12.07.2018

გადამზადების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 

                    12 ივლისს    მოეწყო ბათუმის სამედიცინო აკადემიის  ბაზაზე  დასაქმების  პროგრამით მოქმედი  სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსდამთავრებულ მოსარგებლეებისათვის სერთიფიკატების გადაცემა: აკადემიამ განახორციელა  მოკლევადიანი  „ექთნის თანაშემწის“ „ფარმაცევტის თანაშემწის“, „პრაქტიკოსი ექთნის“  პროგრამები.   მოსარგებლეებს პროგრამული კურსის დამთავრება მიულოცა და სერთიფიკატები გადასცა აკადემიის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ. აღნიშნა, რომ პროექტი იყო წარმატებული. მოსარგებლეებს შექმნილი ჰქონდა ყველა პირობა შესაბამისი პროგრამული კურსის წარმატებით  გასავლელად. ასევე მოსარგებლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მომზადება-გადამზადების პროგრამაში  ჩართულობას.  მათ პროგრამული კურსის წარმატებით დამთავრება მიულოცეს აკადემიის გადამზადების პროგრამის ხელმღვანელმა ინგა შალამბერიძემ, ბათუმის დასაქმების სააგერნტოს მთავარმა სპეციალისტმა დალი ბერიძემ, აკადემიის დირექტორის მოადგილემ შორენა უზუნაძემ, პროფესიულმა მასწავლებლებმა: მარინა ცეცხლაძემ, გულიკო აბაშიძემ. ნიგარი შაინიძემ.      სამადლობელი სიტყვებით გამოვიდნენ კურსდამთავრებული მოსარგებლეები, - ეთერ დიასამიძე, ნანა გოგიტიძე, დალი თედორაძე, შორენა ძირკვაძე, ლიანა ქამადაძე, შუშანა დიასამიძე, მარიკა მემიშიში, ნათია თავართქილაძე. აღნიშნეს, რომ ჰქონდათ ყველა პირობა პროგრამების წარმატებით გავლისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების  დასაუფლებლად.  გაწეული ღვაწლისათვის მათ გულთბილი  მადლიერება  გამოხატეს აკადემიის ადმინისტრაციული და მასწავლებელთა პერსონალის მიმართ. მოსარგებლეებმა შეავსეს  აკადემიის მიერ შემუშავებული პროგრამის შეფასების კითხვარის ფორმა.ასევე სერთიფიკატები გადაეცათ მასაჟისტის პროგრამის კურსდამთავრებულებს. დასარულს გაიჭრა საზეიმო ტორტი, გაიხსნა შამპანიურები.

186 187 190  189 188

        193 194 196 197  195