• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2020
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

14.06.2017

  პრაქტიკის პროექტის პრეზენტაცია აკადემიაში

2017 წ. 14.06. ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  შედგა „ფარმაცევტის თანაშემწის“ (ΙV დონე) პროფესიულ საგანამანათლებლო  პროგრამის  მოდულში „პრაქტიკის პროექტი“ სტუდენტთა მიერ მომზადებული თემების  პრეზენტაცია. პროექტებში ყურადღება გამახვილდა  საკითხებზე, - მომხმარებელთა კომუნიკაციები და პროდუქტის შერჩევა, სხვადასხვა წამლის ფორმების მომზადება, პროდუქციის მიღება-განთავსება მარაგების შევსება, შესრულებული სამუშაოს ანგარიშება, სანიტარულ-ჰიგიენური  ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. პროექტის დაცვისას სტუდენტებმა გამოავლინეს კარგი  თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი მზია ბაკურიძე. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური პროგრამის მხარდამჭერი ექსპერტი ქეთევან ლომაია, აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე.

81 82 83 84

                    85 86 

19.05.2017

19.05.2017 წ ბათუმის სამედიცინო აკადემია. ,,ფარმაცევტის თანაშემწის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის IV დონე (პირველი სასწავლო წელი). მოდული ,,მყარი და რბილი წამლების ფირმების მოზადება“. შედეგი 3. პრაქტიკული დავალება, - რეცეპტის მიხედვით წამლის ფორმის მომზადება. განმახორციელებელი მზია ბაკურიძე ( აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი).

            74 79 76

                     75                   77                  80    

12.05.2017

    აკადემიის მონაწილეობა ექთანთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში
ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 12 მაისს ბათუმში, სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში“ საქართველოს ექთანთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საზეიმო შეხვედრა. ესწრებოდნენ სამედიცინო დაწესებულებების ექთნები, ბათუმის სამედიცინო აკადემიის საექთნო საქმის სპეციალობის სტუდენტები, პერსონალი. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის სახელით ღონისძიების მანაწილეთ მიესალმა სამედიცინო აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. მან აღნიშნა ექთნების წამყვანი როლი სამედიცინო მომსახურებაში, როგორც რაოდენობრივად ასევე პროფესიული დატვირთულობით. დიდია მათი წვლილი პაციენტის დროულად გამოჯამრთელებაში. აღნიშნა საქართველოს ექთანთა ასოციაციის როლი ექთანთა დიპლომამდელ და დიპლომის შემდგომ სწავლებაში. მიუთითა მათ მჭიდრო, მეგობრულ თანამშრომლობაზე საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასთან. ვინაიდან კოლეჯების დიდი ნაწილი ახორციელებს სამედიცინო პროფესიულ პროგრამებს. დიპლომამდელ სწავლებაში ექთანთა ასოციაციის ჩართულობა ეხმარება კოლეჯებს მოამზადონ მაღალ კვალიფიციური ექთნები. საზეიმო ვითარებაში ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გარსევანიშვილმა და სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. ,,პირველადი გადაუდებელი დახმარების” პროგრამით ტრეინიგის წარმატებით გავლისათვის ქალბატონმა ქეთევან გარსევანიშვილმა აკადემიის სტუდენტებს გადასცა სერტიფიკატები. ღონისძიების მონაწილეთ პროფესიული დღე მიულოცა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. დასასრულს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტ ქეთევან გარსევანიშვილს ავტოგრაფით საჩუქრად გადასცა თავისი წიგნი ,,ბათუმი“.

66 676869

70 7172 73

11.05.2017

                                                ექთანთა ასოციაციის სტუმრობა აკადემიაში
11 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდნენ საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გარსევანიშვილი, ასოციაციის წარმომადგენლები, - ია გელენიძე, ეკა კურტანიძე, თამარ მახარაშვილი, ნინო ლაგვილავა, შორენა ჯავახიშვილი. იყო საუბარი საექთნო საქმის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, პროფესიულ განათლებაში არსებულ ჩიხებზე. ითქვა, რომ იმედს იტოვებენ ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ დაარეგულირებს არსებულ პრობლემებს.გამახვილდა ყურადღება ექთანთა დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე. აღინიშნა, რომ ექთანთა ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან, წევრ სასწავლებლებთან და ჩართულობა დიპლომამდელ სწავლებაში ეხმარება კოლეჯებს მოამზადონ ბევრად კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ექთანთა კადრები. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ და ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გარსევანიშვილმა გამოხატეს სურვილი და მზაობა ექთანთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. – 12 მაისს გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალაბბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი). ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა აკადემიის სტუდენტებისათვის ჩაატარეს ტრეინინგი ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ალგორითმი“. აკადემიაში ექთანთა ასოციაციის წარმომადგენელთა სტუმრობა ჩაირარა გულთბილ ვითარებაში.

