24.12.2018

პროფესიულ მასწავლებელთა ტრენინგ-სემინარი აკადემიაში

            მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პროფესიულ მასწავლებელთა კომპეტენციის ასამაღლებლად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში დაიგეგმა ტრენინგ-სემინარების ციკლი. რომელიც ხორციელდება სასწავლებლის კომპეტენტური სპეციალისტების მეშვეობით. შემუშავებულია მუშაობის გეგმა-გრაფიკი. აკადემიის დირექტორ რევაზ უზუნაძის განცხადებით, - ტრენინგ-კურსების წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. პირველი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა თემაზე „შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება“ რომელიც წარმოადგინა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის სპეციალისტმა მზია ბაკურიძემ. შესაბამისი მასალების გამოყენებით განიხილა შეფასების ინსტრუმენტის ყველა კომპონენტი. ცალკეულ საკითხებზე განმატრებებს აკეთებდა სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, სემინარული მუშაობა მიმდინარეობდა გამახორციელებელთა აქტიური ჩართულობით. სემინარის მონაწილეებს შესასრულებლად მიეცათ დავალება, შემდეგ შეხვედრაზე განსახილველად.

238 239 240 241