08.05.2018

                                      აკადემიის სტუდენტთა XXIII კონფერენცია
სტუდენტური დღეების ფარგლებში 2-3 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მიმდინარეობდაა სტუდენტთა XXIII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. წარმოდგენილი იქნა ოცამდე მოხსენება. თემები გამოქვეყნდა კონფერენციის პროგრამაში. სტუდენტთა გამოსვლებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური. 8 მაისს გაიმართა კონფერენციის მუშაობის შემაჯამებელი სხდომა. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი მოხსენებები გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, აქტუალობით, პრაქტიკული ხასიათით. ჟიურის თავჯდომარის (ინგა შალამბერიძე) მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საპრიზო ადგილები მოიპოვეს სტუდენტებმა - დიანა დოლიძემ, როზმანი ხოზრევანიძემ, ნინო კახაბერიძემ, ჯეინი კახიძემ, ანა ჩაქსელიანმა, გალია ასამბაძემ, დიანა გობაძემ, მარი ხაბაძემ, მარიკა მემიშიშმა. ისინი და მათი ხელმძღვანელი პედაგოგები დაჯილდოვდნენ პრიზებით, გადაეცათ საჩუქრები. წარმოდგენილი საყურადღებო მოხსენებებისა და კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის პრიზებით დაჯილდოვდნენ სტუდენტები: ლიკა კახიძე, მარიკა ბერიძე, ქრისტინა დიდოსიანი, მარიამ მოწყობილი, მარიამ ძნელაძე,მეგი ქავთარაძე, დიანა თუმანიანი, ლინა გიგინეიშვილი, ნინო დოლბაია.
სტუდენტებს წარმატებები მიულოცას ღვაწმოსილმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის რექტორმა, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბათუმ-ლაზეთის სადროშოს ხელმძღვანელმა თენგიზ თავდგირიძემ, აკადემიის პროფესიულმა მასწავლებლებმა - ირმა ნოზაძემ, ნონა ქათამაძემ, ზაირა ჯაფარიძემ, მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), სტუდენტებმა - ჯეინი კახიძემ, ნინო კახაბერიძემ, მარი ძნელაძემ. დამსწრეთ მიესალმა და საკუტარი ლექსი წაიკითხა აკადემიის კურსდამთავრებულმა გოჩა დევაძემ. დასასრულს სტუდენტებმა, პედაგოგებმა სტუმრებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

     102  91 92 76 93

94 95 96 78 80

           81 97 98 99 100 101