შეხვედრა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში
პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების დანერგვის პროექტის ფარგლებში, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა ბათუმში მოქმედ პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან. ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე, თავმჯდომარის მოადგილეები თამაზ თურმანიძე, ასლან ლორთქიფანიძე დამსწრეთ ესაუბრენ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე დუალური სწავლების არსზე , აჭარის რეგიონში მის დასანერგად პირობების მომზადების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი მზია ბაკურიძე.მათ აღნიშნეს, რომ დარწმუნებული არიან შრომაზე დაფუძნებულ სწავლებაზე გადასვლა დიდად შეუწყობს ხელს შრომის ბაზრისათვის უფრო კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება აკადემიასაც დაუგროვდა. როგორც საჯარო ასევე კერძო პროფესიულ დაწესებულებებში დუალური სწავლების სრულფასოვანი განხორციელებისათვის საჭიროა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:
შეხვედრა განათლების ექსპერტებთან
1 ნოემბერს, პროფესიულ სასწავლებელ „ახალი ტალღის“ ბათუმის ოფისში გაიმართა აჭარის რეგიონში მოქმედ ცალკეულ პროფესიულ სასწავლებელთა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, - ნინო მეგრელთან, საბა ელაშვილთან. შეხვდრის მიზანი იყო ცენტრის ექსპერტებს მოესმინათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლების, როგორც განმახორციელებელთა აზრი მოქმედი ცალკეული პროგრამების დადებითი თუ სუსტი მხარეების შესახებ და მათი ხედვები, - თუ რა უნდა გაკეთდეს პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფისათვის. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ რევაზ უზუნაძე, (დირექტორი), შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება ფარმაციის და საექთნო მიმართულებების პროგრამებზე. აღინიშნა, რომ გადახედვას საჭიროებს „ფარმაცევტის თანაშემწის“ პროგრამის კომპეტენცია, კვალიფიკაცია. პროგრამის სრულყოფის საფუძველზე უნდა გაიზარდოს მისი ცენზი. სწორი იქნება პროგრამის სახელწოდებად გამოვიტანოთ „ფარმაცევტის“ საგანმანათლებლო პროგრამის IV თუ V საფეხური.გამოითქვა შენიშვნები „სააფთიაქო ფარმაციის“ (V საფეხური) პროგრამასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია პროგრამაში შეტანილ წამლების დამზადების საკითხებზე, რაც პროფესიულ სასწავლებელთა პირობებში შეუძლებელი და გაუმართლებელია. საჭიროა გადაიხედოს საექთნო საქმის და ფარმაციის V საფეხურის პროგრამებში მითითებული მატერიალური რესურსების ჩამონათვალი. რომელშიც მითითებულია ძნელად საშოვარი და ძვირად ღირებული ტექნიკური საშუალებები. იყო საუბარი საბაზო განათლებულთათვის სამედიცინო ფარმაცევტული მიმართულებების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებთან დაკავშირებით. უნდა გაიზარდოს „ექთნის თანაშემწის“ კომპეტენცია, დასაქმების პერსპექტივა, V საფეხურზე სწავლის გაგრძელების სახით უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა. სასურველია პროგრამას შეეცვალოს სახელწოდება „უმცროსი ექთნის“ სახით. იყო საუბარი პროფესიულ განათლებაში ერთიანი ვაუჩერული სისტემის შექმნასა და სხვა საკითხებზე. დადებითი შეფასება მიეცა ცენტრის მიდგომებს, რომ პრობლემატიკის შესწავლას იწყებს განმახორციელებელ და დამსაქმებელი დაწესებულებათა მიდგომების შეჯერების საფუძველზე.
დანერგვის მხარდეჭერის სპეციალისტის ვიზიტი აკადემიაში
26-28 ოქტომბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დანერგვის მხარდაჭერის სპეციალისტი ია გიგიბერია. ვიზიტი მიზნად ისახავდა დაწესებულებაში არსებული ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სტრუქტურის და მექანიზმების შეფასების მდგომარეობის გაცნობას. (მენეჯერი მ.ბაკურიძე) მუშაობას, შიდა მონიტორინგისა და მიმდინარე სასწავლო წლის სამოქმედო გეგმებს. გაესაუბრა შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებს (შორენა უზუნაძე - ადმინისტრაციის წარმომადგენელი; მზია ბაკურიძე - ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, ჯგუფის კოორდინატორი; ინგა შალამბერიძე - პროგრამების განხორციელებაზე პ / მგ.პირი; ქეთევან ნოზაძე - «პრაქტიკოსი ექთნის» მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი;ინგა ვარდიძე - "ფარმაცევტის თანაშემწის" მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი). გაეცნო მოდულური პროგრამების განხორციელების პირობებს. აღინიშნა, რომ - . სასწავლებელს აქვს შესაბამისი პირობები გარკვეული მიმართულებით, თუნდაც "პრაქტიკოსი ექთნის" მოდულური პროგრამა გადაიყვანოთ დუალურ სწავლებაზე » . დაინტერესდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობით . დაესწრო მეცადინეობებს . ჰონდა შეხვედრა-გასაუბრება განმახორციელებლებთან, სტუდენტებთან პროფესიულ დიდი ყურადღება დაეთმო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტ რიზაციის სტანდარტების გაცნობას - განხილვას.ადმინისტრაციული პერსონალის, პროფესიულ მასწავლებელთა ჩართულობით განხილული იქნა ახლებური მიდგომები საკითხებისადმი: პსდ-ს მისია, სტრატეგიული განვითარების გეგმა, საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები, ადამიანური რესურსები, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები. შეჯამდა გარე მხარდაჭერის ეგიდით სამდღიანი მუშაობის შედეგები. აკადემიის დირექტორ რევაზ უზუნაძის შეფასებით, - ექსპერტ ია გიგიბერიას ვიზიტი იყო ნაყოფიერი. იგი განხორციელდა აზრთა ურთიერთგაზია რების, საქმიანი კონსულტირების რეჟიმში.
