12.04.2019

აკადემიის სტუდენტის ვიზიტი ევროსაბჭოში

           ბათუმის სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის წარჩინებული სტუდენტი ანა პაიჭაძე, დელეგატის სტატუსით, საქართველოს ახალგაზრდა დელეგატთა ჯგუფთან ერთად, 2019 წლის აპრილის დამდეგს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგსა და ბრიუსელში. ახალგაზრდა დელეგატები დაესწრნენ ევროსაბჭოში გამართულ სესიებს. მოისმინეს ლექციები ევროსაბჭოს პოლიტიკური როლის შესახებ. შეხვდნენ ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობას. გაეცნენ ევროპული სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. როგორც ანა გვიამბობს: ახალგაზრდა დელეგატები შეხვდნენ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. გაუზიარეს შთაბეჭდილებები ვიზიტთან დაკავშირებით. უყვებოდნენ საქართველოს შესახებ. დაათვალიერეს ღირსშესანიშნავი ადგილები. წარუშლელია სტუდენტ ანა პაიჭაძის შთაბეჭდილებები ნანახითა და განცდილით. ანას ვუსურვებ ახალ წარმატებებს, მომავალ შესანიშნავ სპეციალისტს. არჩევანის შემთხვევაში ანა პაიჭაძის სახით საქართველოს ეზრდება მომავალი ნიჭიერი პოლიტიკოსი, დიპლომატი.

                   ფალი გფარავდეს

           71 72 7374