• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2020
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

20.04.2016

2016 წ. 4-5 დეკემბერს შემაჯამებელი ვიზიტის პროგრამით ბათუმის სამედიცინო აკადემიას ეწვია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე მხარდამჭერისა და კონსულტირების სპეციალისტი  დარეჯან ლოსაბერიძე. ვიზიტის სამუშაოდან გამომდინარე ქ-ნი დარეჯანი დაინტერესდა „პრაქტიკოსი ექთნის“ (V დონე) და „ფარმაცევტის თანაშემწის“ (ΙV დონე) მასწავლებელთა ჩართულობით მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესში. განხორციელდა სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მისი ანალიზი. მოხდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გაანალიზება. დაესწრო მეცადინეობებს  მოდულებზე: „კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა“ (განმახორციელებელი ნინო ცინცაძე), „მომხმარებლისათვის მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შერჩევა“ (განმახორციელებელი სოფიო ბრუნჯაძე), „გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა“ (განმახორციელებელი გულნარა იოსავა). მიღებული წელიწადნახევარი გამოცდილებიდან გამომდინარე განმახორციელებელთა მიერ გამოითქვა სურვილი ცალკეული მოდულის სრულყოფის საჭიროების თაობაზე. ზოგიერთი მეთოდური შენიშვნის მიუხედავად, აღინიშნა განმახორციელებელთა კვალიფიციურობა. გაეცნო  შიდა მხარდამჭერი ჯგუფის მუშაობას.ქ-ნ დარეჯან ლოსაბერიძის სამივე ვიზიტი მიმდინარეობდა ჭეშმარიტად გარე მხარდამჭერისა და კონსულტირების, ურთიერთ პატივისცემის, აზრთა გაზიარება-შეჯერების რეჟიმში.

129 130 131

01.12.2016

სტუდენტური საღამო აკადემიაში

ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა გაერთიანების ინიციატივით 1 დეკემბერს აკადემიაში გაიმართა საღამო. დარბაზი ლამაზად იყო მორთული. სტუდენტებს თეთრ ქათქათა ხალათებზე ეკეთათ შიდსის საერთაშორისო დღის  ემბლემები. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა  აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ. საღამო შედგებოდა ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი მიეძღვნა  შიდსის საერთაშორისო დღეს. მრავალფეროვანი  ელექტრონული საილუსტრაციო მასალების ფონზე შიდსის საერთაშორისო დღისა და აღნიშნული დაავადების შესახებ ისაუბრეს აკადემიის  პედაგოგმა მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), სტუდენტმა  ელზა უზუნაძე (ფარმაცევტის თანაშემწის სპეციალობის მეორე ს/წლის სტუდენტი).ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა ვიქტორინა - კონკურსი „სწრაფად და საზრიანად“. სადაც ერთმანეთს საზრიანობაში  ეჯიბრებოდნენ სტუდეტთა  გუნდები „მედეა“,  „ავიცენა“.   მათ პასუხებს აფასებდა ჟიური. ღონისძიებაში  ორიგინალურად იყო ჩართული მხატვრული კითხვა „პოეზიის ხუთი წუთი“. სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები.  განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო  მარიამ ძნელაძის  (პრაქტიკოსი  ექთნის V დონის სტუდენტი) და აკადემიის კურსდამთავრებულ შოთა ლომინაძის  გამოსვლები.  მხიარული განწყობის ფონზე წარმატება მოიპოვა გუნდმა „მედეამ“. პრიზი -  ჟიურის სიმპათია დაიმსახურა მარი ძნელაძემ. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის აკადემიის დირექტორის  ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ  გუნდ „ავიცენას“ წევრებს (მ.ჩავლეიშვილი, მ. ბერიძე, მ. ძნელაძე, ა. თავდგირიძე, მ. ბოლქვაძე,  ი. კოკობინაძე, დ. ფუტკარაძე, მ. გვიანიძე). აკადემიის სიგელებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებული გუნდის წევრები - ს.ბოლქვაძე, მ.გოგიტიძე, ა გოგაბერაშვილი, დ.თუმანიანი, მ.ქავთარაძე, ე. ჭელიძე, მ.თხილაიშვილი, თ. საგინაძე, ქ.ფორჩხიძე. ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობა  მიიღო და სტუდენტებს  შემდგომი წარმატებები უსურვა „მედცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, ხარისხის მართვის მენეჯერმა სონიკო ძნელაძემ. სამედიცინო  აკადემიის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის ქ-ნ.  სონიკოს აკადემიის დირექტორმა საჩუქრად გადასცა  საკუთარი წიგნი „ბათუმი“. საღამოს ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბეჭდური და ონლაინგამოცემის რეპორტიორების ფაკულტეტის სტუდენტები. ღონისძიება მოამზადა სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა გაერთიანებამ (მეცნიერ-ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე, პროფესიული მასწავლებელი). საღამოს უძღვებოდა მზია ბაკურიძე (აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი)

