01.11.2018

შეხვედრა განათლების ექსპერტებთან

             1 ნოემბერს, პროფესიულ სასწავლებელ   „ახალი ტალღის“ ბათუმის ოფისში გაიმართა აჭარის რეგიონში მოქმედ ცალკეულ პროფესიულ სასწავლებელთა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, - ნინო მეგრელთან, საბა ელაშვილთან. შეხვდრის მიზანი იყო ცენტრის ექსპერტებს მოესმინათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლების, როგორც განმახორციელებელთა აზრი მოქმედი ცალკეული პროგრამების დადებითი თუ სუსტი მხარეების შესახებ და მათი ხედვები, - თუ რა უნდა გაკეთდეს პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფისათვის. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ რევაზ უზუნაძე, (დირექტორი), შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება ფარმაციის და საექთნო მიმართულებების პროგრამებზე. აღინიშნა, რომ გადახედვას საჭიროებს „ფარმაცევტის თანაშემწის“ პროგრამის კომპეტენცია, კვალიფიკაცია. პროგრამის სრულყოფის საფუძველზე უნდა გაიზარდოს მისი ცენზი. სწორი იქნება პროგრამის სახელწოდებად გამოვიტანოთ „ფარმაცევტის“ საგანმანათლებლო პროგრამის IV თუ V საფეხური.გამოითქვა შენიშვნები „სააფთიაქო ფარმაციის“ (V საფეხური) პროგრამასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია პროგრამაში შეტანილ წამლების დამზადების საკითხებზე, რაც პროფესიულ სასწავლებელთა პირობებში შეუძლებელი და გაუმართლებელია. საჭიროა გადაიხედოს საექთნო საქმის და ფარმაციის V საფეხურის პროგრამებში მითითებული მატერიალური რესურსების ჩამონათვალი. რომელშიც მითითებულია ძნელად საშოვარი და ძვირად ღირებული ტექნიკური საშუალებები. იყო საუბარი საბაზო განათლებულთათვის სამედიცინო ფარმაცევტული მიმართულებების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებთან დაკავშირებით. უნდა გაიზარდოს „ექთნის თანაშემწის“ კომპეტენცია, დასაქმების პერსპექტივა, V საფეხურზე სწავლის გაგრძელების სახით უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა. სასურველია პროგრამას შეეცვალოს სახელწოდება „უმცროსი ექთნის“ სახით. იყო საუბარი პროფესიულ განათლებაში ერთიანი ვაუჩერული სისტემის შექმნასა და სხვა საკითხებზე.       დადებითი შეფასება მიეცა ცენტრის მიდგომებს, რომ პრობლემატიკის შესწავლას იწყებს განმახორციელებელ და დამსაქმებელი დაწესებულებათა მიდგომების შეჯერების საფუძველზე.

221 222 223 224