აკადემიას შეემატა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში შპს. „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ ბათუმში განხორციელდა ტრენინგ - კურსები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებლად. იგი დაიგეგმა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით. ბათუმის სამედიცინო აკადემიამ ტრენინგ-კურსებზე მიავლინა შორენა უზუნაძე (აკადემიის დირექტორის მოადგილე). მან წარმატებით გაიარა ერთთვიანი ტრენინგ-კურსი. პროგრამული კურსის გავლის საფუძველზე შორენა უზუნაძეს მიენიჭა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სტატუსი და გადაეცა სერთიფიკატი. შესაბამისად შ.უზუნაძეს გაეზარდა უფლაება-მოვალეობა და დაემატა კომპეტენცია შრომის უსაფრთხოების დარგში.ქალბატონ შორენას ვულოცავთ ამ ახალ სტატუსს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.