29.07.2020

ასოციაციის წარმომადგენლები აკადემიაში
29 ივლისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მაია ჩიხლაძე და ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვასილ კიკნაძე (საზოგადოებრივი კოლეჯ „პანაცეას“ დირექტორი). შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა შალამბერიძე. ისაუბრეს ასოციაციის საქმიანობის მიღწევებზე, ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ ონლაინ ტრენინგების, მასტერკლასების შესახებ. აღინიშნა კმაყოფილება პროფესიული სტუდენტებისათვის მიღებულ გადაწყვეტილებაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესის თაობაზე, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისაუბრეს აკადემიაში არსებული მდგომარეობის თაობაზე. აღინიშნა, კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე პრობლემები. იყო საუბარი დისტანციური სწავლების მიმდინარეობის მდგომარეობაზე, ფინანსური პრობლემების, ვაუჩერული დაფინანსების შესახებ. გამოითქვა აზრი საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეასა“ და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლებელი, გადაიღეს სამახსოვრო სურათები. შეხვედრამ ჩაიარა გულთბილ ვითარებაში.

42- 43- 44- 45-