           60 6162-

               63 64 65

08.05.2017

                                            აკადემიისსტუდენტთა XIIკონფერენცია

სტუდენტური დღეების ფარგლებში 3 – 5 მაისს მიმდინარეობდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტთა სამეცნიერო -  პრაქტიკული კონფერენცია. იგი მიეძღვნა სამედიცინო აკადემიისს დაფუძნების 25 წელს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა 20- ზე მეტი ნაშრომი. რომლებიც გამოირჩევიან აქტუალობით, პრაქტიკული ხასიათით და თემატური მრავალფეროვნებით. თემები გამოქვეყნდა კონფერენციის პროგრამაში. ჟიურის თავჯდომარის (ი. შალაბრერიძე) მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საპრიზო ადგილები მოიპოვეს სტუდენტებმა ლამარა დიასამიძემ, ნინო კახაბერიძემ, ილონა მჟავანაძემ, მარიამ ძნელაძემ, ჟუჟუნა ფენჩიძემ, მარიამ ჩავლეიშვილმა. ისინი და თემის ხელმძღვანელი პედაგოგები დაჯილდოვდნენ პრიზებით, გადაეცათ საჩუქრები. წარმოდგენილი საყურადღებო ნაშრომებისა და კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის პრიზებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: ელიზავეტა კალანდაძე, ელზა უზუნაძე, მარიამ თხილაიშვილი, გულნარა გოგაბერაშვილი, მირანდა გოგიტიძე, ქრისტინე დიდოსიანი, თეა წერეთელი, თინათინ ჭუნაშვილი, ილონა კირტოკა, ქრისტინა ბერიძე, ნინო ცინცაძე, მაგდა ფირცხალაიშვილი, მარიამ ჭელიძე, ლინდა ომერაძე, სოფიკო ბერიძე. სტუდენტებს წარმატებები მიულოცეს და პრიზები გადასცენ აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ. სიტყვით გამოვიდნენ პედაგოგები, ზაირა ჯაფარიძე, სოფიკო ბრუნჯაძე, ირმა ნოზაძე, ნიგარი შაინიძე, სტუდენტები: ლამარა დიასამიძე, თინათინ ჭუნაშვილი, მარიამ ძნელაძე, ნინო კახაბერიძე, ილონა მჟავანაძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა აჭარის ონკოლოგიის ცენტრის დირექტორი ნოდარ ფუტკარაძე. მან აღნიშნა რომ სტუდენტური კონფერენციები მნიშვნელოვანი    კომპონენტია კვალიფიციური კადრების მომზადებაში. შემაჯამებელი სხდომის შემდეგ მოეწყო ექსკურსია გონიოს მუზეუმ - ნაკრძალში.

     53 54 55 56

57 58 59 60

26.04.2017

                            პროფორიენტაციის საათი ზოგადსაგანათმლებლო დაწესებულებებში.

2017 წლის 26 აპრილი.ბათუმის სამედიცინო აკადემია ესტუმრა ქ.ბათუმის მე-27 საჯარო სკოლის 9-11 კლასებს და მოაწყო პრეზენტაცია თემაზე -: ,, პროფესიები და დასაქმება’’. პროფესიული განათლება უწყვეტი სწავლის სისტემაში უმნიშვნელოვანესი რგოლია. ადამიანს პროფესიული კარიერის დაწყება შეუძლია საშუალო სკოლის საბაზო საფეხურის (9 კლასის) შემდეგ და პროფესიული განათლება ეხმარება ერთის მხრივ პროფესიული პრაქტიკული უნარების გამომუშავებასა და დასაქმებას კონკრეტული კვალიფიკაციით, მეორეს მხრივ უქმნის შესაძლებლობებს სწავლა გააგრძელოს განათლების შემდგომ საფეხურებზე. აკადემიის ხარისხის სამსახურის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, პროფესიულმა მასწავლებელმა მარინა კვირიკაძემ ისაუბრეს პროფესიული განათლების არსზე , ფუნქციებზე, მიზანსა და როლზე, როგორც სწორ არჩევანზე წარმატებული მომავლისათვის. ,,ისწავლე და დასაქმდი !’’ -ამ ლოზუნგით კი საუბრისას კი გაამახვილეს ყურადღება თუ რატომ უნდა ისწავლონ სამედიცინო აკადემიაში,აქვთ თუ არა სურვილი გახდენ ლიდერები, სურთ თუ არა საზოგადოებას მოუტანონ სიკეთე, ქონდენ საკუთარი ბიზნესი და იყვნენ წარმატებული ადამიანები...ხაზი გაესვა აკადემიის ძლიერ მხარეს,რომ ისინი მხოლოდ სამედიცინო მიმართულების პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ.ამიტომაც მთელი რესურსი მედიცინის სწავლებაზეა მიმართული.ისინი ასწავლიან ყველაფერს,რაც წარმატებული მედიკოსისათვის არის საჭირო.

