27.04.2018

სემინარია კადემიის პროფესიულ მასწავლებლებთან. 26 აპრილს ჩატარდა სემინარი „პრაქტიკოსი ექთნის“ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთათვის. დასაწყისში აკადემიის დირექტორი რევაზუზუნაძე შეეხო სემინარის მიზანდასახულობის, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. სემინარს უძღვებოდნენ აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზიაბაკურიძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე. გამახვილდა ყურადღება: შეფასების ინსტრუმენტებთან, მტკიცებულებებთან, შედეგებთან, განმახორციელებელთა კომპეტენციის, მათი სტუდენტებთან მუშაობის, მეცადინეობის ჩატარებასთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებზე. ერთობლივად განხილული იქნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული კითხვარები: „პროგრამის განმახორციელებელი პირისათვის“, „პროფესიული სტუდენტისათვის“. სემინარი მიმდინარეობდა პედაგოგების აქტიური ჩართულობით.

58 59 60 61