117 118  119

120 121 122

20.11.2016

 2016 წლის 20 ნოემბერს ქობულეთის პროფესიულ სასწავლებელ „ახალ ტალღაში“ გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის  სამუშაო შეხვედრა  მოდულური პროგრამების  განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ბათუმის შოთა რუსთაველის  უნივერსიტეტსა და საზღვაო აკადემიასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა  ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალი. ცენტრის წარმომადგენლებმა კახაბერ ერაძემ, (პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების  ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი), ნანი დალაქიშვილმა (პროგრამის დანერგვის კოორდინატორი), ნინო ელბაქიძემ (მასწავლებელთა  პროფსიული განვითარების პროგრამის მენეჯერი), ქეთი ციხისელმა (მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის უფროსი ოფიცერი) ისაუბრეს  სამუშაოზე დაფუძნებული  სწავლების  პრინციპით სწავლების ორგანიზებაზე, მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  ტრენინგების შესახებ.  აღინიშნა, რომ საჭიროა მასწავლებლებისათვის მოეწყოს  რეგიონში გასვლითი ტრენინგები. მოეწყო დანერგვის მხარდაჭერის კომპონენტების ფარგლებში მომზადებული შემაჯამებელი  ანალიზის განხილვა.გაიმართა აზრთა გაზიარება, კიხთვა-პასუხი მოდულური პროგრამების დანერგვის პროფესიულ კვლიფიკაციათა განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან საკითხების განხილვაში  მონაწილეობა  მიიღეს რევაზ უზუნაძემ (აკადემიის დირექტორი), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), პროფესიულმა მასწავლებლებმა - ქეთევან ნოზაძემ , მარინე კვირიკაძემ.

შეხვედრა ჩაიარა საქმიან ვითარებაში.

114 115 116

11.11.2016

გარე მხარდამჭერი სპეციალისტის
ვიზიტი აკადემიაში

11 ნოემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მორიგი ვიზიტით იმყოფებოდა გარე მხარდამჭერისა და კონსულტირების სპეციალისტი დარეჯან ლოსაბერიძე. გაეცნო პრაქტიკოსი ექთნის (V დონე) და ფარმაცევტის თანაშემწის (ΙV დონე) მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის მიმდინარებას. დაესწრო ლექციურ, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოდულებზე: „საექთნო პროცედურები და მანიპულაციები“ (პრაქტიკული მეცადინეობა. განმახორციელებელი გულო აბაშიძე), „თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა“(ლექცია. განმახორციელებელი შორენა ქათამაძე), „მომხმარებლისათვის მოვლისა და ჰიგიენის საგნების შერჩევა“ (პრაქტიკული მეცადინეობა. განმახორციელებელი მზია ბაკურიძე). შეხვდა აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურისა და შიდა მხარდამჭერი ჯგუფის წევრებს, მოდულების განამხორციელებელ მასწავლებლებს. ქ-ნმა დარეჯანმა კარგი შეფასება მისცა ჩატარებულ მეცადინეობებს: „შთამბეჭდავი იყო პრაქტიკული მეცადინეობის სიმულაციური ხასიათი. ლექციური პროცესი მიმდინარეობდა შემოქმედებითად, აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირში“. აღინიშა მასწავლებელთა მიერ მეცადინეობის პროცესში გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების შესაბამისობა სწავლის მიზანთან. მოხდა აზრთა გაზიარება სწავლების აქტუალურ საკითხებზე, მოდულური პროგრამების სრულყოფის საჭიროებასთან დაკავშირებით.

   105 106 107 

   108 109 110

   111 112 113

13.10.2016

12 ოქტომბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  ვიზიტით იმყოფებოდა მოდულების დანერგვის  გარე  მხარდამჭერისა და კონსულტირების  სპეციალისტი  დარეჯან ლოსაბერიძე. გაეცნო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. დაესწრო მოდულებზე   „ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა“  (განმახორციელებელი ნ. თებიძე), „გაცნობითი პრაქტიკა“ (განმახორციელებელი გ.აბაშიძე), „რეცეპტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვა“ (განმახორციელებელი ი.ვარდიძე), „მომხმარებლისათვის ბავშვთა კვების და ჰიგიენური საგნების  შერჩევა“ (განმახორციელებელი მ.კვირიკაძე),  ლექციური, პრაქტიკული და განმსაზღვრელი  შეფასების  კომპონენტების განხორციელების პროცესს. შეხვდა აკადემიის ხარისხის  მართვის სამსახურისა და შიდა მხარდამჭერი  ჯგუფის წევრებს, მოდულების განმახორციელებელ პერსონალს. კონსულტირებისა  და აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში  შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო  სასწავლო პროცესის დაგეგმვა-განხორციელების, სტუდენტთა შეფასების კომპონენტებს. აღინიშნა, რომ სრულყოფას საჭიროებს  მოდულური პროგრამები,  სახელმძღვანელოები.

