07.05.2018

სახელმწიფოპროგრამითაკადემიაშიმუშაობადაიწყომოკლევადიანმაკურსებმა.

7 მაისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მუშაობა დაიწყო მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მოკლევადიანმა კურსებმა. აკადემია ახორციელებს ,,ექთნის თანაშემწის“, ,,ფარმაცევტის თანაშემწის“, ,,პრაქტიკოსი ექთნის“ სასერთიფიკატო პროგრამებს. აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ მოსარგებლეებს (მსმენელები) შეხვდნენ სასწავლებლის წარმომადგენლები: აკადემიის დირექტორი, პროფესორი რევაზ უზუნაძე, შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, პროგრამის ხელმძღვანელი ინგა შალამბერიძე, სასწავლო პროცესის კოორდინატორი დარეჯან უგულავა, პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებლები - მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), მარინა კვირიკაძე, ინგა ვარდიძე, ნარგიზ ბუცხრიკიძე, მარინა ცეცხლაძე. მათ მიულოცეს მოსარგებლეებს კუსებზე ჩარიცხვა. შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება პროგრამების განხორციელების, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელშეკრულებო პირობების შესრულების უზრუნველყოფაზე. პროგრამების ხელმძღვანელმა მამოსარგებლეებს გააცნო სასწავლო განრიგი. აუდიტორიებში, სამუშაო მაგიდებზე მოსარგებლეებს დახვდათ სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალები: სამედიცინო ხალათები, ქუდები, ნიღბები, ხელთათმანები, საკანცელარიო ნივთები.

86 87 88 89 90