ვინაიდან არ დაკომპლექტდა ჯგუფები ბათუმის სამედიცინო აკადემია აგრძელებს აპლიკანტთა მიღებას "ფარამცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტის" (III საფეხური) და "ფარმაცევტის თანაშემწის" (IV საფეხური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. პლიკანტთა რეგისტრაცია გრძელდება 2018 წლის 08 ოქტომბრამდე აღნიშნულ პროგრამებზე. სასწავლო პროცესი დაიწყება 15 ოქტომბერს.
აკადემიის პერსონალის კრება-სემინარი
სასწავლო წლის დასაწყებად მზადებასთან დაკავშირებით 19 სექტემბერს გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციის და პროფესიულ მასწვალებელთა კრება-სემინარი. შეხვედრაზე, აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ გაუკეთა ანალიზი 2017-2018 ს / წელს გაწეულ მუშაობას. აღნიშნა, რომ სასწავლებელში, განსაკუთრებით აკადემიური მიმართულებით, გვქონდა წინსვლა. შედეგიანი აღმოჩნდა გარე მხარდამჭერი სპეციალისტების და მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტები. სასწავლებელი წარმატებით დაამთავრეს "პრაქტიკოსი ექთნის", "ფარმაცევტის თანაშემწის", "ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციაისტის" პროფესიუილი საგანმანათლებლო პროგრამების ჯგუფებმა. აღინიშნა, რომ "პრაქტიკოსი ექთნის" კურსდამთავრებულთაგან 15 უკვე დასაქმდა.აკადემიის დირექტორმა კარგი მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა ადმინისტრაციულ და პროფესიულ მასწავლებელთა პერსონალს. მათ შორის ქეთევან ნოზაძეს, მზია ბაკურიძეს, ინგა ვარდიძეს, მარინა კვირიკაძეს, ნარგიზ ბუცხრიკიძეს. ითქვა, რომ 2018-2019 ს / წელს აკადემია დიდი გამოწვევების წინაშეა, ვემზადებით 2019 წლის ავტორიზაციისათვის. სემინარის ხასიათი ჰონდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერ მზია ბაკურიძის გამოსვლას. მან დამსწრეთ გააცნო 2018-2019 ს / წლისათვის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაო მიმართულებები. ისაუბრა პროფესიულ მასწავლებელთა კომპეტენციის შემდგომი ამაღლების აუცილებლობაზე. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერ ინგა შალამბერიძის საუბარი დაეთმო ახალი სასწავლო წლის კალენდარული გეგემების გაცნობას, სწავლების ხარისხის ამაღლების საკითხებს.სიტყვით გამოვიდნენ; შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), პედაგოგები: ქეთევან ნოზაძე, ინგა ვარდიძე, ნინო ცინცაძე. სემინარის ხასიათი ჰონდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერ მზია ბაკურიძის გამოსვლას. მან დამსწრეთ გააცნო 2018-2019 ს / წლისათვის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაო მიმართულებები. ისაუბრა პროფესიულ მასწავლებელთა კომპეტენციის შემდგომი ამაღლების აუცილებლობაზე. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერ ინგა შალამბერიძის საუბარი დაეთმო ახალი სასწავლო წლის კალენდარული გეგემების გაცნობას, სწავლების ხარისხის ამაღლების საკითხებს. სიტყვით გამოვიდნენ; შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), პედაგოგები: ქეთევან ნოზაძე, ინგა ვარდიძე, ნინო ცინცაძე.სემინარის ხასიათი ჰონდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერ მზია ბაკურიძის გამოსვლას. მან დამსწრეთ გააცნო 2018-2019 ს / წლისათვის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაო მიმართულებები. ისაუბრა პროფესიულ მასწავლებელთა კომპეტენციის შემდგომი ამაღლების აუცილებლობაზე. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერ ინგა შალამბერიძის საუბარი დაეთმო ახალი სასწავლო წლის კალენდარული გეგემების გაცნობას, სწავლების ხარისხის ამაღლების საკითხებს. სიტყვით გამოვიდნენ; შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), პედაგოგები: ქეთევან ნოზაძე, ინგა ვარდიძე, ნინო ცინცაძე. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერ ინგა შალამბერიძის საუბარი დაეთმო ახალი სასწავლო წლის კალენდარული გეგემების გაცნობას, სწავლების ხარისხის ამაღლების საკითხებს. სიტყვით გამოვიდნენ;შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), პედაგოგები: ქეთევან ნოზაძე, ინგა ვარდიძე, ნინო ცინცაძე. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერ ინგა შალამბერიძის საუბარი დაეთმო ახალი სასწავლო წლის კალენდარული გეგემების გაცნობას, სწავლების ხარისხის ამაღლების საკითხებს. სიტყვით გამოვიდნენ; შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), პედაგოგები: ქეთევან ნოზაძე, ინგა ვარდიძე, ნინო ცინცაძე.