99100102

9810197

6.10.2016

             5 ოქტომბერს გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიის  სტუდენტთა გაერთიანების  სხდომა. ელზა უზუნაძემ (სტუდენტთა გაერთიანების ლიდერი, ფარმაცევტის თანაშემწის ΙV საფეხურის სტუდენტი)  დამსწრეთ გააცნო  სტუდენტთა გაერთიანების  2016-2017 ს/წლის სამუშაო გეგმა. საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ გაერთიანების წევრები: დიანა ფუტკარაძე (პრაქტიკოსი ექთნის V საფეხურის სტუდენტი),    მაია ბოლქვაძე (ექთნის თანაშემწის ΙΙΙ საფეხურის სტუდენტი), მარეხი აფხაზავა (ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტის ΙΙΙ საფეხურის  სტუდენტი), დარეჯან კომახიძე (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV საფეხურის სტუდენტი), ანასტასია გოგაბერაშვილი (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV საფეხურის სტუდენტი).

           სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე, სტუდენტთა გაერთიანების                           მეცნიერ-ხელმძღვანელი, აკადემიის პედაგოგი სოფიო ბრუნჯაძე. ითქვა, რომ : აკადემიის შიდა ღონისძიებებთან  ერთად  გასათვალისწინებელია  ბათუმის პროფესიულ სასწავლებელთა სტუდენტების  ჩართულობით  ერთიანი ღონისძიებების  ჩატარება,  თანამშრომლობა საქართველოს კერძო კოლეჯების  ასოციაციის წევრ კოლეჯების სტუდენტურ გაერთიანებებთან.

  91 92 93

19.09.2016

ახალი სასწავლო წლის დაწყება აკადემიაში

19  სექტემბერს საზეიმო განწყობა  იყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. დაიწყო სასწავლო წელი. ისევ ახმიანდა სიჩუმე დასადგურებული სასწავლო აუდიტორიები, დერეფნები.

სააქტო დარბაზში მოეწყო შეხვედრა აკადემიაში  ჩარიცხულ სტუდენტებთან, მშობლებთან, შეკრებილთ მიესალმენ და უსურვეს წარმატებები აკადემიის  დირეტორი, პროფესორი რევაზ უზუნაძე, ხარისხის მართვის მენეჯერი მზია ბაკურიძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე. გაეცა პასუხი დასმულ შეკითხვებს. 

                            

21.09.2016

შეხვედრან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

20 სექტემბერს დიდი ხალხმრავლობა იყო საქართველოს ბიზნეს აკადემიაში. კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კერძო პროფესიულ სასწავლებელთა ხელმძღვანელების და პედაგოგთა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, ხარისხის მართვის მენეჯერი მზია ბაკურიძე, პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესიული მასწავლებელი შორენა უზუნაძე. იყო საუბარი კერძო კოლეჯების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, პროფესიულ განათლებაში შექმნილ ჩიხზე, რაც ხელს უშლის დარგის განვითარებას. მინისტრმა ისაუბრა პროფესიულ განათლებაში არსებულ პრობლემებზე. წარმოადგინა პროფესიული განათლების წინაშე მდგარი უახლესი ამოცანები და განცითარების პერსპექტივები.

123 124 125

126 127

30.06.2016

მობილობის შესახებ

  ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორის 2016 წლის ბრძანებით (N01–30) გამოცხადებულია პროფესიულ სტუდენტთა მობილობა. მობილობა ცხადდება აკადემიის მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

08.08.2016

ბათუმის სამედიცინო აკადემია

2016 წ. 5 აგვისტოს, საქართველოს ბიზნეს აკადემიაში გაიმართა შეხვერდა მოდულარი პროგრამების   განმახორციელებელ პროფესიულ სასწავლებელთა პედაგოგებთან ღონისძიების მუშაობაში ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან მონაწილეობა მიიღეს, - მზია ბაკურიძემ (პროფესიული მასწავლებელი, პროგრამის ხელმძღვანელი), შორენა უზუნაძემ (პროფესიული მასწავლებელი, პროგრამის ხელმძღვანელი), ფონდ საქართველოს MCA Georgia-ს ISWD-ს პროექტის ფარგლებში შეხვედრაზე მოხდა სავალდებულო მოდულების  „მეწარმეობა“ და „გაცნობითი პრაქტიკა“, შეფასების ინსტრუმენტების პაკეტის, გაცნობითი პრაქტიკის განხორციელებისა და შეფასებების მეთოდოლოგიური დოკუმენტების გაცნობა-განხილვა.

                        

 

«StartPrev14151617181920212223NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top