09.11.2018

შეხვედრა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

           პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების დანერგვის პროექტის ფარგლებში, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა ბათუმში მოქმედ პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლებთან. ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე, თავმჯდომარის მოადგილეები თამაზ თურმანიძე, ასლან ლორთქიფანიძე დამსწრეთ ესაუბრენ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე დუალური სწავლების არსზე , აჭარის რეგიონში მის დასანერგად პირობების მომზადების შესახებ.   შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი მზია ბაკურიძე.მათ აღნიშნეს, რომ დარწმუნებული არიან შრომაზე დაფუძნებულ სწავლებაზე გადასვლა დიდად შეუწყობს ხელს შრომის ბაზრისათვის უფრო კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. ამ მხრივ გარკვეული გამოცდილება აკადემიასაც დაუგროვდა. როგორც საჯარო ასევე კერძო პროფესიულ დაწესებულებებში დუალური სწავლების სრულფასოვანი განხორციელებისათვის საჭიროა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:

  •     პროექტის განსახორციელებლად ერთნაირი პირობები უნდა შეექმნათ საჯარო და კერძო პროფესიულ დაწესებულებებს.
  •     კერძო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს მიეცეს "პროფესიული სტუდენტის" ვაუჩერი (პროფესიული სტუდენტისათვის შეიქმნას ერთიანი ვაუჩერული სისტემა). რაც დაეხმარება კერძო პსდ დუალური სწავლების განსახორციელებლად უზრუნველყონ ფინანსური სტაბილურობა.
  •         სრულყოფას საჭიროებს საექთნო და ფარმაციის მიმართულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
  •        პროგრამების სრულყოფა-შემუშავება უნდა მოხდეს განმახორციელებელთა და დამსაქმებელთა პოზიციების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე.
  •        გადახედვას საჭიროებს "ფარმაცევტის თანაშემწის" (IV საფეხური) საგანმანათლებლო პროგრამის კომპეტენცია და კვალიფიკაცია.
  •        პსდ სტუდენტს მიეცეს უწყვეტი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა.
  •        სახელმწიფოს ხელშეწყობით საჭიროა გაძლიერდეს სკოლებში პროფორიენტაციის პროპაგანდა.
  •        საერთო ინტერესებიდან გამომდინარე პროფესიული პროგრამების განმახორციელებელსა და დამსაქმებელ დაწესებულებებს შორის საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  •       პროფესიულ განათლებაში არსებული ჩიხების გამოსწორების და დუალური სწავლებისათვის სათანადო პირობების მომზადების უზრუნველსაყოფად შეხვედრაზე გადაწყდა: პროფესიულ სასწავლებლების, დამსაქმებელი დაწესებულებების წარმომადგენელთა ჩართულობით ასსპა-სთან შეიქმნება საკორდინაციო საბჭო.

         46187625 955321664670467 1350066731195826176 o46142710 955321738003793 8563898178129100800 o46205600 955321758003791 1016491821204766720 o46284478 955321654670468 7506236058850295808 o