05.11.2019

შეხვედრა აკადემიის სტუდენტებთან

აკადემიაში დრო და დრო იმართება  სტუდენტებთან შეხვედრა-საუბრები აქტუალურ საკითხებზე. სტუდენტური გაერთიანების  ინიციატივით (გაერთიანების ლიდერი გალინა ასამბაძე)  4  ნოემბერს გამართული  შეხვედრა დაეთმო სტუდენტის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებს. სასწავლებლის საგანმანათლებლო საქმიანობის  მარეგულირებელი დებულებიდან სტუდენტებს შესაბამისი თავები  გააცნო სოფიო  ბრუნჯაძემ  (სტუდენტთა გაერთიანების  მეცნიერ-ხელმძღვანელი). დღის წესრიგის საკითხებზე სტუდენტებს ვრცლად ესაუბრნენ აკადემიის დირექორი რევაზ უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. გაეცა პასუხი  დასმულ შეკითხვებს. შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები, - თამთა სურმანიძე, ხათუნა დავითაძე, მარიამ ვაჩეიშვილი, მარიამ მჟავანაძე, ლია დარჩიძე.შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ბიბლიოთეკის გამგე ეთერი გოგიტიძე, პროფესიული მასწავლებლები ინგა ვარდიძე (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი), ნაირა სტამბოლიშვილი, ნანა ანანიძე.

 235 236 237 238