11.03.2019

აკადემიის წამომადგენლები ბიზნეს ფორუმზე

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა ქალ-მეწარმეთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი. ტრენინგი რეგიონებიდან მოწვეულ 250 ქალს ჩაუტარდა. ფინანსების მოზიდვა, ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება, პროდუქტის ბრენდირება და შეფუთვა - მეწარმეებმა სხვადასხვა საკითხებზე მიიღეს საჭირო ინფორმაცია სპეციალისტებისგან. ქალ-მეწარმეთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმზე პირველად წარმოდგენილი იყო ცნობადობის ამღლების მიზნით აჭარის რეგიონის პროფესიული სასწავლებლები. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალები აქტიურად უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაშიც. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, ხარისის უზრუნველყოფის მენეჯერმა, აფთიაქ „ბაკურიძე და კომპანიის“ ხელმძღვანელმა მზია ბაკურიძემ და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ინგა შალამბერიძემ. საზეიმო გახსნის შემდეგ აკადემიის წარმომადგენლები დასწრნენ ტრენინგს „ბრენდირება“ ტრენერი შოთა ჩინჩალაძე. ტრენინგი წარიმართ ძალიან საინტერესოდ. ტრენინგის დამთავრების შემდეგ მოხდა წარმატებულ ქალ მეწარმეთა დაჯილდოვება. ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

697066 67 68