შეხვედრა სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში"
2018 წ. 17 სექტემბერს, სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და დუალური პროფესიული განათლების საკორდინაციო საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრა რეგიონში მოქმედ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან, დამსაქმებლებთან. Нет. იყო საუბარი პროფესიულ სასწავლებლებთან დამსაქმებელთა აქტიურ თანამშრომლობაზე, ზოგიერთი მიმართულებით დუალურ სწავლებაზე გადასვლის თაობაზე. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის სახელით ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მადლობა გადაუხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატას ბათუმში ღონისძიების ორგანიზებისათვის. Нет,პროფესიულ განათლებაში სადღეისო გამოწვევებზე, ისაუბრეს მზია ბაკურიძემ (სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზურუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (აკადემიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი). ბათუმის სამედიცინო აკადემიამ, მოახდინა პროგრამების პრეზენტაცია, შორენა უზუნაძემ (აკადემიის დირექტორის მოადგილე) გააკეთა სასწავლებელში მოქმედი მოდულური პროგრამების "პრაქტიკოსი ექთანი", "ფარმაცევტის თანაშემწე" პრეზენტაცია. შეხვედრის ორგანიზატორთა მხრივ გამოითქვა სურვილი, - სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით მოეწყოს შეხვედრა კერძო კოლეჯებისა და დამსაქმებელთა შორის.
შეხვედრა სკკა-ში
2018 წ. 16 აგვისტოს, კოლეჯ „გეორგიაში“ გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრ სასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა. მასში მონაწილეობას ღებულობდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე. შეხვედრას უძღვებოდა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ბერაია. შეხვერდაზე დაიგეგმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის მარეგულირებელი პროცესების მეთოდოლოგიური დოკუმენტების შექმნა. რაც უნდა გახდეს სასწავლებლების სახელმძღვანელო დოკუმენტი. იმსჯელეს უცხო ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ე.წ. „წარმომადგენლების“ მიერ გავრცელებულ სარეკლამო ინფორმაციის თაობაზე, - სადაც ისინი პირდებიან პირველი სემესტრის ბოლოს გამოცხადებული მობილობით საქართვერლოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. ასოციაციის წევრმა სასწავლებლებმა გამოთქვეს შეშფოთება და აღშფოთება ამ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. დაიგეგმა შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ქალბატონ ლია გიგაურთან.
ვაკანსია აკადემიაში პროფესიული განათლების
მასწავლებლის თანამდებობაზე
ბათუმის სამედიცინო აკადემია აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ პოზიციებზე:
- ფსიქიატრიული პაციენტის საექთნო მართვა;
- ნევროლოგიური პაციენტის საექთნო მართვა;
- ენდოკრინოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა.
დასაქმების მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს:
განცხადებები მიიღება 30 აგვისტომდე.
მისამართი: ქ.ბათუმი, პუშკინის ქ.№118 (მედცენტრის შენობა),
მე-4 სართული, ოთახი 407.
მობ: 558 760906; 593 408070; 577 661477
ბათუმის სამედიცინო აკადემია
საზოგადოებრივი პროფესიული სასწავლებელი
გაიცემა სახელმწიფო დიპლომი
აცხადებს აპლიკანტთა მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
წარმოსადგენი საბუთები:
საბუთების მიღება წარმოებს , შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღიურად 11 სთ-დან - 18 სთ-მდე
მისამართი: ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. №118 (მედცენტრის შენობა) მე-4 სართული, ოთახი 407.
მობ: 558 760906; 593 408070; 577 661477
აკადემიის მონაწილეობა ფორუმში „უნარები დასაქმებისათვის“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, 20-21 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა ფორუმი „უნარები დასაქმებისათვის“. ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლები. აკადემიიდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ადმისტრაციის სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე.