29.01.2021

      ონლაინ თათბირი აკადემიაში

29 .01 ჩატარდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალის ონლაინ თათბირი . განიხილეს მიმდინარე საკითხები . თათბირს უძღვებოდა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე . დღის წესრიგის საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ : აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე , ხარისხის უზრუნვეყოფის მერნეჯერი მზია ბაკურიძე , სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე , ფინანსური მენეჯერი ნანა მატუა , პროფესიული განათლების მასწავლებელი ნინო უზუნაძე , ნარგიზ ბუცხრიკიძე . დადებითად შეფასდა 2021 წლის იანვრის პერიოდში განხორციელებული სასწავლო - სამუშაო პროცესი . იგი მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარული გეგმების შესაბამისად ( .შალამბერიძე ), ასევე ითქვა არსებულ ხარვეზებზე . ობიეტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო ზოგიერთ სტუდენტის მხრივ ადგილი აქვს ონლაინ სწავლების პროცესში არასაკმაეისად ჩართულობას . ითქვა არასაბიუჯეტო ჯგუფებში ფინანსური პრობლემების თაობაზე , რაც განპირობებულია სტუდენტთა დაბალი გადახდის უნარიანობით ( . მატუა ). განიხილეს პრობლემის გამოსწორების გეგმა . გადაწყდა შეიქმნას ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფები . ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა ( . ბაკურიძე ) აღნიშნა , რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ჩავარდნების გარეშე , განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები . დადებითი ეფექტის მომცემია ნომინაციაწლის საუკეთესო სტუდენტი .“ ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოვებამ დიპლომებით უფრო აამაღლა მათი სტიმული და მოტივაცია . აღინიშნა კარგი მუშაობა პედაგოგების : მარინე კვირიკაძის , ინგა ვარდიძის , ზაირა ჯაფარიძის , ნინო უზუნაძის , ხათუნა ადეიშვილის , სოფო ბრუნჯაძის , ნანა ანანიძის ... განიხილეს სხვა მიმდინარე საკითხები . დადებითად შეფასდა ერთ - ერთი აქტიური დამსაქმებელი კომპანიის« გოლდფარმი « დირექტორ მანან ბაუჟაძის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული წერილი . მასში წარმატტებულადაა შეფასებული აღნიშნული კომპანიისა და აკადემიის შორის არსებული თანამშრომლობა . ითქვა რომ კომპანიის სააფთიაქო ქსელი წარმატებულადაა დამოყენებული როგორც ბაზად ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკების გასავლელად , ასევე წარმატებულ კურსდამთავრებულთ ადგილზევე ეძლევა დასაქმების შესაძლებლობა .