ტრენინგი სკოლის მოსწავლეებს
ბათუმის სამედიცინო აკადემია ატარებს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგს, რომელიც მოიცავს საზოგადოების ფართო სპექტრს. ამჯერად ტრენინგი უტარედებათ სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს. რათა ჩვენი მომავალი თაობა სკოლიდანვე ვაზიაროთ აღნიშნულ კულტურას. 29-30 მარტს ბათუმის № 20 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი სკოლის მიერ შერჩეული იქნა სამედიცინო განათლებით დაინტერესებული კონტიგენტი. ტრენინგს უძღვებოდა ექიმი ნინო ცინცაძე. პირველ რიგში მათ განემარტათ პირველადი გადაუდებელი დახმარების ცოდნის მნიშვნელობა. აკადემიის საექთნო საქმის სტუდენტების ჩართულობით აუხსნეს, უჩვენეს და თავადვე მოსწავლეებს ჩაატარებინეს პირველადი დახმარების მანიპულაციები. კარგი იყო მოსწავლეების ინტერესი და აქტიურობა. ტრენინგის წარმატებით გავლისათვის სერთიფიკატები გადაეცათ: თორნიკე ვერძაძეს, ნათია ბასილაძეს, ანა აბაშიძეს, ლუკა ბაზიაშვილს, ნინო ბერიძეს, ნელი დავითაძეს, რაული დიასამიძეს, ქრისტინა დავითაძეს, გიორგი მარკოძეს, ანა მაღრაძეს, გიგა მიქელაძეს, ლუკა მელაძეს, სალომე ციმნარიძეს, გეა ხალვაშს. მოსწავლეებს კურსის გავლა მიულოცეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, კურსის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ. შთაბეჭდილების შესახებ ისაუბრეს და ჯგუფის სახელით მასპინძლობისათვის აკადემიას მადლობა გადაუხადეს ნათია ბასილაძემ, თორნიკე ვერძაძე
კბილის ტექნიკოსების დასკვნითი გამოცდა
დამამთავრებელი კურსის კბილის ტექნიკოსის (ΙΙΙ საფეხური) საგანმანათლებლო პროგრამის ჯგუფს ჩაუტარდა დასკვნითი გამოცდა. სტუდენტებმა გამოავლინეს კარგი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. წარმოადგინეს მათ მიერ საწარმოო პრაქტიკებზე შესრულებული საპროტეზო მოდელები. წარჩინებულის შეფასება დაიმსახურეს: გოჩა დევაძემ, დიანა სოლომონიძემ, გიორგი გოგოლაძემ, არმენ აგიკიანმა. სტუდენტებს აკადემიის წარმატებით დამთავრება მიულოცეს სასწავლებლის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა შორენა უზუნაძემ. აღინიშნა, რომ სამედიცინო აკადემიის კურსდამთავრებული კბილის ტექნიკოსები წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა პრესტიჟულ სტომატოლოგიურ პოლიკლინკებსა და ლაბორატორიებში.
სტუდენტთა წრის სხდომა
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში რეგულარულად იმართება სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომები. სადაც ხდება მათ მიერ მომზადებული თემების წადგინება-განხილვა, საუკეთესო თემების შერჩევა აკადემიის სტუდენტთა სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე წარსადგენად.
მორიგი წრის სხდომა გაიმართა 17 მარტს. მოსმენილი იქნა სტუდენტთა მოხსენებები:
„გვირილა და მისი გამოყენება მედიცინაში“ – ირინა ვაშაყმაძე (ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის ΙΙΙ დონის სტუდენტი). ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე.
„რევმატიზმები და მისი მკურნალობა“ – ლინდა ომერაძე, სოფიო ბერიძე (პრაქტიკოსი ექთნის სპეციალობის V დონის სტუდენტები). ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე.
„გრეიფუტი და მისი გამოყენება მედიცინაში“- ლამარა დიასამიძე (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV დონის სტუდენტი). ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე.
