28.10.2019

ერთობლივი ღონისძიება ძუძუს კიბოს პრევენციის თაობაზე

     ძუძუს კიბოს დასაძლევად საერთაშორისო მოძრაობის ფარგლებში 28 ოქტომბერს გაიმართა „ბათუმის სამედიცინო აკადემიისა“ და „მაღალტექნოლოგიურ ჰოსპტალ „მედცენტრის“ ერთობლივი ღონისძიება. იგი მიეძღვნა გაეროს მიერ ოქტომბრის „ვარდისფერ თვედ“ ანუ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვედ გამოცხადებას. რაც ყველა კეთილი ნების ადამიანს შეახსენებს ამ დაავადებას და თუ რა პროფილაქტიკური ზომები უნდა გატარდეს მისი თავიდან აცილების, მკურნალობის მიმართულებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის სტუდენტები, თეთრ ხალათებზე გაკეთებული ვარდისფერი ბაბთებით, პერსონალი, „მედ ცენტრის“ წარმომადგენლები. ძუძუს კიბოს შესახებ საინტერსო საჯარო ლექციით გამოვიდა წამყვანი ექიმ-ონკოლოგი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი მზია ხალვაში. დაავადების პრევენციებზე ისაუბრეს „მედცენტრის“ დირექტორმა მედეა ქაჯაიამ საავადმყოფოს უფროსმა ექთანმა ქეთევან დიასამიძემ, პიარ მენეჯერმა მაიკო ცინცაძემ, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ (ღონისძიების ორგანიზატორი). იყო შეკითხვები სტუდენტთა მხრივ. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აკადემიის პროფესიული მასწავლებლები, - სოფიო ბრუნჯაძე (ბიოლოგიის დოქტორანტი), ნანა ანანიძე, აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით მოსახლეობის განათლების ამაღლების აუცილებლობაზე. მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, „მედცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვედრის მომზადებასა და მასში აქტიური ჩართულობისთვის.

  203 204 205 206

   207 208 209 210