24.05.2019

ტრენინგების მორიგი ციკლი აკადემიაში

     ახალი საგანმანათლებლო პროგრამების „საექთნო განათლება“, „ფარმაცია (სააფთიაქო)“ დასანერგად მზადებასთან დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებლთათვის მაისის თვეში ჩატარდა ტრენინგების ციკლი „მოდულები, შეფასების მიმართულებები და მტკიცებულებები“. ტრენინგები ჩაატარა აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ექსპერტმა მზია ბაკურიძემ. ტრენინგი მიმდინარეობდა პროფესიულ მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მაღალი შეფასება მისცა სასწავლებელში დანერგილ სიახლეს, - საკუთარი ძალებით ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით, „რაც საჭიროების მიხედვით გვაძლევს შესაძლებლობას ვიმუშაოთ პროფესიულ მასწავლებლებთან“ ტრენინგ გავლილ მასწავლებელთ გადაეცათ სერთიფიკატები.

     112 113 114 115 116