17.09.2018

შეხვედრა სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში"

       2018 წ. 17 სექტემბერს, სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და დუალური პროფესიული განათლების საკორდინაციო საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრა რეგიონში მოქმედ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან, დამსაქმებლებთან. Нет. იყო საუბარი პროფესიულ სასწავლებლებთან დამსაქმებელთა აქტიურ თანამშრომლობაზე, ზოგიერთი მიმართულებით დუალურ სწავლებაზე გადასვლის თაობაზე. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის სახელით ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ მადლობა გადაუხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატას ბათუმში ღონისძიების ორგანიზებისათვის. Нет,პროფესიულ განათლებაში სადღეისო გამოწვევებზე, ისაუბრეს მზია ბაკურიძემ (სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზურუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (აკადემიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი). ბათუმის სამედიცინო აკადემიამ, მოახდინა პროგრამების პრეზენტაცია, შორენა უზუნაძემ (აკადემიის დირექტორის მოადგილე) გააკეთა სასწავლებელში მოქმედი მოდულური პროგრამების "პრაქტიკოსი ექთანი", "ფარმაცევტის თანაშემწე" პრეზენტაცია. შეხვედრის ორგანიზატორთა მხრივ გამოითქვა სურვილი, - სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით მოეწყოს შეხვედრა კერძო კოლეჯებისა და დამსაქმებელთა შორის.

 207 208 209 206 210