წარმოდგენილი მოხსენებების ირგვლივ იყო შეკითხვები, გაიმართა დისკუსია. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები. მათი გათვალისწინების საფუძველზე მოხსენებებს მიეცათ რეკომენდაცია მოხდეს წარდგინება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე. მოხსენებების განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტი მარიამ ძნელაძე (პრაქტიკოსი ექთნის V დონის სტუდენტი).
წრის სხდომას ესწრებოდნენ:
მზია ბაკურიძე - ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროფესიული მასწავლებელი;
მარინე კვირიკაძე - პროფესიული მასწავლებელი;
სოფიო ბრუნჯაძე - სტუდენტთა გაერთიანების მეცნიერ ხელმძღვანელი. პროფესიული მასწავლებელი;
ეთერი გოგიტიძე - ბიბლიოთეკის გამგე.
,,მკურნალი" პოპულარული ჟურნალია ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისა და მასწავლებელთა პერსონალისათვის. სასწავლებლის ბიბლიოთეკაში დროდარო იმართება ჟურნალის ცალკეულ ნომერში გამოქვეყნებული სტატიების განხილვა - დამუშავება.სტუდენტები ჟურნალის მასალას აქტიურად იყენებენ რეფერატების მომზადებაში, მათ საჭირო კონსულტირებას უწევენ აკადემიის პროფესიული მასწავლებლები.
ექთნის თანაშემწეები საწარმოო პრაქტიკებზე
ბათუმის სამედიცინო აკადემიის ექთნის თანაშემწის სპეციალობის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკებს გადიან - „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“ პრქტიკები მიმდინარეობს სინტერესოდ, მედპერსონალის დახმარებით სტუდენტების მიერ პროფესიული ჩვევების დაუფლების სრული შესაძლებლობის პირობებში. პრაქტიკებზე გასვლის წინ ცენტრში იმართება საკონსულტაციო შეხვედრები პრაქტიკის ხელმძღვანელ ხვიჩა ბოლქვაძესთან. სტუდენტებისათვის ტარდება ლექცია-საუბრები პირველადი გადაუდებელი დახმარების აქტუალურ საკითხებზე, რომელსაც პრაქტიკის ხელმძღვანელთან ერთად უძღვება ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე. პრაქტიკანტებს დროდადრო საჭირო რჩევა-დარიგებას აძლევს ცენტრის დირექტორი მინდია კახიძეპრაქტიკებზე სტუდენტთა ჩართულობას კურირებს აკადემიის წარმომადგენელი ინგა ვარდიძე.
22.02.2017 წელი. ბათუმის სამედიცინო აკადემია. ფარმაცევტის თანაშემწემე-4 დონე. მოდული - ,,მზაწამალთფორმების კლასიფიკაცია და შენახვის პირობები''-შედეგი2. მოდულის განმახორციელებელი აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზი აბაკურიძე.
აკადემია სკკა-ს მეოთხე ფორუმზე.
2017 წლის 20 თებერვალს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის დარბაზში, გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეოთხე ფორუმი. წარმოდგენილი იყო 47 პროფესიული სასწავლებელი. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ რაევაზ უზუნაძე (აკადემიის დირექტორი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), შორენა უზუნაძე (კბილის ტექიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი).ფოიეს, სხვა დამსწრე კოლეჯებთან ერთად, ამშვენებდა სამედიცინო აკადემიის ბანერი. აკადემიის წარმატებულმა საქმიანობამ, მისმა აქტიურმა ჩართულობამ ასოციაციის ღონისძიებაში ასახვა პოვა გამოქვეყნებულ „ასოციაციის 2015-2016 წლის ანგარიშში“.ასოციაციის პრეზიდენტ ნ.გომელაურის მოხსენებაში იყო საუბარი განვლილ პერიოდში ასოციაციის მიღწევებზე, არსებულ ჩიხებსა და გამოწვევებზე. პროფესიულ განათლებაში არსებულ პრობლემებზე, ასოციაციის მიერ დაყენებულ საკითხებზე ისაუბრეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა...ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის სამედიცინო აკადემიას გადაეცა ასოციაციის სერთიფიკატი. ფორუმზე დასმულ საკითხებიდან გამომდინარე, 21 თებერვალს აკადემიაში გაიმართა საინფორმაციო შეკრება. რ.უზუნაძემ, ი.შალამბერიძემ სასწავლებლის პერსონალს გააცნეს ფორუმზე დასმული პრობლემები, არსებული გამოწვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე ისაუბრეს სასწავლებლის სამომავლო გეგმებზე. აკადემიის პერსონალმა წარმატებები უსურვა ასოციაციის ახალ პრეზიდენტ გიორგი ბერაიას, ვიცე პრეზიდენტებს - მაია ჩიხლაძეს, ია ერაძეს, გამგეობის წევრებს.
