27.01.2021

დამსაქმებელი ორგანიზაციის წერილი აკადემიას

ბატონო რევაზ, მაქვს პატივი მოგესალმოთ , მოგილოცოთ გასული ბრწყინვალე დღესასწაულები და გისურვოთ მშვიდობიანი წელი.წარმატებულ ფარმაცევტს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ესაჭიროება საკუთარი საქმის სიყვარული, ასევე შრომისმოყვარეობა და სწრაფვა მუდმივი პროფესიული განვითარებისკენ. გარდა ამისა, აუცილებელია, ფლობდეს ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა კარგი კომუნიკაცია. მომხმარებელთან წარმატებული კომუნიკაციის დამყარება - ეს ფარმაცევტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. თქვენდამი დაქვემდებარებული აკადემიის ,ფარმაცია (სააფთიაქო)“- კურსდამთავრებულებმა გამოავლინეს კარგი კომუნიკაციის უნარი მომხმარებელთან ურთიერთობაში,გამოირჩევინ პროფესიული უნარ-ჩვევებით. დროის მოკლე მონაკვვეთში მათ შესანიშნავად გაიარეს სტაჟირება. დავასაქმეთ წარმატებული 10 კურსდამთავეებული. ვიცით, რომ ასეთი კადრების მომზადება დაკავშირებულია დიდ რესურსებსა და ძალისხმევასთან, მით უმეტეს, დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ. თქვენს მიერ გაწეული ღვაწლი,პროფესიონალურ გუნდთან ერთად, - ახალგაზრდების კვალიფიციურ სპეციალისტებად მომზადებაზე ზრუნვა - სამაგალითოა ყველასთვის. ძალიან ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის წინ ამირჩიეთ, როგორც ერთერთი დამსაქმებელი... როგორც კი მივიღე ეს შეთანხმება მივხვდი, რომ არჩევანში არ ვცდებოდი. მინდა აღვნიშნო ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთებისა და ჰარმონიული ძალისხმევის წყალობით, ჩემი კომპანია გახდა ერთ-ერთი აქტური  დასაქმებელი. საქმიანმა ურთიერთობამ. დამსაქმებლებს საშუალება მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო პროფესიული განათლების ციკლის ყველა ეტაპზეკვალიფიკაციის ფორმირებიდან კვალიფიკაციის მინიჭების ჩათვლით. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს პროფესიული განათლების როლის გაძლიერებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში და სისტემის მიმზიდველობის გაზრდაში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა პროფესიულ განათლებაში ის არის , რომ სწავლება უნდა შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს. პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმოკლესი გზაა ახალგაზრდების დასაქმებისაკენ. ჩემი სახელით და მთელი გუნდის სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მოხარული ვართ თქვენთან თანამშრომლობისა.სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გუნდებს შორის საქმიანი ურთიერთობა დამყარდა.ბაზარზე სასტიკი კონკურენციის პირობებში ჩვენ შევძელით ურთიერთგაგება და მზაობა. კომპანია ,,გოლდფარმი’’ იმედოვნებს ბათუმის სამედიცინო აკადემიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გაგრძელდებას უახლოეს წლებში.

პატივისცემით,

მანანა ბაუჟაძე

შპს ,,გოლდფარმი“- დირექტორი

27. 01. 2021 წელი