04.12.2019

შიდსის და უნარშეზღუდულ პირთა  დღისადმი

მიძღვნილი სემინარი აკადემიაში

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  ჩატარდა  აივ ინფექციის  (შედსის)  და უნარშეზღუდული შესაძლებობის  მქონე პირთა  საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი  ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის სტუდენტები და პერსონალი. აღნიშნული ღონისძიებების საერთაშორისო დღედ გამოცხადების შესახებ ისაუბრენ აკადემიის დირექტორმა  რევაზ უზუნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ (ბიოლოგიის მაგისტრი). თემაზე „შიდსის დაავადება  და მისი  პროფილაქტიკა“ დამსწრეთ ესაუბრა  აკადემიის პროფესიულმა მასწავლებელმა  ქეთი სიხარულიძემ (ბიოლოგიის დოქტორი).  განხილული იქნა საკითხები:  შიდსის დაავადების  გაჩენის ისტორია და 1981 წლის  1 დეკემბრის  დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადება, დაავადების გავრცელების  გეოგრაფია, აივ ინფექციის საქართველოში გავრცელების მდგომარეობა, შიდსის  დაავადების წარმოქმნისა და განვითარების  ეტაპები. ყურადღება დაეთმო  დაავადების პროფილაქტიკურ  ღონისძიებებს,  ანტივირუსულ თერაპიას, ეკრანზე გამოტანილი იყო  საზოგადოებისადმი მიმართვები: „ვებრძოლოთ შიდს და არა შიდსით დაავადებულებს“, „ერთად დავამარცხოთ შიდსი“.3 დეკემბრის უნარშეზღუდულ ფიზიკურ პირთა საერთაშორისო დღედ  გამოცხადებასთან  დაკავშირებით, უნარშეზღუდულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ისაუბრა მზია ბაკურიძემ (აკადემიის პროფესიული მასწავლებელი). სტუდენტებმა  (მარიამ თოდრია,  ხათუნა დავითაძე...)  გამომსვლელებს დაუსვეს შეკითხვები. დაიგეგმა წინასაახალწლოდ  უნარშეზღუდულთა  სახლში სტუმრობა.

   280 282 283 284

   285 286 287 289