26.12.2018

წინა საახალწლოდ 26 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დიდი ჟრიამული იყო. სასწავლებლის სტუდენტთა გაერთიანების ინიციატივით მოეწყო საახალწლო კარნავალი. ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობას იღებდა ფარმაცევტისა და პრაქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისაგან შემდგარი ოთხი გუნდი: „მერცხლები“, „თალმუსი“, „მედიკოსები“, „სელებრითი“. კონკურს თვალყურს ადევნებდა და შეფასებებს აძლევდა ჟიური. ვიქტორინა შედგებოდა საინტერესო მრავალფეროვანი „თავსატეხი“ კითხვებისაგან. ღონისძიების დამდგმელი და წამყვანი იყო მზია ბაკურიძე (აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). სტუდენტებმა - ნანა ცეცხლაძემ, ქეთი კუჭავამ წაიკითხეს საკუთარი ლექსები, „ჩანაწერები დღიურიდან“. ჟიურის შეფასებით პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა „მერცხალმა“. გუნდის წევრები, - მაია დავითაძე (კაპიტანი), მარინა მოწყობილი, დიანა ამაღლობელი, ანა კონცელიძე, დიანა ვაშაყმაძე, მარიამ დიასამიძე, ნანა ცეცხლაძე, ნინო თურმანიძე. მეორე, მესამე საპრიზო ადგილები ერგოთ გუნდებს „თალმუსი“ და „მედიკოსებს“ აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს „რითაც წინასაახალწლოდ სტუდენტებმაც იხალისეს და ჩვენც კარგად გავერთეთ“ აღნიშნა მან. წარმატებული გუნდები დაჯილდოვდნენ აკადემიის ქების სიგელებით.სტუდენტებს აქტიურობა შეუქეს და მიულოცეს მედცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დეა ქაჯაიამ, უფროსმა ექთანმა ქეთევან დიასამიძემ, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. დარბაზში დიდხანს გრძელდებოდა თეთრხალათიან გოგონების ჟრიამული.

 1 2 3 4

 5 6 7 8