30.10.2019

სტუდენტთა თემების პრეზენტაცია

            31 ოქტომბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა განახორციელეს საინტერესო პრეზენტაცია. „სააფთიაქო ფარმაციის“ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სასწავლო წლის სტუდენტებმა (ჯგუფი ა) წარმოადგინეს თემები ადამიანის ანატომიასთან დაკავშირებულ საკითხებზე: თავის ტვინი, გული, კანი, საინტერესო ფაქტები ადამიანის და მისი ორგანიზმის შესახებ. პრეზენტაციის ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე (პროფესიული მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორანტი). პრეზენტაციაზე გამოვიდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები: ფიქრია მახარაძე, მაია აბულაძე, ანა დუმბაძე, ლიკა ხაჯიშვილი, თეონა ბერიძე, თამრიკო ბერიძე, მარიკა ხინკილაძე, მანანა თადუმაძე, სალომე ადეიშვილი, მაგდალინა ასანიძე, მეგი დუმბაძე, ლინდა გოგიტიძე, ქრისტინა გოგიტიძე, ლანა ბაბუხადია, ნინო მამაულაძე, მარიამ ბაჯელიძე, თინა გოგიტიძე, მარიამ დავითაძე.პრეზენტაცია შეაფასეს და სტუდენტებს მომავალი წარმატებები უსურვეს  აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, ბიბლიოთეკის გამგე ეთერი გოგიტიძე, პროფესიული მასწავლებლები ინგა ვარდიძე, ნიგარი შაინიძე.

  211 212 213 215

  218214 216 217