22.05.2018

განათლების ექსპერტი აკადემიაში

გარე მხარდაჭერის მისიით 20-21 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ია გიგიბერია. ვიზიტი მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აკადემიაში აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის შესწავლას და მათი დანერგვის ხელშეწყობას. 2015 წლიდან აკადემია ახორციელებს მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებს და შესაბამისად დააგროვა გარკვეული გამოცდილება.  მუშაობა წარიმართა მდგომარეობის გაცნობის, აზრთა ურთიერთ შეჯერების, საქმიანი კონსულტირების ვითარებაში. გარე მხარდაჭერის სპეციალისტი გაეცნო შესაბამის დოკუმენტაციის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის (მენეჯერი მ.ბაკურიძე), სასწავლო პროცესის მართვის (მენეჯერი ი.შალამბერიძე) და სხვა სამსახურების საქმიანობას. დაინტერესდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობით. დაესწრო მეცადინეობას. შეხვდა პროფესიულ მასწავლებელთა პერსონალს. ჰქონდა შეხვედრა - გასაუბრება აკადემიის პროფესიულ სტუდენტებთან. ექსპერტის შეფასებით: „შთამბეჭდავი იყო სასწავლო პროცესში სტუდენტთა აქტიურობა, მოტივაცია.“ შემაჯამებელ შეხვერდაზე ექსპერტმა მიუთითა აკადემიის მუშაობის დადებით მხარეებზე, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებზე. აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ დადებითად შეაფასა აკადემიაში ექსპერტ ია გიგიბერიას ვიზიტი და აღნიშნა, რომ: ორდღიანი დატვირთული სამუშაო პროცესი აღმოჩნდა საქმიანი, ნაყოფიერი. არის რეკომენდაციები. რაც დაგვეხმარება საქმიანობის სრულყოფაში“. ვიზიტმა ჩაიარა კეთილმოსურნეობის, მხარდაჭერისა და გამოცდილების, მიდგომების ურთიერთგაზიარების ვითარებაში.

       120 121 122