• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • 2015 - 2016 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2016 - 2017 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2019 - 2020 წ. სამოქმედო გეგმა
    • მისია
      • მისია
    • სტატუსი
      • 2015
      • 2018-65
      • 2018-66
      • 2014
    • ისტორია
    • დებულება
      • დებულება 2021
    • სტრატეგია
      • სტრატეგი
    • 2018 - 2019 წ. სამოქმედო გეგმა
    • 2017 - 2018 წ. სამოქმედო გეგმა
  • მართვა
    • დირექტორი
    • თანამშრომლები
    • სტრუქტურა
  • პროგრამები
    • კატალოგი
      • კატალოგი.
  • სასწავლო პროცესი
    • შეფასების მიღწევების-წესი
    • დისტანციურისწავლების წესი
    • უსაფრთხოება
  • მიღება
  • სტუდენტი
    • სტუდენტთა მომსახურეობი სერვისები
    • სტუდენტთა თვითმართველობა
      • პროფესიული სტუდენტის უფლება მოვალეობა
      • სტუდენტური თვითმართველობის ორგანო
      • სტუდენტთა გაერთიანების სხდომა
      • სტუდენტური გაერთიანების 2019-20 სამუშაო გეგმა
      • წლის საუკეთესო სტუდ-ის შერჩევის წესი
      • ნომი-ცის ჯგუფი მონიტ. მონაწ. სტუდ. ჯგუფები
      • საუკეთესო სტუდ-ტის შერჩევის დებუ.
      • საუკეთესო სტუდენტის შერცევის სისტემა
  • ბიბლიოთეკა
    • ელექტრონული ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის დებულება
  • გალერეა
  • კონტაქტი

 

 

13

22ew

123

1

21.05.2018

21.05.2018 წ. ბათუმის სამედიცინო აკადემია. ,,პრაქტიკოსი ექთნის " პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სასწავლო წელი. მოდული: ,,ფარმაკოლოგიის საფუძვლები საექთნო საქმეში". პრაქტიკული მეცადინეობა. მოდულის განმახორციელებელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი ინგა ვარდიძე. მეცაინეობას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე მხარდაჭერის სპეციალისტია ია გიგიბერია.

                             114 115116

                             117 118119

 

12.05.2018

აკადემიის და ექთანთა ასოციაციის ერთობლივი ღონისძიება

ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ექთანთა ასოციაციასთან ერთად ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა საზეიმო შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის მედცენტრის ექთნები, ბათუმის სამედიცინო აკადემიის საექთნო საქმის სპეციალობის სტუდენტები, პერსონალი. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა და დამსწრეთ პროფესიული დღესასწაული მიულოცა სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. მან აღნიშნა ექთნების წამყვანი როლი სამედიცინო მომსახურებაში, როგორც რაოდენობრივი ასევე კვალიფიციურობის მდგომარეობით. დიდია მათი წვლილი პაციენტის დროულდ გამოჯამრთელებაში. აღნიშნა საქართველოს ექთანთა ასოციაციის  როლი კვალიფიციური კადრების მომზადებაში. მიუთითა ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობაზე იმ პროფესიულ სასწავლებლებთან, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო პროფესიულ პროგრამებს. ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გარსევანიშვილმა დამსწრეთ მიულოცა პროფესიული დღე და ვრცლად ისაუბრა დღეისთვის საქართველოში საექთნო საქმესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, ექთანთა ხარისხობრივი მაჩვენებლის გაზრდაზე. აღნიშნა, რომ 2017 წლის 12 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ექთანთა ასოციაციასა და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის  ჩამოყალიბდა საქმიანი, მეგობრული  ურთიერთა  ,,რომლის დასტურია ერთობლივად ჩატარებული დღევანდელი ღონისძიება“. ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია აკადემიაში ჩაატარებს ტრეინინგს ,,პირველადი გადაუდებელი დახმარების პროგრამით“. ღონისძიების მონაწილეთ პროფესიული დღე მიულოცეს და ექთანთა საქმიანობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს ასოციაციის მთავარმა სპეციალისტმა მანანა  მაჩიტაძემ, მედცენტრის უფროსმა ექთანმა ქეთევან დიასამიძემ, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, ირმა ნოზაძემ (მედცენტრის ექიმი-ინფექციონისტი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი), მარინა ცეცხლაძემ (მედცენტრის ექთანი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი). აკადემიის მომავალმა მედიკოსებმა - მარიამ ძნელაძემ, მარიკა მემიშიშმა, გალია ასამბაძემ, დიანა გობაძემ.სტუმრებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

