02.08.2020

მოგზაურობა „მწვანე ტბასა’ და სამცხე-ჯავახეთში

ბათუმის სამედიცინო კადემიამ მოაწყო მოგზაურობა „მწვანე ტბასა“ და სამცხე-ჯავახეთში. ჯგუფი შესდგებოდა აკადემიის პერსონალისაგან. გოდერძის უღელტეხილიდან მოასფალტებულ-მობეტონებული გზები მიემართება „მწვანე ტბასა“ და ბეშუმისკენ. შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწიეს მთაში დასასვენებლად მყოფმა ნიგარი შაინიძემ (აკადემიის პროფესიული მასწავლებელი) და ქალბატონმა ფერიდე საფარიძემ. ქალბატონი ნუნუ ბრუნჯაძე იხსენებს, ბეშუმში გატარებულ წლებს. დავათვალიერეთ ბეშუმთან ახლოს მდებარე „ალპური ბოტანიკური პარკი“. სპეციალობით ბიოლოგი ინგა შალამბერიძე გვესაუბრა აქ გავრცელებულ მცენარეებზე. პარკთნ დაკავშირებული ლამაზი დღეები გაიხსენა ქალბატონმა ქეთევან დიასამიძემ. ამ მშვენების შემყურე სიამაყით გაიფიქრება „ რა ძალამ შექმნა ეს სილამაზე“. დიდება უფალს! მოვინახულეთ „მწვანე ტბა“. დავტკბით მწვანეში ჩაფლული ტბისა და ბუნების სილამაზით. ნანახით და განცდილით აღტაცებას ვერ ფარავენ ქალბატონი ირმა ნოზაძე, დარეჯან უგულავა, ნანა მატუა. მოვინახულეთ ზარზმის მონასტერი, დავესწარით ლოცვას და ჭეშმარიტად ეკლესიური ნარგიზ ბუცხრიკიძის მოწადინებით მივიღეთ ზეთისცხების მადლი. არაჩვეულებრივადაა მოვლილი ტაძრის ეზო-გარემო. მოვინახულეთ ჭულევის ეკლესია. ახალციხეში დავბინავდით შესანიშნავ საოჯახო სასტუმროში „მილენიუმ რაბათი“ (მასპინძელი პეტრე თოთიშვილი). დილით გამოვემშვიდობეთ სტუმართმოყვარე მასპინძელს და გავწიეთ სამოგზაუროდ. მოვინახულეთ ახალციხის მშვენება- რაბათი, მასში ლამაზადაა შერწყმული ქალაქის წარსული და აწმყო. გაშენებულია დიდ სივრცეზე. შთამბეჭდავია ციხის „ცათ აზიდული“ კედლები, კოშკები, მმართველების მრავალსართულიანი სასახლე.... დავათვალიერეთ XVIII საუკუნეში აგებული მეჩეთი. გიდის (მარეხი ნებაძე0 თქმით აგებულია აია სოფიას სტილზე, როგორც ამბობენ მეჩეთი აუგია ჯაყელების გვარის ერთ-ერთ მმართველ (ფაშას). ნაგებობაში მრავლადაა ქართულ-ქრისტიანული ელემენტები. აგებულია ქრისტიანულ სტილზე. ამის გამო ქართველი ფაშა სულთანს სიკვდილით დაუსჯია. მოვილოცეთ რაბათში აღდგენილ წმ.გიორგის ეკლესია. დავათვალიერეთ ახალციხის ისტორიული მუზუმი. მოვინახულეთ და მოვილოცეთ ბუნების წალკოტში მდებარე საფარის მონასტერი. ტაძარს ეტყობა ავბედითი პერიოდების ნაიარევი. შთაბეჭდილების ტყვეობაში გვაქცევს ჩიხათხევში მდებარე „მწვანე მონასტერი“. იგი მთლიანად ხე-მცენარეთ სიმწვანეშია ჩაფლული. როგორც გვითხრეს, ეკლესია აგებულია IX-X საუკუნეებში. შემორჩენილია XVI საუკუნეში სპარსელების ერთერთი შემოსევის დროს დროს აქ მოღვაწე წამებულ წმინდა მამების მოწამეობრივი სისხლით შეღებილი წმინდა ქვები. გვაოცებს ძვირფასად აღდგენილი და მოვლილი ეკლესია-ტაძრები. „აი ამ მამულიშვილურ საქმეში იხარჯება ეკლესიისათვის გამოყოფილი თანხები“- გვითხრეს იქაურებმა. „ამ საოცრებათა მნახველი რწმუნდები, რომ საქართველო გარემოცულია უფლის დიდი მადლით და იფარავს დედაღვთისმშობელი თავის სამწყოსა, რომ უფალმა მოგვივლინა გრიგოლ ხანძთელის დარი მოღვაწე და   საქრთველოს მწყემსმთავარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II,- ამბობს რევაზ უზუნაძე (ისტორიის დოქტორი). მოგზაურობის შთაბეჭდილებით დამუხტულ ირმა ნოზაძეს მოეჭარბა მუზა და თავის სათქმელს ამბობს ლექსად:

რა ლამაზი ცაა,

რა უსაზღვრო სივრცე.

კაცს ამაზე კარგი

სხვა რა უნდა მისცე.

რა ანკარა წყალია,

რა ცივი და წმინდა.

ამის შემხედვარე

სხვა აღარა მინდა.

შევჩერდით ჩიხათხევის ერთ ლამაზ ადგილზე. გაიშალა სუფრა, მოუსვენრად ფუსფუსებენ ნარგიზ ბუცხრიკიძე, ლიანა ქამადაძე, ანა შალამბერიძე.... მამაპაპურად მოვულხინეთ. გზად შევიარეთ ბორჯომის პარკში. დავისვენეთ, მივირთვით ბუნებრივად გამომდინარე ბორჯომის წყალი. მძღოლმა მერაბ ზოიძემ (მაღალკვალიფიციური მძღოლი, შესანიშნავი პიროვნება) აიღო გეზი ბათუმისკენ. ჯგუფი დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა ბათუმში.

46- 47- 48- 49-