11.12.2018

დასაქმების სახელმწიფო პროგრამით აკადემიის  კურსდამთავრებულთა გამოშვება

       10 დეკემბერს დამთავრდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე მოქმედი „სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასერთიფიკატო პროგრამა „პრაქტიკოსი ექთანი“ . მოეწყო კურსდამთავრებულთა მორიგი გამოშვება. კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერთიფიკატები გადაეცათ მოსარგებლეებს, - მაია აბუსელიძეს, ირინე ბერიძეს, გულნაზ ბოლქვაძეს, თამარ გასვიანს, თინათინ დარცმელიძეს, ეკატერინე პატარიძეს, ანანო ფარტენაძეს, თეა ჯავახიძეს.  კურსის მუშაობა შეაჯამა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღნიშნა: მოსარგებლეთა პასუხისმგებლობა, მოტივაცია-მონდომება ხანმოკლე დროის ფარგლებში მიეღოთ მეტი ცოდნა-გამოცდილება. ამდენად ნაყოფიერი იყო ჯგუფის მუშაობა. შესაბამისად, ნაწილმა მედცენტრისაგან მიიღო შეთავაზება სტაჟირებაზე ჩართულობისა დასაქმების პერსპექტივით. მოსარგებლეებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს ინგა შალამბერიძემ, (პროგრამის ხელმძღვანელი), შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი), დალი ბერიძემ (დასაქმების სააგენტოს ბათუმის ცენტრის მთავარი სპეციალისტი), პროგრამის განმახორციელებლმა პედაგოგებმა, - ქეთევან ნოზაძემ, მარინა ცეცხლაძე, ნინო ცინცაძემ, ნარგიზ ბუცხრიკიძემ. მოსარგებლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს აკადემიაში არსებული შესანიშნავი პირობების გამო, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა წარმატებით გაევლოთ პროგრამული კურსი. გამოხატეს მადლიერება პერსონალის მიმართ.   დასარულს გაიჭრა ტორტი.

 243 244 245 242 2