               107 108 109 110 111

                                                  112 113

11.05.2018

ექსკურია სოფ. სამებას მთაზე

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მიმდინარე ,,სტუდენტური დღეები - 2018“ფარგლებში მოეწყო ექსკურსია სოფ. სამებას მთაზე. ექსკურსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გარსევანიშვილი, ასოციაციის მთავარი სპეციალისტი მანანა მაჩიტაძე. აკადემიის სტუდენტები, პერსონალი. ექსკურსიის მონაწილეებმა მოინახულეს განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდის აღდგენილი ღვთისმშობლის ეკლესია. დაანთეს სანთლები. ტაძრის ტერასას გადასახედიდან ექსკურსიის მონაწილენი დატკბენ ბათუმის საოცარი პეიზაჟით. გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

103 104 105 106

08.05.2018

                                      აკადემიის სტუდენტთა XXIII კონფერენცია
სტუდენტური დღეების ფარგლებში 2-3 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მიმდინარეობდაა სტუდენტთა XXIII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. წარმოდგენილი იქნა ოცამდე მოხსენება. თემები გამოქვეყნდა კონფერენციის პროგრამაში. სტუდენტთა გამოსვლებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური. 8 მაისს გაიმართა კონფერენციის მუშაობის შემაჯამებელი სხდომა. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი მოხსენებები გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, აქტუალობით, პრაქტიკული ხასიათით. ჟიურის თავჯდომარის (ინგა შალამბერიძე) მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საპრიზო ადგილები მოიპოვეს სტუდენტებმა - დიანა დოლიძემ, როზმანი ხოზრევანიძემ, ნინო კახაბერიძემ, ჯეინი კახიძემ, ანა ჩაქსელიანმა, გალია ასამბაძემ, დიანა გობაძემ, მარი ხაბაძემ, მარიკა მემიშიშმა. ისინი და მათი ხელმძღვანელი პედაგოგები დაჯილდოვდნენ პრიზებით, გადაეცათ საჩუქრები. წარმოდგენილი საყურადღებო მოხსენებებისა და კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის პრიზებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: ლიკა კახიძე, მარიკა ბერიძე, ქრისტინა დიდოსიანი, მარიამ მოწყობილი, მარიამ ძნელაძე,მეგი ქავთარაძე, დიანა თუმანიანი, ლინა გიგინეიშვილი, ნინო დოლბაია.
სტუდენტებს წარმატებები მიულოცას ღვაწმოსილმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის რექტორმა, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბათუმ-ლაზეთის სადროშოს ხელმძღვანელმა თენგიზ თავდგირიძემ, აკადემიის პროფესიულმა მასწავლებლებმა - ირმა ნოზაძემ, ნონა ქათამაძემ, ზაირა ჯაფარიძემ, მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), სტუდენტებმა - ჯეინი კახიძემ, ნინო კახაბერიძემ, მარი ძნელაძემ. დამსწრეთ მიესალმა და საკუტარი ლექსი წაიკითხა აკადემიის კურსდამთავრებულმა გოჩა დევაძემ. დასასრულს სტუდენტებმა, პედაგოგებმა სტუმრებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

     102  91 92 76 93

94 95 96 78 80

           81 97 98 99 100 101

07.05.2018

სახელმწიფოპროგრამითაკადემიაშიმუშაობადაიწყომოკლევადიანმაკურსებმა.

