ბათუმის სამედიცინო აკადემია

08.07.2018

აკადემიის პერსონალის მოგზაურობა მარტვილში

             8 ივლისს ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალმა, ოჯახის წევრებთან ერთად მოაწყო ექსკურსია მარტვილის ღისშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად. ვნახეთ ბუნების საოცრება. მოვინახულეთ მარტვილის კანინონი, თავისი ულამაზესი ხედებით. გავიარეთ დადიანების ისტორიული ბილიკი, ბილიკზე განლაგებული ხიდები, კირქვის დიდი ლოდებისაგან აშენებული 30 საფეხურიანი კიბე. მოგზაურობის შემდეგი ობიექტი იყო ოკაცეს კანინონი. მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. წარმოადგენს დაახლოებით 800 მეტრი სიგრძის ბილიკს, ათასამდე საფეხურით. უფსკრულზე გაკიდებული ხელოვნურად გაკეთებული ბილიკიდან და პლატფორმებიდან იშლება ხეობის საოცარი პანორამა. დავტკბით დადიანების ისტორიული ტყე-პარკის სიმშვენიერით. მრავლად იქნა გადღებული სამახსოვრო ფოტოები. ნანახითა და განცდილით აღფრთოვანებულებმა ოკაცეს ცენტრში მოვულხინეთ მამა-პაპურად. ასეთი ლამაზი და დაუვიწყარია აკადემიელთა ერთი დღერ - 9 ივლისი.

  176 177 178 179 183

      180 181 182 184 185