ბათუმის სამედიცინო აკადემია

22.06.2018

„ფარმაცევტის თანაშემწის“ პროგრამაზე „პრაქტიკული პროექტის“

პრეზენტაცია

         22 ივნისს ჩატარდა „ბათუმის სამედიცინო აკადემიის“ „ფარმაცევტის თანაშემწის“ პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტთა „პრაქტიკული პროექტის“ თემების პრეზენტაცია. მოდულის განმახორციელებელი, პროფესიული მასწავლებელი მზია ბაკურიძე. სტუდენტებმა წარმოადგინეს კარგად მომზადებული საპრეზენტაციო თემები პროექტში ერთმანეთთან კარგად იყო შერწყმული თეორიული ნაწილი და პრაქტიკული სამუშაო (წარმოდგენილი შესაბამისი ვიდეო მასალით). ასევე შთამბეჭდავი იყო სტუდენტების ჩანაწერი დღიურიდან. „ჩემი ერთი დღე აფთიაქში“ პრეზენტაციაზე განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სტუდენტები: ფენჩიძე ჟუჟუნა, კირტოკა ილონა, ხოზრევანიძე როზმარი, ქავთარაძე მეგი, ბოლქვაძე სოფიო, გოგიტიძე მირანდა, თავართქილაძე ლიკა, თავდგირიძე მერი, თუმანაინ დიანა, ირემაძე ნატო, საგინაძე თეა, ჭელიძე მარიამი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებრივ კოლეჯის „სიო“ -ს დირექტორი სალომე სიორდია, კოლეჯის წარმომადგენელი ციცინო ნემსიწვერაძე. მათ მაღალი შეფასება მისცენ „პრატიკული პროექტის“ პრეზენტაციაზე სტუდენტთა მომზადებას.სტუდენტებს, წარმოდგენილი თემების წარმატებულად პრეზენტაცია და აკადემიის დამთავრება მიულოცეს სასწავლებლის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), ნინო უზუნაძემ (ჯგუფის კურატორი, პროფესიული მასწავლებელი).ჯგუფის სახელით გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაიხადა კურსდამთავრებულმა რ.ხოზრევანიძემ. მან აღნიშნა: მე უნივერსიტეტიც დავამთავრე, მაგრამ სტუდენტობის განცდა განსაკუთრებით შევიგრძენი აკადემიაში. აქ მოვემზადეთ კავლიფიციურ სპეციალისტებად. აკადემიაში გატარებული ლამაზი, აქტიური სტუდნეტური წლები ჩვენთვის იქნება დაუვიწყარი.

166 167 168 169 170 

171 172 173 174 175