• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2020
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

06.12.2017

გარე მხარდამჭერის  ექსპერტის  ვიზიტი აკადემიაში

2017 წ. 4-6 დეკემბერს  ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მორიგი ვიზიტით იმყოფებოდა ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური პროგრამების დანერგვის  მხარდაჭერის  ექსპერტი ქეთევან ლომაია. შემოწმდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.   დაესწრო  მეცადინეობას მოდულებში:  „მომხმარებლისათვის  ბავშვთა კვების მოვლისა და ჰიგიენის საგნების შერჩევა“ პრაქტიკული მეცადინეობა. განმახორციელებელი  პროფესიული განათლების  მასწავლებელი  მარინე კვირიკაძე; „საექთნო პროცესების  მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა“ პრაქტიკოსი ექთნის პირველი  სასწავლო  წლის  სტუდენტთა  პრაქტიკული  მეცადინეობა „მედცენტრის“  ბაზაზე. განმახორციელებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი გულიკო აბაშიძე; „პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა“ -  ლექცია.  განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი,  ექიმი-პედიატრი ნონა ქათამაძე; ,,თავისა და კისრის პათოლოგიები“, პრაქტიკული მეცადინეობა. განმახორციელებელი, პროფესიული მასწავლებელი მარინა ცეცხლაძე; „მომხმარებლისათვის მოვლისა და ჰიგიენის საგნების შერჩევა“. ფარმაცევტის თანაშემწის მეორე სასწავლო წლის სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობა  - სიმულაცია. განმახორციელებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი მზია ბაკურიძე; „ინფექციური პაციენტის  საექთნო მართვა“-  პრაქტიკული მეცადინეობა.  განმახორციელებელი  პროფესიული განათლების მასწავლებელი ირმა ნოზაძე. გაეცნო შიდა მხარდაჭერის მუშაობას. სტუდენტებმა და მასწავლებელებმა შეავსეს  კითხვარები მოდულური სწავლების შესახებ. ექსპერტი შეხვდა აკადემიის ადმინისტრაციის  და მასწავლებელთა პერსონალს. იყო საუბარი, აზრთა გაზიარება მოდულური სწავლების აქტუალურ საკითხებს.  აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ,  ხარისხის  უზრუნველყოფის მენეჯერმა   მზია ბაკურიძემ, პროფესიული განათლების მასწავლებელმა ქეთევან ნოზაძემ  და სხვებმა,  აღნიშნეს:   თუ გავითვალისწინებთ მოდულურ სწავლებაში წამოსულ სიახლეებს, ვფიქრობთ კარგი ინსტრუმენტია მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის პროგრამა და სამომავლოდ იგი უნდა დარჩეს ძალაში.ქალბატონი ქეთევანი დაესწრო 4 დეკემბერს  აკადემიის ბაზაზე განხორციელებულ სამუშაოს მაძიებელთა  პროგრამით  კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემას. ვიზიტი მიმდინარეობდა  მოდულური პროგრამების დანერგვის  ჭეშმარიტად მხარდაჭერისა და კონსულტირების რეჟიმში.

       192 193 194 195

196 197 198 199

05.12.2017

დამთავრებულთათვის სერთიფიკატების  გადაცემა

„სამუშაოს მაძიებელთა  მომზადება-გადამზადების და  კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“  ფარგლებში დასრულდა  ბათუმის სამედიცინო აკადემიის  ბაზაზე განხორციელებული  „ექთნის თანაშემწის“, „ფარმაცევტის თანაშემწის“ მოკლევადიანი  პროგრამების კურსი. 4 დეკემბერს მოხდა კურსდამთავრებულ მოსარგებელთათვის  სერთიფიკატების გადაცემა. განხორციელებული პროგრამების შედეგებზე ისაუბრა სამედიცინო აკადემიის  დირექტორმა, პროფესორმა  რევაზ უზუნაძემ. სიტყვით გამოვიდნენ პროგრამის  განმახორციელებელი აკადემიის პედაგოგები, - ნინო ცინცაძე, მარინა ცეცხლაძე, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, პროგრამის განმახორციელებელი მზია ბაკურიძე, სასწავლებლის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ადმისტრაციის სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოც. მომსახურების ცენტრის  მთავარი  სპეციალისტი დალი ბერიძე. აღინიშნა, რომ  აკადემიაში იყო შექმნილი სათანადო პირობები. პროგრამის წარმატებით  განხორციელებისათვის, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების, თვალსაჩინოებითი თუ „სახარჯი“ მასალების გამოყენებით, პრაქტიკის ბაზებზე ჩართულობით ტარდებოდა  თეორიული, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობები. ითქვა,  პროგრამებით მოსარგებლეების დიდი დაინტერესების, მონდომების და სასწავლო პროცესის  ყველა  კომპონენტში  მათი აქტიური ჩართულობის შესახებ. სიტყვით გამოსულმა მოსარგებლეებმა, - ნაზი დუმბაძემ, იამზე სარაჯიშვილმა, თეო ესეფიძემ, ელდინო ვერძაძემ მადლობა გადაუხადეს პროგრამაში ჩართულ აკადემიის ადმინისტრაციულ და პედაგოგიურ პერსონალს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მათ მომზადება-გადამზადებაში გაწეული ღვაწლისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ქეთევან ლომაია. მან მიულოცა მოსარგებლეებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება. დასასრულს მოსარგებლეებს გადაეცათ სერთიფიკატები, გაიჭრა ღონისძეიბის ტორტი.