                                   51 50 52

21.04.2017

მოსწავლეთა ტრეინინგები აკადემიაში

19-21 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქ.ბათუმის #4 და ქვემო ახალშენის  საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები. აკადემიის ბაზაზე მათ გაიარეს სასწავლო კურსი „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ პროგრამით. მოსწავლეებს  ტრენინგი ჩაუტარა კურსის ხელმძღვანელმა  ნინო ცინცაძემ. ტრენინგი მიმდინარეობდა ტექნიკური  საშუალებების, მულიაჟების გამოყენებით, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. პირველადი გადაუდებელი დახმარების  კურსის წარმატებით გავლისათვის  სერტიფიკატები გადაეცათ:  ანა თურმანიძეს, თათია თურმანიძეს, თამარ ოჩხიკიძეს,  ემა ჯღარკავას, ანა ღოღობერიძეს, მერი მოისწრაფიშვილს, ანა დავლაძეს, მეგი დათუნაიშვილს, თეა სურმანიძეს, ნინო ვარდმანიძეს,  მირანდა გორგილაძეს, ნიკა მიქელაძეს, ნინო გოგილიშვილს, მარიამ მოისწრაფიშვილს, თეა ხოზრევანიძეს, ლუკა სალარიძეს (მე-4 საჯარო სკოლა), სოფიკო კახიძეს, მარიამ ვერძაძეს, თამთა კოჩაძეს, გიგა ქოქოლაძეს, თამუნა ფუტკარაძეს, ალექსანდრე ქარცივაძეს, ანა დუმბაძეს, ანა გორაძეს,  სარა ზოიძეს, მარიამ ლომინაძეს,  მარიამ აბაშიძეს, მარიამ ლავასოღლის, მარიამ ფუტკარაძეს, ნანა კორძაიას, ლაშა კოჩაძეს, ბექა შამილაძეს, ლაშა გურგენიძეს (ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა). მოსწავლეებს წარმატება  მიულოცეს სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, კურსის ხელმღვანელმა ნინო ცინცაძემ, აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ, პროფესიულმა მასწავლებელმა ინგა ვარდიძემ.პროექტში მათი ჩართულობისა და მასპინძლობისათვის მადლობა გადაიხადეს მოსწავლეებმა  ლუკა სარალიძემ და ანა ღოღობერიძემ. სარა ზოიძემ, მარიამ ლომინაძემ, მარიამ ფუტკარაძემ, ბექა  შამილაძემ, ლაშა გურგენიძემ და ქვემო ახალშენის სკოლის მასწავლებელმა ლია გორაძემ.

    48 47 49 

19.04.2017

სამედიცინო აკადემიის კიდევ ერთი აღიარება

            აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში  ბათუმის სამედიცინო აკადემიამ მიიღო წერილი „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის კავშირიდან“. როგორც კავშირის საორგანიზაციო  კომიტეტი გვატყობინებს: დასრულდა საქართველოს საწარმოების  საყოველთაო რეიტინგების  შემუშავების პროცედურა. სტატისტიკური რანჟირების შედეგების მიხედვით, საქართველოს  პროფესიულ სასწავლებელთა შორის ბათუმის სამედიცინო აკადემია წარდგენილია ჯილდოზე „რეიტინგი ოქრო“, კატეგორიაში: საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „დაქირავებულთა რაოდენობა“.  

         43 44 45 46

06.04.2017

,,დედაშვილობა"

6 აპრილს ხალხმრავლობა იყო ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. ლამაზად მორთულ სააქტო დარბაზში გაიმართა საინტერესო ღონისძიება ,,დედაშვილობა“. მიეძღვნა ქალს, დედას, სიცოცხლეს, სიყვარულს. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე, ასოციაციის გამგეობის წევრი მანანა მახარაშვილი, ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის დირექტორი ჟუჟუნა ზოიძე, ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის მენეჯერი იზოლდა ხალვაში, ხარისხის სამსახურის უფროსი მანანა ხაბაძე, შავიზღვის აკადემიის დირექტორი ნანა მეგრელიძე, სააფთიაქო ქსელ ,,ბაჩის“ დირექტორი მანანა ბაუჟაძე. ღოსძიების მონაწილეთ მიესალმა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. შეხვედრა მიყავდა სამედიცინო აკადემიის ხარისხის სამსახურის მენეჯერ ქალბატონ მზია ბაკურიძეს. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა აკადემიის სტუდენტების მიერ შესრულებული ლექსები, სიტყვები ქალზე, დედაზე, ანთებული სანთლები, ფრაგმენტები ქართული კინოფილმებიდან. აკადემიის სტუდენტებმა ღონისძიების მონაწილე ქალბატონებს მიართვეს ნარცისები და სიმბოლური საჩუქრები.

  39 40 41 42

31.03.2017

         29 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა  „ფარმაცევტის თანაშემწის“ მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამის  განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებათა  წარმომადგენლებთან. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან  მასში მონაწილეობას  იღებდა  „ფარმაცევტის თანაშემწის“ პროგრამის ხელმძღვანელი მზია ბაკურიძე. შეხვედრაზე განხილულ საითხებთან დაკავშირებით  31 მარტს აკადემიაში გაიმართა საინფორმაციო  შეკრება. მ.ბაკურიძემ  განმახორციელებელ პერსონალს გააცნო „ცენტრისგან“ მიღებული რჩევები, რეკომენდაციები.

«StartPrev12131415161718192021NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top