2016 წლის 28 დეკემბერს აკადემიის პერსონალი და სტუდენტთა ჯგუფი საახალწლო საჩუქრებით ხელდამშვენებულები ეწვიენ ბათუმის წმ.ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს. დარბაზში შეიკრიბენ სათნოების სახლის მობინადრეები, - ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილი, ამაგდარი ადამიანები. მობინადრეთ ახალი წელი მიულოცეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, პედაგოგებმა ინგა ვარდიძემ, სტუდენტებმა ელზა უზუნაძემ (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV დონე), თინათინ ჭუნაშვილმა (ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის ΙΙΙ საფეხური). საკუთარი ლექსები წაიკითხა მარიამ ძნელაძემ (პრაქტიკოსი ექთნის V დონე). სოფიკო ბოლქვაძემ (ფარმაცევტის თანაშემწის ΙV დონის სტუდენტი) დაუკრა პიანინოზე, იმღერა და აამღერა მოხუცები. იყო ცეკვა, სიხარული, ტაში. მობინადრეთა სურვილი კიდევ ვეწვიოთ სავანეს.რევაზ უზუნაძემ მოხუცთა სახლს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნი „ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“, „ქრისტიანობა ერგეს „ქვეყანაში“.სავანეს დირექტორმა, დეკანოზმა იოანემ (ბარამიძე) დალოცა აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობისათვის.
აკადემია 23 დეკემბრის შეხვედრაზე
23 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიან მარიოტში“ გაიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეხვედრა მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პროფესიულ სასწავლებელთა პედაგოგებთან, სტუდენტებთან. მოხდა პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია. ყურადღება დაეთმო არსებულ გამოწვევებზე რეაგირებასა და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას.
ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროგრამის განმახორციელებელი), სტუდენტები - ნინო კახაბერიძე (პრაქტიკოსი ექთნის სპეციალობის V დონე), ელზა უზუნაძე (ფარმაცევტის თანაშემწის სპეციალობის ΙV დონე).
მოდულური პროგრამების დანერგვაში სამედიცინო აკადემია წამყვან პოზიციაზეა. შესაბამისად, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროგრამის განმახორციელებელი მზია ბაკურიძე, დაჯილდოვდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სიგელით „პროფესიული მოდულური საგანამანათლებლო პროგრამების დანერგვაში შეტანილი განსაკურებული წვლილისათვის.
სტუდენტთა საქველმოქმედი გამოფენა აკადემიაში
2016 წლის 21-23 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა აკადემიის სტუდენტთა ნახატების, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფრნა-გაყიდვა. იგი ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს სტუდენტების, - ლიკა მოსესოვას (პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის V დონე), ნინო შარაძის (მასაჟისტის გადამზადების კურსი), დარეჯან კომახიძის (ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამის ΙV დონე), მარიამ რამიშვილის, მარგალიტა ოვაკიანის, ვარდო სალაძის (ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობა) ნამუშევრებმა. აკადემიის სტუდენტთა გაერთიანებამ დაგეგმა შემოსული, შემოწირული თანხებით შეიძინონ საახალწლო საჩუქრები და წინასაახალწლოდ ხელდამშვენებულები ეწვიონ წმ.ეკატერინეს სახელობის მოხუცთა სახლს. რითაც მიუსაფარ მოხუცებს აჩუქებენ ერთ ლამაზ დღეს.
აკადემიასთან ერთად აქციაში მონაწილეობა მიიღო მედცენტრის პერსონალმა.