02.03.2021

მოდულის ,,ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის საფუძვლები“ დამთავრებასთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პირველი ს/წლის სტუდენტებმა ჩაატარეს ონლაინ ღონისძიება თემაზე: „ფარმაცევტის როლი მედიცინაში.“ ორგანიზატორები - აკადემიის სტუდენტური გაერთიანება  და მოდულის განმახორციელებელი, პგმ. მზია ბაკურიძე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თემები: „აფთიაქი-სამედიცინო დაწესებულება და მისი მუშაობის სპეციფიკა;“ „პროფესია ფარმაცევტი,“ „ფარმაცევტი და დარგის ტრადიციები, პროფესიული ღირსება და ავტორიტეტი;“ „ფარმაცევტის ეთიკა და დეონტოლოგია,“ „ფარმაცვევტის ეთიკის კოდექსი,“ ,,‘ფარმაცევტის პროფესიული ცოდნის დონე და დამოკიდებულება.“ თემები საინტერესოდ წარმოადგინეს და მათ განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები: მანანა აბულაძე, სალომე აბულაძე, თაკო ანთაძე, მარი ზაქარაძე, დიანა მარაბიანი, ლიკა ირემაძე, მელანო ხაჩიძე, თინათინ მალაყმაძე, ....  თემატურ საღამოს პრეზენტაციას ესწრებოდნენ კოლეგა პროფესიულ სასწავლებელთა, დამსაქმებელ დაწესებულებათა წარმომადგენლები, - ნატო ჩხაიძე („პსპ ფარმას“-ს კონტროლის სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის დარგის ექსპერტი), ლალა მეზვრიშვილი, მარინა წაქაძე (თბლისის საზოგ. კოლეჯ „ფანასკერტელის“ საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და პგმ), გულიკო ცინარიძე (თბილისის №1 სამედიცინო სასწავლებლის პგმ.), ნინო გადელია (კოლეჯ „ცხუმ ეგრისის“ პგმ), ციური გოგიტიძე, მაყვალა კობახიძე (კოლეჯ „ახალი ტალღას“ პგმ), მანანა ბაუჟაძე (შპს „გოლდფარმას“ დირექტორი), ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის წარმომადგენლები და სტუდენტები. სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს სტუდენტთა გამოსვლებს და მათ მომზადებას. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ კმაყოფილება გამოხატა პრეზენტაციაში მონაწილე სტუდენტთა მომზადებით და მათ მიმართ გამოთქმული შეფასებებით. მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორაგანიზატორ მზია ბაკურიძეს (აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი) და პრეზენტაციაში მონაწილე სტუმრებს. გამოთქვა იმედი, რომ აქტივობებსა და პროექტებში ურთიერთ ჩართულობა სამომავლოდ მეტად გაღრმავდება.

14 15 16 17