23.05.2020

აკადემია ცენტრის ტრეინინგებზე

საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამებს შორის მიმდინარე პროექტის განხორციელების ფარგლებში, პროფესიულ სასწავლებელთათვის საქართველოს განათლების ხარისხის განვიათარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 12-22 მაისს ჩატარდა ტრეინინგთა ციკლი. ონლაინ რეჟიმში ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ტრეინინგის მუშაობაში ჩართული იყვნენ შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი) და ინგა შალამბერიძე ( სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი). ტრეინინგებზე განხილული იქნა პროფესიული პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული მთელი რიგი აქტუალური საკითხები, - ავტორიზაციის ახალი დებულებიდან გამომდინარე მოთხოვნები, თვითშეფასების როლი და მნიშვნელობა, დიფერენცირებული შეფასება, საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტები, შეფასების სისტემის ვერიფიკაცია, თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა ... აღსანიშნავია რომ რეგიონებისათვის მეტად მოხერხებული დარჩა ტრეინინგის მუშაობაში ონლაინ ფორმატით ჩართულობა. ჯერ ერთი, მოიხსნა ე.წ. მივლინებების პრობლემა. ასევე სასწავლო დაწესებულებას მიეცა შესაძლებლობა უფრო დიდი წარმომადგენლობით ჩაერთოს შესაბამის ღონისძიებებში. სასურველი იქნება ამ ფორმატის დანერგვა, მით უფრო რეგიონებთან მიმართებაში.