აქტიური მონაწილეობისათვის წამახალისებელი პრემიები მიენიჭათ სტუდენტებს: გოჩა დევაძეს, რუსუდან ჯაფარიძეს, ხათუნა სურმანიძეს, ნათია გაბაიძეს, თამილა ცეცხლაძეს, ინდირა დავითაძეს, ილონა ჯიჯავაძეს, თამუნა დიასამიძეს, დიანა სოლომონიძეს, ლიკა კოსტავას, ანა ღურწკაიას.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ - მედცენტრის დირექტორის მოადგილე სონიკო ძნელაძე, „საქართველოს კარიტასი“-ს სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქაძე, ცენტრის ტრენერი ნინო ფერაძე.
აკადემის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ პრიზიორ სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს გადასცა საპატიო და ქების სიგელები, ფასიანი საჩუქრები.
საზეიმო ვითარებაში აკადემიის მეგობრის წოდება მიენიჭა და შესაბამისი დიპლომი გადაეცა „საქართველოს კარიტასი“-ს სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიქაძეს.
საერთაშორისო და XXI კონფერენციებთან დაკავშირებით აქტიური ჩართულობისათვის გამოეცხადათ დირექტორის მადლობა და გადაეცათ მადლობის ბარათები აკადემიის ადმინისტრაციულ პერსონალს - ინგა შალამბერიძეს, მზია ბაკურიძეს, ნარგიზ ბუცხრიკიძეს, სოფიო ბრუნჯაძეს, დარეჯან უგულავას, ლიანა ქამადაძეს.
აკადემია ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე 14-16 აპრილს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა “expoMedBatumi 2016”. რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო კომპანიები, კორპორაციები, სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო მიმართულების რამდენიმე სასწავლებელი, მათ შორის ბათუმის სამედიცინო აკადემია. მოწონება დაიმსახურა აკადემიის პავილიონმა. აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა გამოფენის პროგრამით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში. მოხსენებებმა დაიმსახურა მოწონება. წარმოდგენილი საინტერესო მოხსენებებისათვის სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ აკადემიის სტუდენტები. სალომე ბალაძე, ელიზავეტა კალანდაძე, მარიამ გუმბარიძე, ელზა უზუნაძე, ცირა ცეცხლაძე, ნინო ნიორაძე, მაგდა ახალაძე და ლიკა კოსტავა. სამედიცინო აკადემია გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა სერთიფიკატით. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ სამედიცინო აკადემიის სერთიფიკატი გადასცა სასწავლებლის დირექტორს რევაზ უზუნაძეს. გამოფენაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებებისათვის გამოფენის გენერალურმა დირექტორმა ოსმან მჟავანაძემ სერთიფიკატები გადასცა სამედიცინო აკადემიის სტუდენტებს. აკადემიის დირექტორმა რ.უზუნაძემ თავისი წიგნი „ბათუმი“ საჩუქრად გადასცა ღონისძიების ორგანიზატორებს ოსმან მჟავანაძეს, ხატია იაშვილს, თიკო დუმბაძეს.
ქართული ენის დღსადმი მიღვნილი საღამო აკადემიაში
15 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა ქართული ენისა და სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი საღამო. მასში მონაწილეობას იღებდნენ სამედიცინო აკადემიისა და ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის სტუდენტები, ადმინისტრაციისა და პედაგოგიური პერსონალი. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ქართული ენის დღე მიულოცა სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. ღონისძიება უძღვებოდა სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზურნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. სამედიცინო აკადემიის მონაწილეებმა წარმოადგინეს ინსცენირება „ო ენავ ჩემო, დედაო ენავ“, ანა ონიანის მოთხრობის ეკრანიზაცია „აკვანი“, სტუდენტმა გოჩა დევაძემ წაიკითხა საკუთარი ლექსები. საზოგადოებრივი აკადემიის სტუდენტებმა წარმოადგინეს კომპოზიცია „უსიყვარულოდ მზე არ სუფეს ცის კამარაზე“, ღონისძიება მოამზადა სამედიცინო აკადემიის სტუდენტურმა გაერთიანებამ (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე). რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მონაწილეთ მიესალმენ ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის დირექტორი ჟუჟუნა ზოიძე, დირექტორის მოადგილე ჟუჟუნა პაიჭაძე. სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე, პედაგოგი მარინე კვირიკაძე. მონაწილეებმა გადაიღეს სამასხსოვრო ფოტოები.
აკადემია სტუდენტთა საერთაშორისო კონფრენციაზე
ბათუმის პირველი საერთაშორისო სამედიცინო გამოფენის პროგრამით 14-15 აპრილს გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობის იღებდნენ ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები. გამოვიდნენ საინტრესო მოხსენებებით. კონფერენციაზე მოწონება დაიმსახურა სტუდენტების სალომე ბალაძის (ხელმძღვანელი მზია ბაკურიძე), ცირა ცეცხლაძის (ხელმძღვანელი გულნარა აბაშიძე-გაბაიძე), ელზა კალანდაძის (ხელმძღვანელი ქეთევან ნოზაძე), მარიამ გუმბარიძე (ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე), ელზა უზუნაძის (ხელმძღვანელი მზია ბაკურიძე), ნინო ნიორაძის (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე), მაგდა ახლაძის (ხელმძღვანელი მზია ბაკურიძე), ლიკა კოსტავას (ხელმძღვანელი მზია ბაკურიძე), მოხსენებებმა მათ გადაეცათ სერთიფიკატები, - საერთაშორისო სამედიცინო გამოფენზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებებისათვის
აკადემიის პავილიონი ბათუმის საერთაშორისო
სამედიცინო გამოფენაზე
14-16 აპრილს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა. სადაც წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ორმოცზე მეტი სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები, კორპორაციები, სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო მიმართულების სასწავლებელთა შორის ბათუმის სამედიცინო აკადემია. დამთვალიერებელთა ყურადღება და მოწონება დაიმსახურა აკადემიის პავილიონმა. აქტიური მონაწილეობისათვის აკადემიას გადაეცა ბათუმის პირველი საერთაშორისო სამედიცინო გამოფენის სერთიფიკატი.
საქართველოს კერძო კოლეჯებს შორის 2016 წლის ბრენდირებაში გამარჯვებული ბათუმის სამედიცინო აკადემიის ბრენდირების ლოგო