12.05.2018

აკადემიის და ექთანთა ასოციაციის ერთობლივი ღონისძიება

ექთანთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ექთანთა ასოციაციასთან ერთად ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა საზეიმო შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის მედცენტრის ექთნები, ბათუმის სამედიცინო აკადემიის საექთნო საქმის სპეციალობის სტუდენტები, პერსონალი. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა და დამსწრეთ პროფესიული დღესასწაული მიულოცა სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. მან აღნიშნა ექთნების წამყვანი როლი სამედიცინო მომსახურებაში, როგორც რაოდენობრივი ასევე კვალიფიციურობის მდგომარეობით. დიდია მათი წვლილი პაციენტის დროულდ გამოჯამრთელებაში. აღნიშნა საქართველოს ექთანთა ასოციაციის  როლი კვალიფიციური კადრების მომზადებაში. მიუთითა ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობაზე იმ პროფესიულ სასწავლებლებთან, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო პროფესიულ პროგრამებს. ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გარსევანიშვილმა დამსწრეთ მიულოცა პროფესიული დღე და ვრცლად ისაუბრა დღეისთვის საქართველოში საექთნო საქმესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, ექთანთა ხარისხობრივი მაჩვენებლის გაზრდაზე. აღნიშნა, რომ 2017 წლის 12 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ექთანთა ასოციაციასა და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის  ჩამოყალიბდა საქმიანი, მეგობრული  ურთიერთა  ,,რომლის დასტურია ერთობლივად ჩატარებული დღევანდელი ღონისძიება“. ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაცია აკადემიაში ჩაატარებს ტრეინინგს ,,პირველადი გადაუდებელი დახმარების პროგრამით“. ღონისძიების მონაწილეთ პროფესიული დღე მიულოცეს და ექთანთა საქმიანობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს ასოციაციის მთავარმა სპეციალისტმა მანანა  მაჩიტაძემ, მედცენტრის უფროსმა ექთანმა ქეთევან დიასამიძემ, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, ირმა ნოზაძემ (მედცენტრის ექიმი-ინფექციონისტი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი), მარინა ცეცხლაძემ (მედცენტრის ექთანი, აკადემიის პროფესიული მასწავლებელი). აკადემიის მომავალმა მედიკოსებმა - მარიამ ძნელაძემ, მარიკა მემიშიშმა, გალია ასამბაძემ, დიანა გობაძემ.სტუმრებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

               107 108 109 110 111

                                                  112 113