11.02.2020

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. მუშაობა დაიწყო აკადემიის დირექტორის 2020 წლის 12 იანვრის N -01/01 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა ბათუმის სამედიცინო აკადემიის შედეგების შეფასების შიდა ვერიფიკაციის განმახორციელებელმა ჯგუფმა, რომელიც შედგება 4 წევრისგან: ინგა შალამბერიძე-ხელმძღვანელი;შორენა უზუნაძე,ინგა ვარდიძე , მარინე კვირიკაძე.
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა -ქალბატონმა მზია ბაკურიძემ აღნიშნა ვერიფიკაციის არსი, მნიშვნელობა,შეფასების პრინციპები და განაცხადა,რომ ვერიფიკაცია ეს არის შემოწმების საფუძველზე მტკიცებულების სისწორისა და ნამდვილობის დადასტურება. ქ-მა მზია ბაკურიძემ განმარტა შეფასების სისტემის მიმართ წაყენებული მოთხოვნები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მე-2 სტანდარტის 2.4.2 კრიტერიუმის 1 ინდიკატორის მიხედვით.
მან განაცხადა,რომ პროგრამის მიზნებისთვის გამოყენებული შეფასების სისტემა არის ვალიდური, სანდო, გამჭვირვალე, სამართლიანი/ობიექტური და გააცნო დამსწრე საზოგადოებას შეფასების პროცესის რამდენიმე ეტაპი :
1. შესაფასებელი სწავლის შედეგების იდენტიფიცირება;
2. სწავლის შედეგებისათვის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;
3. შეფასების ინსტრუმენტის შერჩევა;
4. შეფასების ინსტრუმენტის შექმნა;
5. შეფასების ინსტრუმენტის შემოწმება;
6. შეფასების განხორციელება;
7. შეფასების შედეგების გაფორმება და მტკიცებულებათა შენახვა.
დასასრულს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა ქ-მა მზია ბაკურიძემ აღნიშნა, ,რომ პირველი ეტაპზე ვერიფიკაცია განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაცია სააფთიაქო) -ს პროფესიულ მოდულებზე 2020 წლის 16 მარტიდან ორი კვირის ვადაში ვერიფიკაციის ჯგუფის წევრებისთვის შემუშავებული შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტის შემოწმების ვერიფიკაციის კითხვარების, შეფასების ინსტრუმენტების ვერიფიკაციის , შეფასების მტკიცებულებების ვერიფიკაციის ჩეკლისტების მიხედვით. შემდგომი ეტაპი მოიცავს ვერიფიკაციის შედეგების ანალიზის მოსმენა /განხილვას და წარდგენას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერთან. ბოლო ეტაპი კი მენეჯერის მიერ შედეგზე შემდგომი ქმედებისთვის დასკვნის წარდგენას აკადემიის დირექტორთან .

 21- 22- 23- 24