21.01.2019

შეხვედრა შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან

     21 იანვარს გაიმართა შეხვედრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან, მონიტორინგის მუშაობაში ჩართულ მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. შეხვედრას ესწრებოდა მედცენტრის კლინიკური დირექტორი დეა ქაჯაია. შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე. აღინიშნა, რომ შიდა მონიტორინგის ჯგუფის ეფექტური მუშაობისათვის მოხდა ჯგუფის წევრებზე ფუნქციების განაწილება. განისაზღვრა ოთხი ძირითადი სამუშაო მიმართულება: სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი (ხელმძღვანელი შორენა უზუნაძე), მიღწევების შეფასების და მათი დოკუმენტირების მონიტორინგი (ხელმძღვანელი ინგა ვარდიძე); სასწავლო წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი (ხელმძღვანელი ინგა შალამბერიძე); სტუდენტებთან მუშაობის მონიტორინგი (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე). შიდა მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის კოორდინატორია მზია ბაკურიძე (აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). მონიტორინგის სამუშაოს ჯგუფები დაკომპლექტდა სასწავლებლის პედაგოგიური პერსონლით, დამსაქმებლებით, სტუდენტებით. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მუშაობაში ჩაერთო მედცენტრის კლინიკური დირექტორი, ქ-ნ. დეა ქაჯაია. ითქვა, რომ აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს სასწავლებლის საგანმანათლებლო საქმიანობის შეფასების ხარისხის ამაღლებას. მით უფრო, სასწავლებელი ემზადება ავტორიზაციისათვის. დაიგეგმა, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა ერთი კვრის ვადაში წარმოადგინონ საკურატორი მიმართულებათა გეგმა-გრაფიკი.

                     21 22 23