03.08.2019

კურსდამთავრებულებზე დიპლომების გადაცემა

9 აგვისტოს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოეწყო   2018-19 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისათვის დილომების გადაცემა. 2019 წელს სასწავლებელი დაამთავრა საექთნო და ფარმაცევტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების   სამოცდახუთმა სტუდენტმა, რომელთაგან შვიდი წარჩინებული კურსდამთავრებულია. კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი თავიანთი სპეციალობით უკვე დასაქმებულია. კურსდამთავრებულთ დიპლომების მიღება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ინგა შალამბერიძემ, პროფესიულმა მასწავლებლებმა და ჯგუფების კურატორებმა ნინო უზუნაძემ და ნარგიზ ბუცხრიკიძემ.   გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

     138 139 140 141142

                    143 144