7 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მუშაობა დაიწყო მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მოკლევადიანმა კურსებმა. აკადემია ახორციელებს ,,ექთნის თანაშემწის“, ,,ფარმაცევტის თანაშემწის“, ,,პრაქტიკოსი ექთნის“ სასერთიფიკატო პროგრამებს. აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ მოსარგებლეებს (მსმენელები) შეხვდნენ სასწავლებლის წარმომადგენლები: აკადემიის დირექტორი, პროფესორი რევაზ უზუნაძე, შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, პროგრამის ხელმძღვანელი ინგა შალამბერიძე, სასწავლო პროცესის კოორდინატორი დარეჯან უგულავა, პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებლები - მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), მარინა კვირიკაძე, ინგა ვარდიძე, ნარგიზ ბუცხრიკიძე, მარინა ცეცხლაძე. მათ მიულოცეს მოსარგებლეებს კუსებზე ჩარიცხვა. შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება პროგრამების განხორციელების, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელშეკრულებო პირობების შესრულების უზრუნველყოფაზე. პროგრამების ხელმძღვანელმა მამოსარგებლეებს გააცნო სასწავლო განრიგი. აუდიტორიებში, სამუშაო მაგიდებზე მოსარგებლეებს დახვდათ სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალები: სამედიცინო ხალათები, ქუდები, ნიღბები, ხელთათმანები, საკანცელარიო ნივთები.

86 87 88 89 90

29.04.2018

იუბილესთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოეწყო შეხვედრა სასწავლებლის პროფესიული განათლების მასწავლებელ, ექიმ ნინო ცინცაძესთან. ქალბატონ ნინოს იუბილე მიულოცეს და უსურვეს წარმატებები აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), ინგა შალამბერიძემ (ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), დარეჯან უგულავამ, ეთერი გოგიტიძემ, ლიანა ქამადაძემ, აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებმა - ნარგიზ ბუცხრიკიძემ, ირმა ნოზაძემ, ინგა ვარდიძემ, ზაირა ჯაფარიძემ... სასწავლებელში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ნინო ცინცაძე დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით, გაიჭრა საიუბილეო ტორტი.

66  67 68 69 70

28.04.2018

ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალი და სტუდენტები მონაწილეობას ღებულობდნენ 25-27 აპრილს მედცენტრში ჩატარებული სემინარის მუშაობაში, რომელიც მიეძღვანა სახანძრო უსაფრთხოების პროფილაქტიკის საკითხებს. სემინარს უძღვებოდა აჭარის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი მირანდა კვაჭაძე. შესაბამისი ვიდეო და თვალსაჩინოებითი მასალების გამოყენებით ისაუბრა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის შესახებ, ხანძრის შემთხვევაში პირველი რიგის აუცილებელ ქმედებებზე, მისი პრევენციის საკითხებზე.

62 63 64 65

27.04.2018

სემინარია კადემიის პროფესიულ მასწავლებლებთან. 26 აპრილს ჩატარდა სემინარი „პრაქტიკოსი ექთნის“ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთათვის. დასაწყისში აკადემიის დირექტორი რევაზუზუნაძე შეეხო სემინარის მიზანდასახულობის, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. სემინარს უძღვებოდნენ აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზიაბაკურიძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე. გამახვილდა ყურადღება: შეფასების ინსტრუმენტებთან, მტკიცებულებებთან, შედეგებთან, განმახორციელებელთა კომპეტენციის, მათი სტუდენტებთან მუშაობის, მეცადინეობის ჩატარებასთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებზე. ერთობლივად განხილული იქნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული კითხვარები: „პროგრამის განმახორციელებელი პირისათვის“, „პროფესიული სტუდენტისათვის“. სემინარი მიმდინარეობდა პედაგოგების აქტიური ჩართულობით.

58 59 60 61

26.04.2018

23-24 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიას სტუმრობდა სოფ. ახალშენის ფერისცვალების ეკლესიის დეკანოზი ბასილ ბერიძე. იგი შეხვდა სტუდენტებს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან გამომდინარე მათ ესაუბრა სიკეთეზე, მადლზე, სიყვარულზე, ღვთისმოსაობაზე, საქართველოს ქრისტიანულ წარსულზე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. მოხდა სასწავლებლის კურთხევა. ჩატარდა ზეთისცხება  

54 55 56 57

25.04.2018

24.04.2018. ბათუმის სამედიცინო აკადემია. პრაქტიკოსი ექთანი პირველი სასწავლო წელი. მოდული: ,,ავადმყოფის მოვლა". პრაქტიკული მეცადინეობა - მძიმე ავადმყოფის მოვლის თავისებურება. პროგრამის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებელი ნარგიზ ბუცხრიკიძე.

                 51 52  53

«StartPrev891011121314151617NextEnd»
 

 

Copyright © 2014 შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია ALL RIGHTS RESERVED

საიტის ადმინისტრატორი: მერაბ უზუნაძე

 

 

 

Go Top