185    186   187   188

189 190 191

01.12.2017

2017 წლის 1 დეკემბერი. შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო .აკადემიის ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება. პრაქტიკოსი ექთანის მე-5 საფეხურის სტუდენტმა გალინა ასამბაძემ წარმოადგინა მოხენება: ,,ერთად დავამარცხოთ შიდსი! '' და ,,შიდსი მეგობრობით არ გადადის". შემდეგ გაიმართა დისკუსია დებატები,რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ფარმაცევტის თანაშემის მე-4 საფეხურის სტუდენტი როზმარი ხოზრევანიძე, პრაქტიკოსი ექთანის მე-5 საფეხურის სტუდენტები ნანი ქამაშიძე და ანი ჩანქსელიანი. დისკუსია დებატებში ასევე მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, ხარისხის სამსახურის მენეჯერი მზია ბაკურიძე, სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე, ბიბლიოთეკარი ეთერი გოგიტიძე, პროფესიული განათლების მასწავლებლები ინგა ვარდიძე და ნიგარი შაინიძე. მათ აღნიშნეს, რომ “შიდსის გლობალური ეპიდემიის სავალალო რეალობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა თანამედროვე ადამიანის ვალია. თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიდსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით, ხელმისაწვდომი მოვლითა და მზრუნველობით.“

  181 182 183 184

23.11.2017

აკადემიის მონაწილეობა გასვლითი სემინარის მუშაობაში

2017 წლის 20-22 ნოემბერს, ქ. ბათუმში საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალი ტალღის“ ბაზაზე განათლების ხარისხის განვითარებიოს ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა გასვლ;ითი სემიონარი. რომელზეც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპენტენციის გაზრდას, მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიგა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებს. აჭარისა და სამეგრელოს რეგიონების პროფეიულ სასწავლებელთა წარმომადგენლებთან ერთად სემინარის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოპფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. მოდულური პროგრამის დანერგვის საკითხებზე მუშაობდა რამდენიმე ჯგუფი. მ. ბაკურიძე აქტიურად იყო ჩართული სამუშაო ჯგუფში, რომელმაც მოამზადა პროექტი, - მოდულური პროგრამის ტექნიკური აღჭურვილების უზრუნველყოფის შეახებ. სემინარზე მანვე გააკეთა პროექტის პრეზენტაცია. 

                178 179 180

22.11.2017

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის 20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო  განათლების ხარისხის  განვითარების  ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე. განხილული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგილი  მოდულური პროგრამების მოდიფიცირების საკითხები. ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის № 656 ბრძანების კონტექსტში. ასევე  განხილული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ  სტუდენტთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ახალი მიდგომები. შეხვედრაში ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან მონაწილეობას იღებდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე.

175 176 177

21.11.1017

ბათუმის სამედიცინო აკადემია. 21.11. 2017. ,,ფარმაცევტის თანაშემწის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მოდული ,,სანიტარულ -ჰიგიენური ნორმების დაცვა". პრაქტიკული მეცადინეობა ,,სადეზინფექციო  საშუალებები და დეზინფექტატის მომზადება". სასწავლო კურსის განმახორციელებელი, პროფესიული მასწავლებელი ირმა ნოზაძე.

    171 172 173 174

20.11.2017

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

      პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის 20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო  განათლების ხარისხის  განვითარების  ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე. განხილული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგილი  მოდულური პროგრამების მოდიფიცირების საკითხები. ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის № 656 ბრძანების კონტექსტში. ასევე  განხილული იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ  სტუდენტთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრის ახალი მიდგომები. შეხვედრაში ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან მონაწილეობას იღებდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე.

                                168 169 170

17.11.2017

სამუშაო შეხვედრა ასოციაციაში

17 ნოემბერს, საქართველოს ბიზნეს აკადემიაში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი სასწავლებლების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნა პრობლემატური საკითხები. მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააკეთეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ბერაიამ, ვიცე პრეზიდენტებმა მაია ჩიხლაძემ, ია ერაძემ.განხილული იქნა ასევე ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტი და კვოტის დათვლის მექანიზმი მოდულურ პროგრამებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ, სამსახურის კოორდინატორებმა ქეთი ციხისელმა და ნინო ხითარიშვილმა.ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ.

165 164 167 166

16.11.2017

ბათუმის სამედიცინო აკადემია. 2017. 16.11. ფარმაცევტის თანაშემწის მე-4 საფეხური. პრეზენტაცია ცტუდენტთა მიერ მომზადებული თემების: 1.,,პირადი ჰიგიენის საშუალებები'';2.,,ავადმყოფის მოვლის და ჰიგიენის საშუალებები''; 3. ,, ფარმაცევტული და სამედიცინო საქონელი''; მოდული:. მოდულის განმახორციელებელი პროფესიული განათლების მასწავლებელი, ფარმაცევტ ორგანიზატორი მზია ბაკურიძე

                       161 162 163

15.11.2017

შეხვედრა საექთნო განათლებათან დაკავშირებით.

15 ნოემბერს ,,საქართველოს კარიტასის"  ორგანიზებით სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში" გაიმართ სამუშაო შეხვედრა. იგი მიეძღვნა საქართველოში საექთნო განათლების საკითხებს. შეხვედრაში, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ჩართული იყვნენ სამედიცინო პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.  ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა პროფესიული მასწავლებელი ნინო ცინცაძე.  შეხვედრაზე ,,საქართველოს კარიტასმა" გააკეთა პრეზენტაცია  შინმოვლის საკითხების შესახებ. ასევე, განხილული იქნა ევექსის მიერ მომზადებული საექთნო საქმის პროგრამა. განმახორციელებელთა მიერ გამოითქვა შენიშვნები.

                                                             160

«StartPrev9101112131415161718NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top