08.11.2019

,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიციცხლე“

ამ მოტივით 8 ნოემბერს, სტუდენტთა გაერთიანების აქტიური ჩართულობით, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდასისხლის ჩაბარების აქცია. სასწავლებელს ეწვივნენ სისხლის ბანკის ,,ჰემა - 2012“- ის წარმომადგენლები. აქციაში მონაწილეობდნენ აკადემიის ,,საექთნო განათლების“ და ,,ფარმაციის (სააფთიაქო)“ საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. შეკრებილ ახალგაზრდებს აღნიშნული აქციის მიზანდასულობაზე, ასევე თუ ვის შეეძლო აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიღება, ესაუბრენ სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე, ,,ჰემა - 2012 „ -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ბერიძე. სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი გაიღო ცამეტმა სტუდენტმა. იმ შეგნებით, რომ თითოეული მათგანის გაღებულ სისხლს შეუძლია გადაარჩინოს მინიმუმ სამი ადამიანის სიცოცხლე. ეს არის მათგან საპატიო და საამაყო მოქლაქეობრივი ვალის შესრულება.

239 240 241 243

243 244 245 246