22.03.2021

22 მარტს გაიმართა ონლაინ შეხვედრა ზუმში სამედიცინო აკადემიის „საექთნო განათლებისა“ და „ფარმაციის (სააფთიაქო)“ პროფესიულ საგანმნანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან. განიხილეს საკითხები: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები; სასწავლო პროცესის შიდა მონიტორინგის მიმდინარეობის მდგომარეობა; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ წარმოადგინა ინსტრუმენტების ვერიფიკაციას ანგარიში; აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ ისაუბრა პროფესიული განათლების მასწავლებლის სერტიფიცირებისათვის განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. დღისწესრიგის საკითხზე ისაუბრეს აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ, შორენა უზუნაძემ (აკადემიის დირექტორის მოადგილე), მოდულების განმახორციელებელმა მასწავლებლებმა -მარინა კვირიკაძემ,ინგა ვარდიძემ,ნონა ქათამაძემ,სოფიო ბრუნჯაძემ.