29.01.2020

შეხვედრა სტუდენტთა ჯგუფებთან

„წლის საუკეთესო სტუდენტის“ და ჯგუფის გამოსავლენი ნომინაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით 29 იანვარს გაიმართა შეხვედრა „საექთნო განათლების“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ჯგუფებთან. სასწავლო წლის პირველ პერიოდში გაწეული მუშაობის თაობაზე, ჯგუფების მიხედვით, ანგარიში წარმოადგინესსტუდენტებმა: „საექთნო განათლების“ „ა“ ჯგუფის - ხათუნა დავითაძემ, მარიამ თოდრიამ, „ბ“ ჯგუფის - ინგა ბერიძემ, თამუნა სურმანიძემ, მარი ტაკიძემ; „ფარმაცია (სააფთიაქო)“ „ა“ ჯგუფის - მანანა სადუმაძემ, ლანა ბაბუხადიამ, ანა დუმბაძემ, „ბ“ ჯგუფის - მეგი ჯანგველიძემ, ქეთი კახიძემ, ნინო წულაძემ. სტუდენტებმა ისაუბრეს ნომინაციის კრიტერიუმების მიხედვით არსებულ მდგომარეობაზე. თითოეულ ჯგუფს აქვს სპეციალური სამუშაო დღიურები სადაც აღნიშნავენ საქმიანობის მიმდინარეობას. გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. ნომინაციის პროცესის ორგანიზატორმა ეთერი გოგიტიძემ, სტუდენტთა გაერთიანების მეცნიერ-ხელმძღვანელმა სოფიო ბრუნჯაძემ აღნიშნეს, რომ ჯგუფებთან აქვთ შეხვედრები და მუშაობენ კოორდინირებულად.აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ დადებითად შეაფასეს გაწეული მუშაობა. აღინიშნა, „ფინიშამდე“ ცოტა დრო დარჩა და კიდევ უფრო გააქტიურდება პაექრობა პირველობისათვის. დაიგეგმა შეხვედრა „პრაქტიკოსი ექთნის“ და „ფარმაცევტის თანაშემწის“ ს/პ ჯგუფებთან.

1- 2- 3- 4-