18.08.2018

შეხვედრა სკკა-ში

           2018 წ. 16 აგვისტოს, კოლეჯ „გეორგიაში“ გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრ სასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა. მასში მონაწილეობას ღებულობდა ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე. შეხვედრას უძღვებოდა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ბერაია. შეხვერდაზე დაიგეგმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის მარეგულირებელი პროცესების მეთოდოლოგიური დოკუმენტების შექმნა. რაც უნდა გახდეს სასწავლებლების სახელმძღვანელო დოკუმენტი. იმსჯელეს უცხო ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ე.წ. „წარმომადგენლების“ მიერ გავრცელებულ სარეკლამო ინფორმაციის თაობაზე, - სადაც ისინი პირდებიან პირველი სემესტრის ბოლოს გამოცხადებული მობილობით საქართვერლოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. ასოციაციის წევრმა სასწავლებლებმა გამოთქვეს შეშფოთება და აღშფოთება ამ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. დაიგეგმა შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ქალბატონ ლია გიგაურთან.

                  298 299 300