21.02.2019

შეხვედრა აკადემიის პერსონალთან

            ავტორიზაციისათვის მზადების ფორმატში მოეწყო შეხვედრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციულ და პროფესიულ მასწავლებელთა პერსონალთან. ავტორიზაციისათვის მზადებასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია ჯგუფების მუშაობით. მათ გულდადებით, რუდუნებით იშრომეს, შეისწავლეს, გაანალიზეს და ავტორიზაციის სტანდარტებთან შეაჯერეს ყველა მომზადებული მასალა. დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სტანდარტების შესაბამისობის დამდგენმა ჯგუფებმა იმგვარი შედეგები წარმოადგინეს, რომლებიც სავსებით შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს და იმ კრიტერიუმებს, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. დირექტორმა მადლობა გადაუხადა ჯგუფებს კეთილსინდისიერი, მუხლჩაუხრელი და ნაყოფიერი მუშაობისათვის. დასანერგი საგანმანათლბლო პროგრამების, შემუშავებული დოკუმენტაციის შესახებ დაწვრილებითი ისაუბრეს სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ.  მზია ბაკურიძემ აღნიშნა, რომ დასანერგი პროგრამების შემუშავებას წინ უძღოდა შრომის ბაზრის კვლევა. შედეგმა გვიკარნახა დასანერგად მოგვემზადებინა ჯანდაცვის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები „საექთნო განათლება“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“, ასოცირებული ექთნის და ასოცირებული ფარმაცევტის კვალიფიკაციით. პროგრამაზე მუშაობის პროცესში კავშირი გვქონდა პარტნიორ სამედიცინო და სააფთიაქო დაწესებულებებთან. მათთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები, ხელშეკრულებები. მან განაცხადა, რომ პროგრამებზე მუშაობას წინ უძღოდა კონსულტაციები, ტრენინგებში ჩართულობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასთან. დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ შეკრების მონაწილეთ წარუდგინეს რედაქტირებული საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი დებულება, სტრატეგიული განვითარების 6 წლიანი და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, შინაგანაწესი და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები. მონაწილეებს გააცნეს  აკადემიის ახალი მისია, ხედვა და ღირებულებები. აღინიშნა, რომ აკადემიის წარმატებული მუშაობისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისია, ხედვა და ღირებულებები ყოფილიყო კარგად მოფიქრებული და ლოგიკურად ფორმულირებული. ხოლო სტრატეგიული განვითარების გეგმები მისიის, ხედვასა და ღირებულებებიდან გამომდინარე მრავლის მომცველი, თანმიმდევრული, რეალიზებადი და განვითარებაზე ორიენტირებული. სწორედ ამ პოზიცეიბისა და მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავდა  სამრთლებრივი აქტები. სიტყვით  გამოვიდნენ აკადემიის პროფესიული მასწავლებელები: ზაირა ჯაფარიძე, მარინე კვირიკაძე, ქეთევან ნოზაძე, გულიკო აბაშიძე, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპტალის უფროსი ექთანი და აკადემიის კურსდამთავრებული მარინა დევაძე, ამავე ჰოსპიტალის მედდა ლამარა გვალია-ვერძაძე, სააფთიაქო ფარმაციაში აკადემიის განმახორციელებლები ნათია დიასამიძე, ქეთევან სიხარულიძე. შეკრების მონაწილეებმა მოიწონეს ავტორიზაციისათვის მზადებასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობა.

                    60 61 63

                    62 64 65