06.03.2019

დასკვნითი ტრენინგი აკადემიაში

ციკლით „კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება და შეფასების პრონციპები პროფესიულ განათლებაში“   ბათუმის სამედიცინო აკადემიის მოდულების განმახორციელებელ პროფესიულ მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგ-კურსი თემაზე „კალენდარული გეგმის შედგენა“ ტრენინგი ჩაატრა აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზურუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ექსპერტმა მზია ბაკურიძემ. მან შესაბამისი მასალების მოშველიებით განმახორციელებელთ დაწვრილებით ესაუბრა მოდულურ პროგრმასთან დაკავშირებით კალენდარული გეგმის შედგენაზე: მოხდა განვლილი კურსის შეჯამება. ტრენინგი მიმდინარეობდა განმახორციელბელთა აქტიური ჩართულობით. პედაგოგებს რომლებმაც გაიარეს ტრენინგის კურსი აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ და ტრენერმა მზია ბაკურიძემ გადასცეს სერთიფიკატები. ტრენინგის წარმატებით ჩატარებისათვის მზია ბაკურიძეს გამოეცხადა მადლობა და გადაეცა მადლობის ბარათი. დასასრულ აკადემიის დირექტორმა დამსწრეთ მიულოცა სასწავლო ციკლის წარმატებით დამთავრება, დედისა და ქალთა დღე, გაიჭრა საზეიმო ტორტი .  

        54 55 56

        57 58 59